x
image
ნათია ჩხაიძე
ამსტერდამში 18+ მოკლემეტრაჟიანი ფილმების 5D- კინოთეატრი გაიხსნა

image
ამსტერდამში ცნობილ წითელი ფარნების ქუჩაზე პირველი 5D კინოთეატრი გაიხსნა, სადაც ფილმებს მხოლოდ უფროსებისთვის აჩვენებენ. უფრო ზუსტად, კინოთეატრში ფილმებს 3D ფორმატში აჩვენებენ, სადაც 18+ კადრებია გამოყენებული, მხოლოდ ამატებენ შხეფებს, ნიავს, საპნის ბუშტებს და ვიბრაციას სკამებზე. ამასთანავე არომატებსაც გამოიყენებენ.

"მაყურებლებს მოსწონთ, სეანსის შემდეგ აღელვებულები რომ რჩებიან. ზოგს დროც კი სჭირდებათ, რომ მიხვდნენ, რა მოუვიდათ"- აცხადებს კინოთეატრის შემქმნელი ნატალი.

კინოთეატრის რეპერტუარი საერთოდ არაა ჩვეულებრივი. სეანსები ექვს წუთამდე გრძელდება, რომლის ავტორიც, კიმ ჰოლანდი, სრულწლოვანთა ფილმების შექმნისთვის გახდა ცნობილი.

კინოთეატრის ბილეთები სხვა კინოთეატრის ბილეთებისგან დიდად არ განსხვავდება, 12, 5 ევრო ღირს, მაგრამ სხვა ფილმებისგან განსხვავებით, აქ გაშვებული ყველა ფილმი სპეციალურად ამ კინოთეატრისთვის შეიქმნა. ფილმის სცენარში კი მოთხრობილია ბიჭზე, რომელიც ამსტერდამში ჩავიდა და წითელი ფარნების ქუჩაზე მიდის. ფილმში ნაჩვენებია, როგორი თავგადასავალი ელის ტურისტს.

"ეს გასართობი პარკივითაა. ასეთი ფილმები ყველა მსურველისთვის ახალი გამოცდილება იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე თავად ჰოლანდიელებისთვისაც"- თქვა კინოთეატრის შემქმნელი.

0
185
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0