x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ეს ადამიანი დაიბადა ღარიბ ოჯახში, მამამისი უბრალო ტაქსის მძღოლი იყო

image

ის დაიბადა ღარიბ ოჯახში, მამამისი უბრალო ტაქსის მძღოლი იყო. იზრდებოდა ყველაზე პატარა და სუსტი. სკოლა მისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, ყველა სცემდა და ჩაგრავდა ბიჭს. მას ფეხბურთის თამაში უყვარდა და ამიტომ დაიწყო ვარჯიში ფეხბურთის სექციაში, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს მისი სფერო არ იყო და ჩხუბებით დაინტერესდა, სტრესისგან თავის დასაღწევად. ახალგაზრდობაში ფინანსური პრობლემების გამო, მუშაობდა სანტექნიკოსად და ვარჯიშს მხოლოდ ღამე ახერხებდა. ერთ დილას, როდესაც მამამ გააღვიძა, რომ სამუშაოდ წასულიყო მან უარი განუცხადა თავის მამას.


უთხრა რომ აღარასოდეს ადგებოდა დილით, აღარ წავიდოდა სამუშაოდ სანტექნიკოსად და ჩხუბებში მონაწილეობას აპირებდა. სერიოზული კამათის შემდეგ ბიჭმა მამას ასეთი პასუხი გასცა: "შენ ბოდიშს მომიხდი, როცა 25 წლისთვის მილიონერი ვიქნები! " დარჩა მარტოხელა, მარტოსული და გატეხილი... მაშინ ის შეხვდა გოგოს რომლის სახელიც დი დევლინია. ყველანაირად ხელს უწყობდა როგორც კი შეეძლო: საჭმელს უმზადებდა, სარეცხს ურეცხავდა, სავარჯიშოდ ჩანთას უმზადებდა, მანქანით ატარებდა და ბიჭის სულელურ ბავშვირ ოცნებებს ისმენდა... როცა დადგა ბრძოლის დრო ის მოგების წყურვილით გავიდა... და წააგო ყველაზე ცუდი სცენარით.


მან საკუთარი თავის რწმენა დაკარგა. აღარ უნდოდა ვარჯიში და ბრძოლა, მაგრამ გოგოს ყოველთვის სჯეროდა მისი. უთხრა რომ მის თვალში ის ფასს დაკარგავდა და დაეცემოდა თუ თავისი სიტყვების საპირისპიროდ წავიდოდა. იმ მომენტში მთელი გულით სჯეროდა ბიჭის წარმატების და მამასთან დიალოგი გაახსენა. ამ სიტყვების შემდეგ ის 5 წელი უშედეგოდ შრომიბდა, მაგრამ ამ სირთულემ მაინც ვერ შეაჩერა. დიდი შრომის და მხარში მდგომი ადამიანის წყალობით მართლა მიაღწია თავისას. დაამარცხა უძლიერესი მებრძოლები და სპორტის ისტორიაში ჩაწერა თავისი სახელი. მისი სახელია კონორ მაკგრეგორი.

0
206
1-ს მოსწონს
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0