x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ბერანები - იბერო-კავკასიური ტომი

ბერანები - იბერო-კავკასიური ტომი


კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მოვიდნენ პალესტინის და სირია-ლევანტის ტერიტორიებიდან 45 ათასი წლის წინ და დაასახლეს მთელი სამხრეთ კავკასია და 25 ათასი წლის წინ მოედნენ მთელ მცირე აზიას და ამგვარად "კავკასიელი მონადირე-შემგროვებლებისგან" ჩამოყალიბდნენ ე.წ. "მცირე აზიელი მონადირე-შემგროვებლები". ეს ორივე ჯგუფი ერთმანეთში ხშირად ირეოდა და კვლავ განაგრძობდა კონტაქტებს, რეალურად ისინი ერთი მოდგმის პოპულაცია იყო და განსხვავებული სახელები მხოლოდ იმიტომ ჰქვიათ, რომ დღეს კავკასია და მცირე აზია სხვადასხვა რეგიონებადაა მიჩნეული. სწორედ ამ მონადირე-შემგროვებლებისგან ჩამოყალიბდნენ შემდგომში დიდი იბერო-კავკასიური მოდგმა და მათგან კი უამრავი მცირე აზიური და კავკასიური ტომი. ისინი დაიყვნენ შემდგომ იბერო-კოლხებად ანუ ქართველურ ტომებად, ჩერქეზულ და ვაინახურ ტომებად. ერთ-ერთი, სავარაუდოდ იბერიული (აღმოსავლეთ ქართველური) ტომი იყო ბერანები, რომლებიც განსახლებულნი იყვნენ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ზუსტად დადგენილი არ არის რომელ მიდამოებში. აღნიშნული ხალხი მოხსენიებული ჰყავს ახ.წ. III საუკუნეში მოღვაწე წმინდანად შერაცხულ იპოლიტე რომაელს (ახ.წ. 170-235 წწ.). ის წერს თავისი სიცოცხლის პერიოდში თუ რომელი ტომები იყვნენ განსახლებულნი სამხრეთ კავკასიასა და მახლობელ მცირე აზიაში: "კაპადუკიელთა გადაღმა, მარჯვენა მხარეებში ცხოვრობენ არმენიელები, იბერიელები და ბერანები, ხოლო მარცხენა მხარეებში - სკვითები, კოლხები და ბოსფორელები. სანები, ეგრედ წოდებული სანიგები, რომლებიც გადაჭიმულნი არიან ვიდრე პონტომდე, იმ ადგილამდე, სადაც არის პარემბოლე აფსაროსი (და სებასტოპოლისი), ჰისოს ნავსადგური და მდინარე ფაზისი. ვიდრე ტრაპიზუნტამდე გადაჭიმულნი არიან ეს ტომები."

როგორც ჩანს ამ ჩამონათვალში ავტორი იწყებს ტომების ჩამოთვლას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (კაპადოკიიდან) და მიდის დასავლეთისკენ არმენიისკენ, შემდგომ ადის ჩრდილოეთით იბერიაში (აღმ. საქართველოში) და შემდგომ ისევ რჩება ლიხის ქედის აღმოსავლეთით (მარჯვნივ), როდესაც ასახელებს ბერანებს, როგორც იბერებისგან განსხვავებულ, ცალკეულ ტომს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის როგორც თავად უწოდებს "მარცხენა მხარეებში" ანუ ლიხის ქედის დასავლეთით და აღწერს კოლხურ მოსახლოებას. ვინ შეიძლება იყვნენ ბერანები? ეს საკითხი შემდგომ კვლევას მოითხოვს, მაგრამ სახელი და განსახლების არეალი მიგვანიშნებს, რომ ეს ხალხი ენათესავებოდა იბერებს. ასევე შესაძლოა ბერანებად იხსენიებოდნენ ალბანელები, რომლებიც თავადაც იბერო-კავკასიელები იყვნენ და რომელთა სახელმწიფომაც - ალბანეთის სამეფომ იარსება იბერიისა და არმენიის გვერდით, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან ახ.წ. მე-8 საუკუნემდე და ამ ჩამონათვალში რატომღაც არ იხსენიებიან ალბანელების სახელით, აქ ორი ვარიანტია - ან ალბანელები გამოტოვებული ჰყავს ჩამონათვალში იპოლიტე რომაელს და მაშინ ეს ერთ-ერთი იბერიის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველური ტომია, ან ბერანებად თავად ალბანელები არიან მოხსენებულნი.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
66
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0