x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
გარემოს დაცვა პოლიტიკაში
image
გარემოს დაცვის საკითხი 21-ე საუკუნეში უფრო და უფრო აქტუალური ხდება წამყვანი ქვეყნებისათვის და მაშასადამე მთელი მსოფლიოსთვისაც. ეს განაპირობა იმან, რომ იგრძნობა გლობალური დათბობის შედეგები და გარკვეული რესურსების ნაკლებობა, რისმა შემცირებამაც შეიძლება წარმოუდგენელი ზიანი მიაყენოს მსოფლიო ეკონომიკას. ადამიანი ბუნებისგან 100%-ს ითხოვს ხოლო თვითონ 15%-საც კი არ აბრუნებს. უამრავი გამონაბოლქვის კერები როგორიცაა ქარხნები, მანქანები და ა.შ. ზიანს აყენებს იმ სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ. მსოფლიოს ლიდერ ქვეყნებში განადგურებული მომავლის შიშმა დაისადგურა და 20-ე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ამის შედეგია ის, რომ ქვეყნები ცდილობენ მივიდნენ კონსესუსამდე გარემოსთან დაკავშირებულ უამრავ საკითხზე, შეამცირონ გამონაბოლქვი და ახალი გზები აღმოაჩინონ წარმოებისა, რომელიც არ დააზიანებს გარემოს. Fფორმდება უამრავი ხელშეკრულებები რომლებიც ავალდებულებს ქვეყნებს კონკრეტული კრიტერიუმების დაცვას რომლის შედეგადაც უნდა შემცირდეს გარემოს დამაზიანებელი ნივთიერების გამომყოფი საწარმოები . მაგ.: კიოტოს პროტოკოლი, კოპენჰაგენის სამიტი, მეხიკოს სამიტი და სხვა, რომლებსაც ცოტა მოგვიანებით დაწვრილებით განვიხილავ. თუმცა ესეთი აქტიურობა გარემოს დაცვაში ხშირ შემთხვევაში პატიოსანი მიზნებითYარ არის განპირობებული. ქვეყნებისათვის ხშირად დაცვა კი არ არის პრიორიტეტული არამედ ამ საკითხის როგორც პოლიტიკური ბერკეტის გამოყენება. Mმაგ.: ამერიკამ 20 საუკუნის მეორე ნახევარში გააფორმა იაპონიასთან მსგავსი ხელშეკრულება საწარმოების 10%-ით შემცირის პირობით. მომდევნო წლებში გამოვლინდა, რომ ამის შედეგად იაპონიას გარკვეული პროდუქტების დეფიციტი შეექმნა და ამერიკამ მოახდინა ამ პროდუქტების იმპორტი იაპონიაში რითაც დიდი მოგება ნახეს ამერიკულმა სასურსათო ფირმებმა. ამ ნაშრომში აგრეთვე შევეხები საქართველოს როლს ამ საკითხთან დაკავშირებით გლობალურ ასპარეზზე და მის შიდა პრობლემებს ეკოლოგიაში.

პირველ რიგში მინდა განვიხილო ეს საკითხი გლობალურ დონეზე . როგორც უკვე ავღნიშნე ტარდება სამიტები გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად და პირველად განვიხილოთ კოპენჰაგენის სამიტი.

2010 წლის 24-25 მარტს ქ. კოპენჰაგენში (დანია) EUROSAI WGEA-ს (Working Group on Environmental Audit) ეგიდით გაიმართა სემინარი თემაზე: „კლიმატის ცვლილების აუდიტი“, რომელიც ორგანიზებული იყო ნორვეგიის აუდიტორული ოფისის მიერ და მასში მონაწილეობას იღებდნენ წარმომადგენლები ევროპის 20-ზე

