x
image
თორ ნიკე
Mediator image
სვანები
სვანები


სვანები პირველად სტრაბონთან (ძვ.წ. 64 - ახ.წ. 24) მოიხსენიებიან (სოანას/შოანას). მაშინაც ისინი კაკასიის მთებში ცხოვრობდნენ. სვანები ადრიდანვე განსახლებულნი იყვნენ აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიაში - თერგსა და ყუბანს შორის არსებულ ტერიტორიებზე. შედარებისთვის, მაგალითად მემანდრე პროტიქტორი (ახ.წ. VI ს.), რომელიც აღწერს რა ბიზანტიისა და სპარსეთის დავას სვანეთის გამო, ვრცლად იძლევა სვანთა დახასიათებას (გეორგიკა, 1936, გვ.213-233). მისი ცნობით სვანები კავკასიის მთების გარშემო ცხოვრობენ (გეორგიკა, 1936, გვ.231). იხილეთ აგრეთვე თ. მიბჩუანი, 1993; ზ. რატიანი, 1995, გვ.57-61.


სვანებს კავკასიონის სტრატეგიული გადასასვლელები ეჭირათ, ვინაიდან ბიზანტიასა და სპარსეთს შორის დიდხანს გრძელდებოდა წინააღმდეგობა სვანეთის დანარჩუნებისათვის (იხ. გეორგიკა, 1936, გვ.213-233).

პლინიუსის (ახ.წ. 62-113) მიხედვით, სვანები დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიაზეც ცხოვრობდნენ: "მდინარე ხობი კავკასიის მთებიდან ჩამომდინარეობს და სვანეთის მიწაზე დის".



სვანი. ჯამბულ ცინდელიანი


ამასვე ამტკიცებს გეოგრაფიულ სახელებზე დაკვირვებაც, მაგალითად ლეჩხუმი, ლებაჩილე და სხვ. "შემდეგ სვანური მიწები კოლხებს ანუ მეგრელებს დაუპყრიათ (ივ. ჯავახიშვილი, 1908, გვ.46-47).

ჩვენი აზრით, პლინიუსის ცნობის სხვაგვარი განმარტებაც შეიძლება: ამ პერიოდის წყაროებში, არაიშვიათად ერთმანეთს ფარავს ტერმინები: სუანი, სანი, ზანი, სუანოკოლხი, ეგრსვანი. ჩანს სტრაბონისა და პლინიუსის დროს ტერმინი სვანი, იმ რამდენიმე ქართველური ტომის (ეგრისის ნაწილის, დვალეთის, სკვიმიის, საკუთრივ სვანეთის მოსახლეობის) გამაერთიანებელი კრებსითი სახელია, რომელთაც რომაელები ვერ აკონტროლებდნენ (შდრ. ლაზიკა - რომაელთა გავლენის სფერო). ყურადღების ცენტრში სვანების მოქცევა, ჩანს, განაპირობა კავკასიის უღელტეხილების სტრატეგიულობამ.


შუა საუკუნეების სვანი მეომარი. ავტ: გიორგი წიკლაური


სვანური ენა გახდა ოსურ-ალანური ენისა (მასალისთვის იხ. ვ. აბაევი, 1949, 324-329). გამოთქმულია მოსაზრება, რომ ოსურში ზანურ-აფსილური სუბსტრატი გაჩნდა კოდორის ხეობაში ოსების ექსპანსიის დროს (ნ. აფხაზავა, 1998). როგორც ცნობილია, სუბსტრატის არსებობა მიუთითებს დამხვდური და მოხული ეთნოსების ხანგრძლივ ურთიერთობაზე. ვფიქრობთ, შეუძლებელია ოსთა მეტყველებაში ზანური სუბსტრატის წარმოქმნა დავუშვათ კოდორის ხეობაში ალანთა მოკლევადიანი ექსპანსიის პერიოდში. რაც შეეხება ოსურში საკუთრივ სვანური ლექსიკის არსებობას, ჩრდილოკავკასიაში მცხოვრები ოსების მეტყველებაში სვანური და აფსუური ლექსიკა (როგორც ადსტრატული ფენა) შევიდა სვანთა, აფხაზთა და ოსთა მეზობლობის პირობებში.


