x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"ბოლოს პირველი არხის ეზოში ვნახე.  ძალიან გაბრაზებული, უფრო სწორედ ნაწყენი იყო!!"

image
მსახიობი ვახო კანდელაკი სოციალურ ქსელში გიორგი გოგიჩაიშვილის, გოგიჩას შესახებ და წერს და მასთან ბოლო შეხვედრას იხსენებს.


როგორც კანდელაკი წერს, გოგიჩა ძალიან ნაწყენი იყო, რადგან გადაცემა ისე დაუხურეს რომ არც კი გააფრთხილეს.


"ბოლოს პირველი არის ეზოში ვნახე.
ძალიან გაბრაზებული, უფრო სწორედ ნაწყენი იყო!!
-ბიჭო გადაცემა დამიხურეს ისე, რომ ეს ყველაფერი ჩაწერაზე გავიგეო.
-გოგიჩ, მეც იგივე სიტუაციაში ვარ, ეხლა გავიგეთქო.
თავში გამიელვა აზრმა და ეგრევე გავუზიარე -მოდი ვუჩივლოთ მაგ არაკაცებსთქო,
- მოდიო!!! მაგას არ შევარჩენო.

ორი საათის მერე დამირეკა და მეუბნება -ვახსტანგი( ასე მეძახდა გოგიჩა) ბიჭო, რაღაც მაგრად მერიდება სასამართლიში გასაჩივრება, რას იტყვის ხალხიო!!!

ახლა ხალხი გამოჭენდება ჩემო ძმობილო ამ სივ
ცეში და დაიწყებს მიწერ მოწერას თუ რამაგარი ადამიანი იყავი და რა ნიჭიერი!!!

ისინიც დაწერენ უეჭველი თავი რომ გაიმართლონ შენ რომ გული გატკინეს.

ჩემო უფროსო და უკეთილესო მეგობარო
შევხვდებით ერთმანეთს და მერე გავარკვიოთ ყველაფერი
მიყვარხარ და მომენატრები!!!"



ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი 4 ივლისს გარდაიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში მსახიობი და ტელეწამყვანი მძიმე სენით - სიმსივნით - იყო დაავადებული, რის გამოც ქიმიოთერაპიის კურსი რამდენჯერმე ჩაიტარა.

გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის იყო.


0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0