მეტი ქვეყნიდან . გაერო-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც კლიმატის ცვლილებას ეხება, სახელმწიფოთა ოფიციალური წარმომადგენლები და ეკოლოგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები მონაწილეობdnენ. - სულ, დაახლოებით, 15 ათასი ადამიანი . გეგმის მიხედვით, დანიის სტუმრებმა გარემოში გამონაბოლქვის გამოყოფის შემცირების შესახებ ახალი შეთანხმება უნდა შეემუშავებინათ, რომელიც კიოტოს პროტოკოლს ჩაანაცვლეbda. გაერო-ს უწყებათაშორისი კომისიის თანახმად, თუ სამიტის მონაწილეები ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ვერ შეძლებენ, დედამიწას უახლოეს პერიოდში კატასტროფა ელის. მეცნიერული კვლევების თანახმად, გლობალური დათბობის ასეთი ტემპები სწორედ ადამიანის საყოფაცხოვრებო საქმიანობით არის გამოწვეული . აქვე საინტერესო იქნება ითქვას რომ კოპენჰაგენის სამიტს წინ სკანდალი უძღოდა, რომელსაც "კლიმატური უოტერგეიტი" უწოდეს . ჰაკერებმა ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის საიტი გატეხეს და გამოაქვეყნეს ათასობით წერილი, რომლებშიც ნათქვამია, რომ გლობალური დათბობა მხოლოდ მითია. თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილი ამ ინფორმაციას ოფიციალურად უარყოფს და არგუმენტად იმ ფაქტს იშველიებს, რომ 2009 წელი ბოლო 160 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი მეხუთე წელია . კოპენჰაგენის სამიტი, რომელიც კლიმატზე ხელოვნუr გზებით მიყენებული ზიანის შემცირებას ეძღვნება, გარემოს დაბინძურების მიზეზი თავად გახდა. დასავლური პრესა აქვეყნებს პარადოქსულ მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, გაერთიანებული ერების კონფერენცია ბუნებაში 40.500 ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფის მიზეზი გახდა.ყველაზე მოკრძალებული გამოთვლების მიხედვით, სამიტისთვის 8 მილიონი ფურცელი დაიბეჭდა, გასტრონომიულ მოთხოვნებს 15 ტონა კარტოფილი მოხმარდა, გადაიჭიმა 1200 კილომეტრის სიგრძის ელექტროსადენები და დაფიქსირდა ერთდროულად განხორციელებული 80 ათასი სატელეფონო ზარი და ეს მაშინ, როდესაც კოპენჰაგენი მზად არის, დადებითი მაგალითი პირველმა თავად აჩვენოს: 2025 წლისთვის ქალაქი გამონაბოლქვისგან სრულად გათავისუფლებას გეგმავს. უკვე დღეს მისი თითქმის ყოველი მეათე მცხოვრები სამსახურში ველოსიპედით მიდის. კომბინირებული ელექტროსადგურები, რომლებიც ბიო-მასებსა და ნარჩენებზე მუშაობს, სახლებს ეკო-ენერგიით ამარაგებს . კონფერენციის გახსნის დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ამერიკამ დაიწყოს გამონაბოლქვის შემცირება იმის მიუხედავად, მოიწონებს თუ არა ამ იდეას კონგრესი. ამის საშუალებას ქვეყნის ხელისუფლებას მისცემს ის ფაქტი, რომ გამონაბოლქვი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანად მათ უკვე ოფიციალურად აღიარეს. ამერიკის მიერ გადადგმულ ნაბიჯს გაერო-სა და ევროკავშირში დადებითი შეფასება მისცეს . ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებით, ასეთი ნაბიჯი იმის მაგალითია, თუ როგორ სერიოზულად მიუდგა ბარაკ ობამა კლიმატური ცვლილებების პრობლემას. მეორე მხრივ, როგორც გაერო-ს სამეცნიერო ქსელის წარმომადგენელი რაჯენდრა პაჩაური აცხადებს, ამ გზით ობამას ადმინისტრაცია იმის დემონსტრირებას ცდილობს, "თუ როგორი შესაძლებლობები გააჩნია თუნდაც მიუღებელი კანონის პირობებშიც."