სვანი


სტრაბონის მიხედვით (ახ.წ. I ს.), სვანები გამოირჩეოდნენ სიმამაცით და დიდი ფიზიკური ძალით. სტრაბონის ცნობითვე, სვანებს ჰყავთ ბასილევსი და 300 მამაკაცისგან შემდგარი საბჭო. საჭიროების ჟამს გამოჰყავთ 200, 000 (ორასი ათასი) კაცისგან შემდგარი ლაშქარი. სტრაბონი სვანების საცხოვრისში არსებულ მდინარეებთან აკავშირებს ოქროს საწმისის მითს. სტრაბონთანვეა ძველი ცნობა, რომ ოქროს საბადოების გამო, დასავლეთის იბერების (ესპანეთის და პორტუგალიის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომების საერთო სახელწოდება) ანალოგიით, სვანებს ზოგი აღმოსავლეთის იბერებსაც უწოდებს, რამდენადაც ოქროს საბადოები არის ორივე იბერიაში (რუსული თარგმნანისთვის იხ. სტრაბონი, 1964, გვ.473, XI, II, 14-19).


სვანები. ფოტოგრაფი: უილიამ ო. ფილდი. 20 აგვ. 1929 წ.


შდრ. თ. ყაუხჩიშვილის თარგმანი: "სვანთა ქვეყანაში ზამთვრის ნიაღვრებს ოქრო ჩამოაქვს, ხოლობარბაროსები აგროვებენ ოქროს დახვრეტილი ვარცლებით და ბანჯგვლიანი ტყავებით: აქედან მომდინარეობს მითი ოქროს საწმისიან ვერძზე... (დაზიანებული ტექსტი).. თუ არ დებენ იბერებს მსგავს სახელს დასავლეთელებისას, რომელთაც აქვთ ოქროს საბადოები ორივე მხარეს. ეს ადგილი შეიძლება გავიგოთ ორნაირად: 1) ესპანეთის ობერებს ორივე მხარეს აქვთ ოქროს საბადური ან 2) ოქროს საბადოები აქვთ როგორც ესპანეთის იბერებს, ასევე საქართველოს იბერებს" (თ. ყაუხჩიშვილი, 1957, გვ.126; თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.139-144).


სვანი. ფოტოგრაფი: უილიამ ო. ფილდი. 1929 წ.


სვანები სხვა უძველეს წყაროებშიც ჩანან:

პრისკე პანიონელი (V ს.) წერს: "დიდი უთახნმოება ჰქონდათ სვანთა ტომთან რომაელებსა და ლაზებს. სვანებმა სასტიკი ბრძოლა გააჩეღეს სემატის (შესაძლოა ლაზების სარდლის) წინააღმდეგ (გეორგიკა, 1961, გვ.261)


პროკოპი კესარიელი (VI ს.) წერს: "მარტო ეს ლაზიკე კი არ ჩაიგდეს ხელთ სპარსელებმა, არამედ სვიმნიაცა და სვანიაც და ამრიგად მოხირისიდან იბერიამდე მთელი მიწა-წყალი გამოეცელათ ხელიდან რომაელებსა და ლაზთა მეფეს" (გეორგიკა, 1965, გვ.202).


სვანი ქალბატონი. კრისტოფო კასტელის (1632 - 1654) ნახატი


აგათია სქოლასტიკოსი (VI ს.) ვრცლად მსჯელობს მისიმიელთა შესახებ. მისი ცნობით, ეს ხალხი კოლხთა მეფის ქვეშევრდომია, მსგავსად აფსილებისა, ოღონდ განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობს. ისინი აფსილთა ტომზე უფრო ჩრდილოეთით ცხოვრობენ, ოდნავ მათზე აღმოსავლეთით. აგათიას მისიმიელები მიაჩნია კოლხთა და აფსილთა ნათესავად. ს. ყაუხჩიშვილის ლოგიკური ვარაუდით, მისიმიელები/მისიმიანები სვანური ტომია (გეორგიკა, 1936, გვ.86, 161-162, 172, 347-348). ასევე სუანოკოლხებზე (სვანებისა და კოლხების შერევით წარმოქმნილ ტომზე) საუბრობს პტოლემაიოსი (II ს.).


სვანების სხვადასხვა ტიპი. გუსტავ რადე. 1866 წ.


