x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მცენარის ფესვების ზრდის 2 საუკეთესო სტიმულატორი (და არანაირი ქიმია)

ფესვების ზრდის სიმულატორს ეძახიან სხვადასხვა სახის ნივთიერების ქიმიურ ნაერთს, რომლებიც მცენარეების ჩითილის და კალმების დასაფესვიანებლად და გასაძლიერებლად გამოიყენება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე რთულად გასახარებელ სახეობას ეხება. ასეთი ნივთიერება, ფესცის გამოსვლის ადგილებში, მნიშვნელოვანი ორგგანული ნაერთების დაგროვების სტიმულირებას იწვევს, რაც თავის მხრივ, უჯრედების გაყოფის პროცესს აუმჯობესებს.


image


როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს სპეციალურ მაღაზიებში სხვადასხვა სახის სინთეტიკური სტიმულატორის შეძენა შეიძლება, რომელიც შეფუთვაზე მოცემული მითითებების ზუსტად შესრულების შემთხვევაში, 100% ეფექტს იძლევა. მაგრამ, თუ შეცდომას დავუშვებთ, შეიძლება, მცენარეს ფესვები საერთოდაც არ გამოუვიდეს. ამიტომ, შედეგში დარწმუნებულები რომ ვიყოთ, ნატურალური სტიმულატორების გამოყენება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.



მოყვარულ მებაღეებს შორის, ძალიან პოპულარულია ფესვების სტიმულირება კარტოფილის ბოლქვების მეშვეობით. ამ მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დიდ და საღ კარტოფილს უნდა ამოეჭრას ყველა «თვალი». შემდეგ, უკვე გამზადებულ ბოლქვში უნდა გაკეთდეს ნახვრეტი, მასში მოთავსდეს კალამი და ჩაირგას მიწაში. სათბურის ეფექტის შესაქმნელად, კალამზე აუცილებელია მინის ქილის დაფარება. რეგულარული მორწყვის შემთხვევაში, მცენარის ფრაგმენტს მალე უვითარდება ფესვთა სისტემა და ამ მეთოდით დარგული კალმები საუკეთესოდ ვითარდებიან.

უნდა აღინიშნოს, რომ მცენარეების დაფესვიანების ეს მეთოდი მეცნიერულადაც გამართლებულია, – ბოლქვში ჩარჭობილი მცენარეული ორგანიზმი, წყალთან ერთად, კარტოფილიდან სახამებელს, ვიტამინებს და მინერალებს იღებს, რაც განსაკუთრებით ესაჭიროება მცენარეს, მისი სიცოცხლის საწყის სტადიაზე.


image


ამ მეთოდს განსაკუთრებით ხშირად, ვარდის კალმის დასაფესვიანებლად იყენებენ.


სახლის პირობებში ვარდის გასაზრდელად: I. აირჩიეთ ვარდი, რომლის დარგვაც გინდათ > მოაცილეთ ყველა ფოთოლი > მოაჭერით გვირგვინი, დაახლოებით, 3 სმ-ზე > ღეროს მეორე ბოლოზე 45 გრადუსიანი კუთხით ჩამოაჭერით პატარა ნაწილი.


image


II. აიღეთ კარტოფილი და ბურღის გამოყენებით იმხელა ნახვრეტი გააკეთეთ, რომ ვარდის ფეხი ჩაეტიოს, ხოლი სიღრმე ისეთი უნდა ჰქონდეს, რომ ყლორტისთვის საყრდენი იყოს და არ გადაიხაროს.



image


III. ქოთანში ჩაყარეთ მიწა 5 სმ. სისქეზე > მოათავსეთ კარტოფილი ქოთნის ცენტრში > ქოთანი შეავსეთ მიწით.


image


IV. პლასტიკატის ბოთლს მოაჭერით ქვედა ნაწილი > ზედა ნაწილი ვარდს დაახურეთ > წყალი ბოთლის ირგვლივ დაუსხით. ამ შემთხვევაში, მას ფეხი არ დაუსველდება და ლპობისგან დაცული იქნება.


image


V. პირველი ყლორტები რომ გამოუვა და წამოეზრდება, ბოთლი მოხსენით.


image


ამ ხერხის გამოყენება ნებისმიერი სახეობის ვარდის გასახარებლად შეიძლება.


სახლის პირობებში, ყველაზე მარტივად მოსამზადებელი და ხელმისაწვდომი, ფესვის ზრდის სტიმულატორი, თაფლიანი წყალია: 1. ჩ. კ. თაფლი გახსენით 1, 5 ლ. თბილ წყალში და ნატურალური სტიმულატორი მზად იქნება.

თაფლიანი წყალი რომ გაგრილდება, მცენარის კალმები მასში მოათავსეთ 10-12 სთ-ით. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ კალმები მხოლოდ 1/3-ზე უნდა იყოს წყლით დაფარული. 12 საათის გასვლის შემდეგ, თაფლიანი წყლიდან ამოიღეთ და სუფთა წყალში გადაიტანეთ.

ახლა კი, იმის შესახებ, თუ რა სარგებლობა მოაქვს თაფლიან წყალს მცენარის კალმისთვის:

საკვები ნივთიერების მთელი კომპლექსით მდიდარი ფუტკრის პროდუქტი აძლიერებს მცენარის იმუნურ სისტემას და ახდენს მასზე ანტიმიკრობულ და ანტისეპტიკურ გავლენას. გარდა ამისა, თაფლიანი წყალი, დაფესვიანების სტრესულ პერიოდში მყოფ მცენარეს, ძალიან სასარგებლო მინერალებით ამარაგებს.


P.S. თაფლიანი წყლის გარდა, ფესვების ზრდის, ეკოლოგიურად სუფთა, სტიმულატორის მოსამზადებლად, სხვა მარტივი რეცეპტებიც არსებობს:


რეცეპტი № 1


1 სუფრის კოვზი ალოეს წვენი გახსენით 250 მლ. თბილ წყალში > გადაასხით ხნარი მინის ქილაში და ჰერმეტულად დაახურეთ (მოხუფეთ) > დადგით ქილა ბნელ და გრილ ადგილზე 1 კვირა > ვადის გასვლის შემდეგ, ხსნარს დაამატეთ იმდენი გადადუღებული (გრილი) წყალი, რომ 5 ლ. გამოვიდეს.

მოათავსეთ მასში მცენარის კალამი ან ბოლქვი, ნიადაგში დარგვის წინ. კალამი 6 სთ-ით, ხოლო ბოლქვი - 12 სთ-ით. უშუალოდ დარგვის წინ, გადაავლეთ თბილი წყალი. გაგრძელება >>>

imageimageimageimageimageimageimage








0
2233
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0