x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მირზა სუბელიანი ციხეს ხვალ დატოვებს - მას პატიმრობის ვადა ამოეწურა

image

.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული, მირზა სუბელიანი პენიტენციურ დაწესებულებას 8 ივლისს დატოვებს.
.
გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი შეფარდებული სასჯელის მოხდას სწორედ ხვალ, 8 ივლისს დაასრულებს.
.
შეგახსენებთ, გახმაურებულ საქმეზე მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა.
.
საბოლოო ჯამში, მირზა სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
0
35
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0