სვანების დიდი უმრავლესობა, 80%-ზე მეტი ატარებს ჰაპლოჯგუფს - G2a, უმეტესად სწორედ სვანებიდან გავიდა ეს ჰაპლოჯგუფი მთელ საქართველოში, დომინანტურად დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის სუბეთნიკურ ჯგუფში: აფხაზებში, მეგრელებში, იმერლებში, გურულებში, აჭარლებში, რაჭველებსა და ლეჩხუმლებში და ა.შ. და ასევე ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში მცხოვრებ ხალხებში, როგორებიცაა ყაბარდო-ბალყარელები, ყარაჩაელები, ჩერქეზები და ასევე ოსები. ზემოთ ჩამოთვლილ ხალხებში ეს ჰაპლოჯგუფი არის დომინანტური და ეს საქართველოს და დასავლეთ კავკასიას გამოარჩევს დედამიწაზე დღეს არსებული ყველა რეგიონის პოპულაციისგან, ვინაიდან ეს კონკრეტული ჰაპლოჯგუფი ძალიან იშვიათია სხვა რეგიონებში დედამიწაზე და მხოლოდ რამდენიმე რეგიონია კავკასიის გარდა, სადაც ის 15%-ზე მეტ ადამიანს აქვს პოპულაციაში, ეს რეგიონებია: ცენტრალური იტალია, სამხრეთ იტალია და სარდინია, სადაც ამ ჰაპლოჯგუფს ატარებს მამაკაცთა 30%-მდე და დასავლეთ კავკასია, სადაც მამაკაცთა 50%-ზე მეტს აქვს G2a. დედამიწაზე ყველაზე მაღალი პროცენტულობით კი მას ატარებს ორი ხალხი: სვანები და ოსები (დვალების, სვანების და ჩერქეზების გავლენით).


სვანები


თუ ჩვენ გვინდა, რომ გავყვეთ სვანების წარმოშობას და მივიდეთ მის უძველეს სათავეებამდე, მაშინ დაგვჭირდება სწორედ G2a ჰაპლოჯგუფის წარმოშობის გარკვევა. საერთოდ ჰაპლოჯგუფი G, თავის მხრივ არის წარმოშობილი მაკრო-ჰაპლოჯგუფ F-ისგან, რომელსაც ატარებდა ადამიანთა ის უძველესი ჯგუფი, რომელიც აფრიკიდან აზიაში გადმოვიდა 60, 000 წლის წინ. ეს იყო ადამიანთა მეორე დიდი მიგრაციული ნაკადი აფრიკიდან. ამას წინ მოჰყვებოდა უფრო ადრეული პირველი მიგრაციული ნაკადი და იმ ნაკადის წარმომადგენლებს ჰქონდათ ორი ტიპის მაკრო-ჰაპლოჯგუფი - C და D. იმ ხალხმა გადაკვეთა არაბეთის ნახევარკუნძული და აღმოსავლეთისკენ დაიძრა, დაასახლა როგორც ოკეანეთი ავსტრალიასთან, ასევე ევრაზიის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი.

რაც შეეხება G2a-ს ჩამოყალიბებას. მოკლედ რომ ვთქვათ, მან ამგვარი გზა განვლო:

F მაკრო-ჰაპლოჯგუფი - აფრიკიდან აზიაში მეორე ტალღის ადამიანებში ჩამოყალიბდა ახლო აღმოსავლეთში 60 ათასი წლის წინ (600 საუკუნის წინ).

შემდეგ მათგან ჩამოყალიბდა G მაკროჰაპლოჯგუფი სამხრეთ კავკასიის და მცირე აზიის ტერიტორიებზე. 48, 000 წლის წინ (480 საუკუნის წინ).

შემდგომ ის გაიყო ორ ნაწილად და წარმოიქმნა ამავე ტერიტორიაზე G1 და G2 26, 000 წლის წინ (260 საუკუნის წინ).

G2 შემდგომში გაიყო ორ ჰაპლოჯგუფად და წარმოიშვა G2a და G2b დაახლოებით 20 ათასი წლის წინ (ძვ.წ. 180-ე საუკუნეში).

სწორედ G2a-ს მოდგმამ ჩამოაყალიბა მიწათმოქმედება დედამიწაზე უპირველესმა "ნაყოფიერი ნახევარმთვარის" ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილია ასევე როგორც "შუმერი" და აქედან გაავრცელა იგი დედამიწის ყველა კუთხეში (ამერიკის კონტინენტების გარდა, სადაც დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა მიწათმოქმედება), მათ მიიღეს მონაწილეობა და ჩამოაყალიბეს 10 კავკასიური პროტოცივილიზაციაც, ასევე მცირე აზიის პროტოცივილიზაციები და ევროპის პირველი ნეოლითური კულტურებიც. ამ ხალხმა დიდი წვლილი შეიტანა ქართველური ტომების ჩამოყალიბების პროცესშიც, რომელიც მიმდინარეობდა მესოპოტამიაში, მცირე აზიაში და სამხრეთ კავკასიაში.




კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
1107
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1107
  
2021, 11 სექტემბერი, 17:29
როგორც გერმანულში ასევე სვანურში სახლს ეწოდება ბაუ. თუმცა დღეს დღეობით სვანურში ბაუ იხმარება უშუალოდ ხის სახლის აღმნიშნელად.
2021, 10 აგვისტო, 4:08
სვანები და სვენები - სვანების კავშირები ჩრდილოეთთან
გენეტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ როგორც ჩანს პროტო-სვანები სამხრეთით - მესოპოტამიაში და ანატოლიაში ცხოვრობდნენ რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში, მათი ჰაპლოჯგუფი G2a - 250 საუკუნის წინ წარმოიშვა სწორედ ამ ტერიტორიებზე - მესოპოტამიაში და ირანის ზაგროსის მთიანეთში. გენეტიკური კვლევების დღეისთვის არსებული მონაცემებით სვანების G2a კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია სამხრეთიდან დაახლ. ძვ.წ. 6000 წლისთვის. სამომავლოდ, კვლევების გაგრძელების კვალდაკვალ ასაკი შესაძლოა გაიზარდოს.
G2a-ს პოპულაცია იყვნენ პირველი მიწათმოქმედები დედამიწაზე და პირველები, ვინც შექმნა ცივილიზაცია, მათგანვე ჩამოყალიბდნენ შემდგომში შუმერები ძვ.წ. 4500 წლიდან. სწორედ ამ ტერიტორიებზე წარმოიშვნენ პროტო-სვანებიც. როგორც ჩანს მათი სახელწოდება შესაძლოა ყოფილიყო თავიდან "ვან", ვანები (სვანი სვანურად არის - მუშ-ვან, სვანეთი შ-ვან). მთელი სამხრეთ კავკასია და ანატოლია ამ სახელის მატარებელი ან სხვა სახის სვანური ჰიდრონიმებით და ტოპონიმებით იყო სავსე.
2021, 10 აგვისტო, 4:08
დასავლეთ საქართველოს ბარში და ანატოლიის შავიზღვისპირეთში ყოველთვის ცხოვრობდნენ კოლხები და მათი წინაპრები, სვანების წინაპრების დასავლეთ საქართველოში შემოსვლის შემდგომ მოხდა მათი ასიმილაცია და გაკოლხება (კოლხები კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების პირდაპირი შთამომავლობა იყო), ხოლო სვანების ის ნაწილი, რომელიც დღევანდელი სვანეთის და ზემო აფხაზეთის, ასევე დღევანდელი ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, ადიღეას, დვალეთის (ჩრდილოეთ ოსეთი) და რაჭის ტერიტორიებზე განსახლდა, დარჩა მთებში და უკეთ შეინარჩუნა სვანური ენა, გენეტიკა და კულტურული სივრცე იქამდე, სანამ გაძლიერებულმა ქართულმა კულტურულმა გავლენამ არ აამეტყველა რაჭველები და დვალები ქართულ ენაზე, შემდეგ კი დვალები მე-19 საუკუნისთვის საბოლოოდ გაოსდნენ ალანური ელემენტის ახ.წ. მე-13 საუკუნიდან იქ შესვლის შემდგომ.
ამგვარად გავრცელდა სვანური ელემენტი ჩრდილოეთ კავკასიაშიც ახლანდელ ჩერქეზეთის ტერიტორიებზე განსახლდნენ უკრაინამდე, მანამ სანამ ძვ.წ. მე-3 საუკუნიდან დღევანდელი ჩერქეზების წინაპარი ხალხი არ ავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში მცირე აზიიდან და დაიწყეს ჩრდილოეთ კავკასიის სვანებთან შერევა, ამაზე უფრო ადრე კი, ძვ.წ. პირველ ათასწლეულში ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელება დაიწყო ასევე ინდო-ევროპულმა, კერძოდ ირანიდულმა ელემენტმა სკვითების და სარმატების სახით. ასევე მოვიდნენ კიმერიელები, შემდგომში ბერძნები და შექმნეს ბოსფორის სამეფო. თანდათან ჩრდილოეთ კავკასიაში სვანური გავლენა და ელემენტი ასიმილირდა სხვა ხალხებში.