არსებობს შეხედულება, რომ გამონაბოლქვის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება, რომელსაც უკვე დიდი ხანია ელოდნენ, ამერიკამ სწორედ კოპენჰაგენის სამიტის წინ შეგნებულად გამოაქვეყნა, რათა ამით კლიმატზე ზემოქმედების მიმართ თავისი პოზიცია კიდევ უფრო გაემყარებინა. აღსანიშნავია ისიც რომ კოპენჰაგენის სამიტს ჩაშლა დაემუქრა. დაგეგმილი შედეგის მიღწევა და ამდენი ქვეყნის ინტერესების გლობალურ ინტერესებთან შეთანხმება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მთავარი პრობლემა, ცხადია, დაფინანსებასა და პასუხისმგებლობის განაწილებას ეხება . განვითარებული ქვეყნების წინააღმდეგ გაილაშქრეს, ძირითადად, აფრიკის ქვეყნებმა და ჩინეთმა. ეს ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები მათ წინააღმდეგ "შეთქმულებას" აწყობენ. დღეს ამ სფეროს აწესრიგებს 1997 წელს ხელმოწერილი კიოტოს პროტოკოლი, რომელსაც მოქმედების ვადა 2012 წელს ეწურება. განვითარებად ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ ძალაში უნდა დარჩეს კიოტოს პროტოკოლით გათვალისწინებული ვალდებულებები განვითარებული ქვეყნებისთვის (ეს ვალდებულებები, აშშ-ს გარდა, ყველა ძლიერ სახელმწიფოს ეკისრება) და მას ახალი ხელშეკრულებით სხვა სახელმწიფოებიც უნდა შეუერთდნენ. განვითარებული ქვეყნები კი მართებულად მიიჩნევენ საერთოდ ახალი ხელშეკრულების შემუშავებას. ჩინეთის წარმომადგენელმა მიანიშნა, რომ არც ერთ დოლარს არ აიღებს მდიდარი ქვეყნების მიერ შექმნილი საერთაშორისო ფონდიდან და თვითონ დააფინანსებს საკუთარ ქვეყანაში მავნე გამონაბოლქვის შესამცირებელ ღონისძიებებს. არადა ჩინეთი ამ გამონაბოლქვით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. შეერთებულ შტატებს ჩინეთისგან სწორედ ამის გაგონება სურდა. აშშ-ს წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა განაცხადა, რომ ზოგი საკითხი ალბათ გარკვეული ხნის განმავლობაში გადაუწყვეტელი დარჩება და მის შეთანხმებას დრო დასჭირდება, მაგრამ ამერიკა და მისი პრეზიდენტი განწყობილნი არიან შეთანხმების მისაღწევად, რაც ქვეყნებს ნორმალურ და შესრულებად ვალდებულებებს დააკისრებს. თუმცა აღსანიშნავია რომ ჩინეთი არაადეკვატურად მოიქცა სამიტის დატოვებით პროტესტის ნიშნად, რითაც გააჭიანურა გადაწყვეტილებების მიღება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა კი განაცხადა, რომ დრო არ ითმენს. მისი სიტყვებით, "თუ ყველაფერი ძველებურად დარჩება და სახელმწიფოს მეთაურებს ბოლო მომენტში მოუწევთ [პოლიტიკური] გადაწყვეტილების მიღება, შეიძლება მივიღოთ სუსტი ხელშეკრულება ან საერთოდ შეთანხმების გარეშე დავრჩეთ, ეს კი ფიასკო იქნება და მას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს". პრესა კოპენჰაგენის სამიტს აფასებს როგორც დიდ ჩავარდნას და სრულ ფიასკოს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი შეეცადა ასე თუ ისე საერთო ენის გამონახვას და გაფორმდა ცალკეული ხელშეკრულებები გამონაბოლქვის შემცირებასთან დაკავშირებით. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ კოპენჰაგენში გამართული გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტის შედეგები საზოგადოებას გააცნო. პრეს-კონფერენციაზე მინისტრმა დანიაში საქართველოს დელეგაციის 10 დღიანი მუშაობა შეაჯამა.

