x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"Pidakala Samaram"-დღესასწაული ინდოეთში, სადაც გამხმარი საქონლის ფუნის გუნდას ესვრის ერთმანეთს 2 ნაწილად გაყოფილი სოფელი

image თითოეულ ერს თუ ხალხს თავისი ტრადიციები აქვს, რომელსაც საუკუნეების მანძილზე იცავენ.
ასეთია ესპანეთში კორიდაზე გამოყვანილ ხართან მატადორის ჭიდილი, ასეთია იტალიაში "პომიდვრების ომი", თუნდაც ჩვენი ყეენობა ან ჭიაკოკონა რად ღირს.
თუმცა საუბარი ახლა ამაზე არ მექნება, არამედ სტატია ეძღვნება ინდოელების ერთ ძალიან ძველ, მაგრამ ძალზე უცნაურ და ძალზე პიკანტურ ტრადიციაზე- სოფელის მოსახლეობა მთელი წლის მანძილზე აგროვებს საქონლის ფუნას, მას დისკოს თუ მომრგვალებულ ფორმას აძლევს და ინახავენ დღსასწაულამდე, რომელსაც "Pidakala Samaram"" ეწოდება, ღონისძიება მუდამ ერთ სოფელში ტარდება, რომელსაც "Kairuppala" ჰქვია. ტრადიციულ ღონისძიებაში ასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას, სოფელი იყოდა ორ ნაწილად და იწყება "ბრძოლა", თუმცა მუშტის ან ფეხების გამოყენება სასტიკად აკრძალულია, მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს ფუნი გუნდებით უნდა "დაბომბონ".
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ღონისძიებას ტრავმების გარეშე არ ჩაუვლია, ხალხი სანახაობით კმაყოფილია. ფესტივალს, როგორც აღნიშნულ ღონისძიებას უწოდებენ ადგილობრივები პოზიტივი მოაქვს სოფლის მოსახლეობისათვის, რადგან ისინი თვლიან, რომ აღნიშნულ ფესტივალს ჯანმრთელობა და სიკეთე მოაქვს სოფლისათვის.
imageimageimageimage



0
133
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
133