ხოლო სანამ ეს მოხდებოდა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში განსახლებულნი იყვნენ როგორც სვანების წინაპრები, ასევე კოლხების წინაპრები, ე.წ. კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები. სწორედ სვანებს უნდა გაევრცელებინათ ბორჯღალის ნიშანი იმ ინდო-ევროპელ ხალხში, რომლებიც შვედების წინაპრები იყვნენ და რომლებიც ცხოვრობდნენ დღევანდელი შვედეთიდან ბევრად უფრო სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ კავკასიის მახლობლად, სამხრეთ რუსეთის სტეპებში. ისინი დღევანდელი შვედეთის ტერიტორიაზე უკვე ძვ.წ. 2000 წლისთვის ავიდნენ.
შვედების თვითსახელწოდებაა "სვენსკარ" (სვენსკ - შვედი; სვენსკარ - შვედები).
2021, 10 აგვისტო, 4:07
სვანურში: "ჰელ" არის ალი. "ლემსგიშ ჰელ" - ცეცხლის ალი. "ჰელ" - ცეცხლია ვიკინგებშიც და ცეცხლის ალი. მერე ჯოჯოხეთის სინონიმად იქცა გერმანიკულ ენებში. მდინარე სვანურში არის "რივენ", ის ასეთივე ფორმით არის გერმანიკულ ხალხებში, ინგლისურში მაგალითად "რივერ". მდინარე რიონს სწორედ სვანურიდან ჰქვია ეს სახელი. ზოგიერთი ტოპონიმიკა სვანეთში და შვედეთში თითქმის ზუსტად იმეორებს ერთმანეთის დასახელებას, მაგალითად სოფელი "სკალდი" არის შვედეთშიც და სვანეთშიც. შვედებიც და სვანებიც სასმელს ტრადიციულად ყანწებით სვამენ. სვანებიც და სკანდინავიელებიც იყენებენ ერთ-ერთ ეროვნულ სიმბოლოდ "ბორჯღალს". შეიმჩნევა დიდი კულტურული კავშირები ასევე ცხოვრების წესში, სისხლის აღებაში, ტრადიციებში და ა.შ. პარალელები ძალიან ბევრია და ამ საქმეს ცალკე კვლევა ესაჭიროება. სიტყვა "ოდინდელი" ქართულში ოდინის დროინდელის ანუ უძველესის სინონიმად დამკვიდრდა. ყაზბეგის განძში, რომელიც ძვ.წ. მე-8 საუკუნეს მიეკუთვნება და რომლის არტეფაქტებიც დღეს რუსეთში ინახება, აღმოჩენილი იქნა ღმერთის ფიგურა, რომელსაც ხელში ურო უჭირავს, მას პროტო-თორი უწოდეს. საერთოდ, ოდინის და სკანდინავიური კულტების გავრცელება კავკასიას უკავშირდება. ამ საკითხს ივლევდა თორ ჰეირდალიც, რომელიც ამბობდა - "საქართველოს ისტორია თავის თავში ინახავს მსოფლიო ისტორიის საიდუმლოებებს. საქართველო და კავკასია ჩემი ლინგვისტური და ანთროპოლოგიური კვლევების შედეგად კულტურული თვალსაზრისით, განსაკუთრებულ როლს თამაშობს მსოფლიო ცივილიზაციაში." თორ ჰეიერდალი - ნორვეგიელი სწავლული, მოგზაური, ეთნოგრაფი, ზოოლოგი, გეოგრაფი და მწერალი.
2021, 5 აგვისტო, 20:33
სვანი ღმერთების პანთეონი:
შავხან - მჭედლობის ღმერთი
სოლამ - მუშაობის ღმერთი
ლილე - მზის ქალღმერთი
აფხზათ - ნადირობის ღმერთი
ანჭკვანჭ - ტყის ნადირფრინველთა ღმერთი
სუნდუქდეცეშ - ავადმყოფობის ღმერთი
ელი - ამინდის ღმერთი
ჯგრაგ - ომის ღმერთი
ლამარია - ნაყოფიერების ქალღმერთი,
დალ - ჯიხვთა მფარველი ქალღმერთი.
(ჯგრაგ და ლამარია წმინდა გიორგი და ღვთისმშობელი გახდა ქრისტიანობის მოსვლის მერე).
0 1 5