„დიდი შედეგიანობით კოპენჰაგენის სამიტი ვერ გამოირჩეოდა. მსოფლიო თვალსაზრისით ძირითადი შედეგი ამ სამიტის არის ის, რომ მოწინავე ქვეყნებმა აშშ-მ, ჩინეთმა, ინდოეთმა და ბრაზილიამ სათბური გაზების შემცირებასთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯები გადადგეს. მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება და განისაზღვრა შუალედური ვადები მომავალ შეხვედრამდე. საბოლოო შეთანხმება მექსიკის სამიტზე იქნება მიღებული. რა დაფინანსებას მიიღებს ჩვენი ქვეყანა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, ეს დამოკიდებულია ჩვენ აქტიურობაზე და იმაზე, რა პროექტები იქნება მომზადებული ჩვენი მხრიდან.“


EEA-ს (European Environmental Agency) მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, გლობალური კლიმატი შესამჩნევად შეიცვალა ბოლო 150 წლის მანძილზე (მატება 1°C), რაც შესაძლებელია, გამოწვეული იყოს ატმოსფეროში CO2-სა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოყოფით ადამიანთა საქმიანობის შედეგად . ამ პრობლემასთან დაკავშირებით მსოფლიოში შეიქმნა ისეთი მექანიზმები, რომლებიც აღნიშნულ სფეროს დაარეგულირებდა. შედეგად, დაიდო UFCCC-ის (United Nations Framework Convention of Climate Change) კონვენცია და მასთან დაკავშირებული კიოტოს პროტოკოლი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს ავალდებულებს ეტაპობრივად საერთო გამონაბოლქვის შემცირებას, 1990 წლის მონაცემებთან შედარებით, რადგან ის საბაზისო წლადაა მიჩნეული. ყოველ ქვეყანას გამოეყოფა გარემოს დაბინძურების კვოტები (AAUs-assigned amount units: 1 ერთეული წარმოადგენს 1 ტონა CO2 -ს ან მის ექვივალენტს ), რომელთა დაცვაც სავალდებულოა კიოტოს პროტოკოლით გათვალისწინებული ქვეყნებისათვის. ამას გარდა, არსებობს რამდენიმე მექანიზმი (ე.წ. „მოქნილი მექანიზმები“), რომელთა დახმარებითაც სახელმწიფოებს საშუალება ეძლევათ შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები. ესენია:

- გარემოს დაბინძურების ნებართვებით ვაჭრობა საშუალებას აძლევს ქვეყნებს, მიჰყიდონ გამოუყენებელი უფლებები სხვა სახელმწიფოებს, რომელთაც გადააჭარბეს მათთვის დადგენილ ლიმიტს. - CDM (Clean Development Mechanism) - „სუფთა განვითარების მექანიზმი“ საშუალებას აძლევს კიოტოს პროტოკოლით გათვალისწინებულ ქვეყანას განახორციელოს გარემოს დაბინძურების შემცირების პროექტი განვითარებად ქვეყნებში, ხოლო დადასტურებული შემცირება შეიძლება ჩაეთვალოს განმახორციელებელ ქვეყანას.

-Joint implementation - „ერთობლივი განხორციელების მექანიზმი“ ერთი კიოტოს პროტოკოლის მონაწილე ქვეყნის მიერ მეორის ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტია, რომლითაც იგი იღებს ჩათვლას საკუთარ კვოტასთან დაკავშირებით ფაქტობრივად განხორციელებული შემცირების თანაზომიერად. „მოქნილი მექანიზმები“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რათა მიღწეულ იქნას სახელმწიფოებისათვის კიოტოს პროტოკოლით განსაზღვრული გამონაბოლქვების შემცირებები იმის მიუხედავად, აღნიშნული პროტოკოლის მიხედვით, ქვეყნებმა ეს მექანიზმები მხოლოდ შემცირების შიდა ღონისძიებების მიმართ დამხმარე საშუალებად უნდა გამოიყენონ თუ არა. მაგალითად, ქვეყანას, რომელიც ვერ ასრულებს გამონაბოლქვის შემცირების ვალდებულებებს, შეუძლია შეიძინოს საჭირო რაოდენობის ლიცენზია იმ ქვეყნებიდან, რომელთაც გარკვეული გამოუყენებელი უფლებები აქვთ (ETS-emission trading scheme). ამ გზით საერთო გამონაბოლქვის დადგენილი ლიმიტი დაცული იქნება.

