x
image
თორ ნიკე
Mediator image
აფხაზეთში მდებარე მსოფლიოს უღრმესი ვერიოვკინის მღვიმე

აფხაზეთში მდებარე მსოფლიოს უღრმესი ვერიოვკინას მღვიმე


აქამდე არასწორად მიაჩნდათ, რომ მსოფლიოში უღრმესი მღვიმე იყო საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში მდებარე კრუბერა - ცნობილი, როგორც "მღვიმეების ევერესტი". სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ მასთან ახლოს მდებარეობს მეორე, კიდევ უფრო ღრმა მღვიმე - ვერიოვკინი (ვერიოვკინა - Veryovkina cave), რომელიც 2212 მეტრის სიღრმისაა და მსოფლიოში ყველაზე ღრმაა, ხოლო ამ მხრივ კრუბერა მეორე ადგილზე გადაინაცვლებს. ვერიოვკინა გაგრას მუნიციპალიტეტში მდებარეობს, არაბიკას მასივში. მისი საბოლოო გამოკვლევა მოხდა 2018 წლის მარტში, როდესაც მკვლევართა ექსპედიციამ განაახლა ამ ბუნებრივი კომპლექსის აღწერის სამუშაოები და დაამატა უკვე ცნობილ შიდაკლდოვან გზებს კიდევ რამდენიმე კილომეტრი. მათ ასევე ამ მღვიმის ფსკერზე მდებარე ტბის სიღრმეც გაზომეს და საბოლოოდ დაადგინეს - ეს იყო 8.5 მეტრი. ამ ტბის სიღრმესთან ერთად საერთო სიღრმე ამ მღვიმისა არის 2, 212 მეტრი და უსწრებს კრუბერას (ვორონიას), რომელიც 2, 197 მეტრია საერთო სიღრმით და მსოფლიოში უკვე ოფიციალურად მეორე ადგილს იკავებს. გამოდის, რომ მსოფლიოში ორი ყველაზე ღრმა მღვიმე საქართველოშია, ორივე აფხაზეთში და ორივე გაგრას მუნიციპალიტეტში. ორივეს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია და აუცილებლად იქნება გამოყენებული დეოკუპაციის შემდგომ.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
321
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0