x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
გორგიაშვილი: " ჩემს თავში ძალას აუცილებლად გამოვნახავ"
imageსულ მალე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა, სადაც მოლდოვის ყველაზე ტიტულოვანი და ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქე, ტირასპოლის "შერიფი" ერგო. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ჩვენ საბურთალოელთა ნახევარმცველ თორნიკე გორგიაშვილს დავუკავშირდით.

საქართველოს ჩემპიონატში პაუზაა. რსს იტყვით "საბურთალოს" სატურნირო მდგომარეობაზე?

ცხრილიდან გამომდინარე ლიდერებში ვართ, თუმცა შეგვეძლო პირველ ადგილზეც ვყოფილოყავით. მაგრამ ჯერ მთელი სეზონი წინაა და ვეცდებით ტიტული შევინარჩუნოთ.

გუნდმა ბოლო თამაშები აშკარად ჩააგდო. რისი ბრალი იყო ეს ყოველივე და გამოიტანეთ თუ არა რეალური დასკვნები?


ბოლო თამაშებში მართლაც დაუგეგმავი ქულები დავკარგეთ. ამას ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს. ჩემი აზრით, ამ ჩავარდნას რამდენიმე ფაქტორი ახლდა თან. თუმცა ეს უკვე დავიწყებულია და ჩვენ ამ დანაკარგის აღმოსაფხვრელად მუშაობას ვაგრძელებთ.

როგორ შეაფასებდით თქვენს სათამაშო ფორმას?

იდეალურ ფორმაში ნამდვილად არ ვიმყოფები, თუმცა ჩემს თავს აუცილებლად გამოვნახავ ძალასა და ენერგიას რომ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

რას იტყვით გუნდის ახალწვეულებზე?

ბიჭები გუნდს კარგად მოერგნენ და ადაპტაციის პერიოდიც კარგად მიდის. ვფიქრობ, ეს ფეხბურთელები გუნდს დიდ სამსახურა გაუწევენ.

როგორ მიდის "შერიფთან" მატჩისთვის მზადების პროცესი?

"შერიფთან" მზადების პროცესი საკმაოდ კარგ ვითარებაში მიმდინარეობა. გუნდში კარგი და საბრძოლო განწყობაა, "შერიფთან" შეხვედრებისთვის ძალზედ ყურადღებით ვემზადებით.

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0