გარემოს დაცვის გლობალურად განხილვის შემდეგ მინდა განვიხილო საქართველოში არსებული პრობლემები და ამ ხელშეკრულებებისა თუ სამიტების მნიშვნელობა საქართველოსთვის. კოპენჰაგენის სამიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დანიის დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ქვეყნის ხედვისა და არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ სპეციალური მოხსენება 17 დეკემბერს გააკეთა. კოპენჰაგენში სამიტი 7 დეკემბერს გაიხსნა. სამიტზე განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის შეთანხმების მიღწევა არ მოხერხდა. განვითარებული ქვეყნების ნაწილს არ სურდა ემისიების გამოყოფის შემცირებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვის დაწესებაზე პასუხისმგებლობის აღება. გლობალური დათბობის პრობლემასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, 2010-2012 წლის განმავლობაში განვითარებადი ქვეყნების სასარგებლოდ 10 მილიარდი ევრო გამოყოს და 2020 წლისთვის ეს თანხა 40 მილიარდამდე გაზარდოს. იაპონია კი 15 მილიარდ დოლარს გამოყოფდა. საქართველო გარდამავალ ქვეყნებს მიეკუთვნება და გარკვეული თანხა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად საქართველოსთვისაც გამოიყოფა. გლობალური დათბობა მხოლოდ ატლანტის ოკეანეში არ იწვევს ყინულის საფარის დნობას, რის შედეგადაც გოლფსტრიმის თბილი დინების ტემპერატურა თანდათან ნულოვან ნიშნულს უახლოვდება. საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერი, გიორგი გაჩეჩილაძე ჩატარებული გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გლობალურმა დათბობამ შავი ზღვის სანაპიროზეც გამოწვია თბილი პერიოდის შემცირება, რაც მომავალში პირდაპირ აისახება როგორც ტურისტების რაოდენობაზე, ასევე ციტრუსების მოსავლიანობაზე ამ რეგიონში. საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა კი დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება გლობალური დათბობის საფრთხეს და მის შედეგებს, რისთვისაც ლიდერი ქვეყნების მიერ გამოყოფილი დაფინანსება ძალზედ მნიშვნელოვანია. საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის რომ ჩვენ არ გაგვაჩნია გადამამუშავებელი ქარხნები ანუ სპეციალური ტექნიკა, რომლის საშუალებითაც გადამუშავებული იქნება ნაგავი და გარემოს დაცვასთან ერთად მოგების ნახვაც იქნება შესაძლებელი. საქართველო შედის განვითარებადი ქვეყნების სიაში, ხოლო განვითარებად ქვეყნებს კი არ გააჩნიათ სახსრები იმ საჭირო ტექნოლოგიების შესასყიდად, რომელთაც ფაბრიკა-ქარხნებზე დაამონტაჟებდნენ. ისინი განვითარებული ქვეყნებისგან დახმარებას ითხოვენ, მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიების უფასოდ გადაცემას. ამ თხოვნაზე განვითარებადმა ქვეყნებმა უარი უთხრეს .

კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგიის საკითხებს ერთ ერთ ყველაზე უყურადღებოდ, მიტოვებულად არის მიჩნეული.

დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაცვა პრიორიტეტულ სფეროდ არ ითვლება. უფრო მეტიც ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების აზრით, ზემოთ აღნიშნული ნეგატიური ტენდენციის ფონზე, ასევე ნელ ნელა ეცლება ფუნქციები გარემოს დაცვის სამინისტროსაც. რისი შედეგადაც ის საგრძნობლად სუსტდება, როგორც სახელმწიფო სტრუქტურა.

ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით ორგანიზაბული 4 ნოემბრის ბათუმის საჯარო დისკუსია შეეცადა გაერკვია თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ აჭარის რეგიონში. კერძოდ ქალაქ ბათუმში, ქალაქში სადაც ტურიზმის განვითრების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული თუ მიმდინარე სამშენებლო პროექტების შედეგად გატავირთული ზღვის სანაპირო ზოლი თუ შავი ზღვის წყლის სისუფთავე წარმოადგენენ ექსპერტების აზრით ეკოლოგიური პრობლემების იმ მცირე ჩამონათვალს, რომლის დაძლევაც ჩვენ ახლო მომამვალში აუცილებლად მოუწევს. ბათუმის ზღვის სანაპირო - საპორტო აკვატორიით, ძველი და ახალი ბულვარით - დატვირთული სასტუმროებით და პარკებით, წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ განსაკუთრებულ და უმნიშვნელოვანეს ნაწილს. დღეისათვის, სახელმწიფოსა თუ სხვადასხვა კერძო ინვესტორების მხრიდან ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნით ერთის მხრივ ხელი ეწყობა ბათუმში ტურისტების ნაკადის ზრდას, თუმცა მეორეს მხრივ ბათუმის ზღვის სანაპირო ზონის მიმდებარე ტერიტორიების მაქსიმალურად ათვისება (სასტუმროები და სხვადასხვა სახის გასართობი პარკები) საგრძნობლად ამძიმებს ბათუმის ზღვისპირა ზოლის ეკოლოგიურ მდგომარეობას.

სწორედ სანაპირო ზოლის მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა თავის გამოსვლაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა საშა ხორავამ. თავის მოხსენებაში მან ხაზი გაუსვა ზღვის სანაპირო ზონაში კაპიტალური ნაგებობების მაისური მშენებლობების დაუშვებლობას და ყურადღება გაამახვილა ბათუმის ზღვისპირა სანაპირო ზოლის მდგრადობის შენარჩუნებისათვის მნიშვნელობაზე. მისი აზრით: “...სხვადასხვა სახის გასართობი და სავაჭრო ობიექტები უნდა მდებარეობდნენ ზღვის სანაპირო ზონის მიღმა, პლაჟზე შეიძლება მხოლოდ სეზონური ასაწყობ დასაშლელი მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობების შექმნა. დღეს არამარტო ბათუმის ბულვარის გასწვრივ, არამედ სარფიდან ანაკლიამდე, ზღვის სანაპირო ზონაში, პლაჟზე გაჩნდა კაპიტალური ნაგებობები, რაც ყოვლად დაუშვებელია. ძლიერი ღელვისას მსგავსი ნაგებობები ინგრევა და იქმნება ეკოლოგიურად დაბინძურებული პლაჟი“.

ბათუმის შავი ზღვის წყლიანი გარემოს ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით გაჭუჭყიანების შემაშფოთებელ რეალობაზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის სრულმა პროფესორმა, ფiზიკის დეპარტამენტის ხლემძღვანელმა ნუგზარ ღომიძემ. მისი აზრით შავი ზღვის წყლის დაბინძურებამ უკვე კატასტროფული მასშტაბები მიიღო. რაც ახლო მომავალში ეკოლოგიუირ წონასწორობისimage
დარღვევას გამოიწვევს და რაც შემაშფოთებელია ბათუმის შავი ზღვის ბიოსფეროს მომავლისათვის. გამოსავალი ახალი ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვა არის, რაც მიმართული იქნება შავი ზღვის დაბინძურების შემცირებისაკენ. პროფესორ ღომიძის აზრით, ამ მხრივ სწორედ სახელმწიფოს აქტივობაა მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს პირველ რიგში დაინტერესებული ახალი ტექნოლოგიების შემუშავებითა და დანერგვით რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელების აზრით მნიშვნელოვანია რეგიონის ახალგაზრდებში ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება, რაც უპირობოდ გამოიწვევს საზოგადოების გააქტიურებას და რაც ახლო მომავალში აიძულებს სახელმწიფოს გაითვალისწინოს რეგიონის წინაშე მდგარი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების აუცილებლობა.

0
950
3-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
950
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0