x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აფხაზეთი სატელეფონო კავშირის გარეშე რჩება
image

აფხაზეთი სატელეფონო კავშირის გარეშე რჩება რუსული კავშირგაბმულობის ოპერატორი Tele2 აფხაზეთს ტოვებს


რუსული კავშირგაბმულობის ოპერატორმა Tele2 აბონენტებს შეატყობინა, რომ 15 ივლისიდან ისინი სატელეფონო კავშირით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ვეღარ ისარგებლებენ.


კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი ფიზიკური და კორპორატიული კლიენტებისთვის როუმინგის მომსახურებაში პირობის ცვლილება გახდა.


განცხადებაში ნათქვამია, რომ მომსახურების აღდგენის ვადასთან დაკავშირებით აბონენტებს დამატებით ეცნობება.


ტელე2 როსია - რუსული ტელესაკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც შვედური კომპანიისTele2 AB–ის მიერ არის დაფუძნებული. მუშაობს 2003 წლიდან.

Tele2 როსიას მფლობელი კი, როსტელეკომია. 2018 წლის მონაცემით, ტელე2 42, 3 მლნ–ზე მეტ აბონენტს ემსახურება.

0
374
1-ს მოსწონს
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0