x
image
_K_
Mediator image
როგორ გავიზარდოთ თმა სწრაფად და ხარისხიანად - 10 ხერხი
imageყველაზე გრძელი თმა მსოფლიოში 5 627 მეტრია! თმის გასაზრდელად დიდი ძალისხმევაა საჭირო, მაშინაც კი, თუ მეტრობით თმის ქონას არ აპირებთ. ისინი, ვინც თმის გაჯანსაღებასა და გაზრდას ცდილობენ, ამას გაიგებენ და დაგვეთანხმებიან.


სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე ხერხს, რასაც მარტივად გააკეთებთ სახლის პირობებში, სპეციალური იარაღების გარეშე და დაგეხმარებათ ხარისხიანი თმის გაზრდაში.








1. გამოიყენეთ ვიტამინი B-12.

თუ თმის გაზრდა გიჭირთ, შესაძლოა B-12 ვიტამინის ნაკლებობა გქონდეთ. ის თმის სიჯანსაღისა და ზრდისთვის აუცილებელია, მისმა ნაკლებობამ კი შეიძლება თმა გამოგიშროთ, დაგითხელოთ და გაგიფუჭოთ. ეს ვიტამინი თავის კანსაც სჭირდება, თორემ შეიძლება ქავილმა და ქერტლმა შეგაწუხოთ. ასე რომ, კარგი იქნება, თუ ორგანიზმში B-12-ის დონეს დაარეგულირებთ.

image








2. დაიმასაჟეთ თავის კანი.


თავის კანის მასაჟი სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს, რაც, თავის მხრივ, თმის ზრდას წაახალისებს. შეგიძლიათ, თავი თითების მსუბუქი მოძრაობით დაიმასაჟოთ, თუნდაც ბანაობის დროს.

image








3. სწორად გაიშრეთ თმა.

კარგი იქნება, თუ პირსახოცით თმას ბოლოებიდან ძირებისკენ მიმართულებით არ შეიმშრალებთ, არამედ პირიქით. ამასთანავე, არავითარ შემთხვევაში არ დასრისოთ თმა პირსახოცით, თორემ მას უფრო მტვრევადს გახდით. აჯობებს, პირსახოცის მსუბუქი მოძრაობით მოიშოროთ სინესტე.

image








4. დაიძინეთ აბრეშუმის თეთრეულზე.

ბამბის ბალიშმა შეიძლება დატენიანებული თმა გაგიშროთ, ეს კი აბრეშუმის თეთრეულზე არ მოხდება. გარდა ამისა, აბრეშუმი ამცირებს ხახუნს თმასა და ბალიშს შორის და მაშასადამე, თმის დაზიანებასაც.

image








5. შეცვალეთ "ცხენის კუდი".

თუ ხშირად გიწევთ "ცხენის კუდის" შეკვრა, მაშინ მას ადგილი უნდა შეუცვალოთ. გაიკეთეთ დაბალი "ცხენის კუდი" და თმას რეზინით ძალიან არ მოუჭიროთ. ასე თმის ღერებს დააზიანებთ. აჯობებს, თმა პერიოდულად დაასვენოთ ხოლმე.

image








6. იზრუნეთ თავის კანზე.

როგორც სახის კანს, ასევე სკალპსაც სჭირდება მოვლა. აირჩიეთ თმის მოვლის საშუალებები თქვენი კანის ტიპის გათვალისწინებით.

image








7. იბანავეთ ცივი წყლით.

თავის დაბანის შემდეგ გადაივლეთ ცივი წყალი. ეს თმას აძლიერებს, აჯანსაღებს და ბზინვარებასაც უმატებს.

image








8. სცადეთ ზეითუნის ზეთი.

ზეითუნის ზეთი თმის კარგი მკვებავია. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და E ვიტამინით. ზეითუნის ზეთი სასარგებლოა თმის ზრდისთვის, სირბილისთვის და ბზინვარებისთვის. აიღეთ 1/4 ფინჯანი ზეითუნის ზეთი და თითების ნაზი მოძრაობით შეიზილეთ თმის ძირებიდან დაწყებული მთელ თმაზე. შემოიხვიეთ პირსახოცი ან დაიხურეთ ქუდი 15-30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ შამპუნით. შეგიძლიათ, ზეითუნის ზეთი შეურიოთ აბუსალათინის ზეთს.

image







9. დაიტენიანეთ თმა.

ჯანსაღი ზრდისთვის თმას დატენიანება სჭირდება. ამაში შესაძლოა კვერცხის გული დაგეხმაროთ, რომელიც ლეციტინს შეიცავს. აიღეთ 2 კვერცხის გული და შეურიეთ ლიმონის წვენი. მოურიეთ, სანამ ერთგვარი მასა არ გახდება. წაისვით თმაზე და დაიხურეთ ქუდი. გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ კი მასა გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

image








10. აკონტროლეთ, რას მიირთმევთ.

იმისთვის, რომ ჯანსაღი თმა გქონდეთ, პირველ რიგში შინაგან ჯანმრთელობაზე უნდა იფიქროთ. ამისთვის საჭიროა, სასარგებლო ელემენტები და მინერალები მიიღოთ. მიირთვით პროტეინებით (თევზი, ხორცი, ლობიო), ასევე A და C ვიტამინებით (სტაფილო, ციტრუსი, ხილი, გოგრა) მდიდარი საკვები და დარწმუნდით, რომ საკმარის წყალს სვამთ.

image


p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 5 ყველაზე გავრცელებული შიში ქალებში - როგორ გავუმკლავდეთ მათ

image


2. 10 უცნაური რამ, რაც ქალის სხეულში ხდება

image


3. რას ამბობს ზედმეტი თმა ქალის ჯანმრთელობაზე

image

0
323
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0