x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"წუხელ გვიან გავედი ძაღლით გარეთ, ვხედავ ორი ...." - ნახეთ, რა პოსტს აზიარებს ლიკა ბასილაია - შავგულიძე 

image


საინფორმაციო პორტალი "ევროპა საქართველოსთვის" მთავარი რედაქტორი ლიკა ბასილაია - შავგულიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას იმ ისტორიას უზიარებს, რომელიც გვიან, ღამით ქუჩაში თავს გადახდა, როგორც ბასილაია - შავგულიძე აცხადებს, მან მეზობლის ბერლინელი სტუმრები, რომლებიც ქვეყანაში არასწორ დროს ჩამოფრინდნენ და გათენება ღია ცის ქვეშ ემუქრებოდათ, საკუთარ სახლში შეიფარა და ჩვეული, ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის სრული დაცვით უმასპინძლა: "წუხელ გვიან გავედი ძაღლით გარეთ, ვხედავ ორი ტურისტი საწყლად ატუზულა ჩვენს სახლთან.. მოკლედ გაირკვა, რომ ახალგაზრდა წყვილი ბერლინიდან არასწორ დროს ჩამოვიდა მეზობელთან, ის სახლში არ იყო და მოკლედ ამ გოგოს და ბიჭს ქუჩაში ძილი ელოდა. რასაკვირველია შევიფარე და ახლა ერთი შხაპს იღებს და თან ბედნიერად ღიღინებს. ჩვენ რა გავაკეთოთ შენთვისო, ახლა მეკითხებიან ჯასთ #spendyoursummeringeorgia მეთქი, "- დაწერა სოციალურ ქსელში ლიკა ბასილაია - შავგულიძემ, რომლის პოსტსაც ასობით "მოწონება" და კიდევ უფრო მეტი დადებითი კომენტარი მოჰყვა.













0
491
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
491