x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ფორსაჟი 9 ს საქართველოში გადაიღებენ
image

ფორსაჟი 9“ თბილისში „ფორსაჟი 9-ის“ 10 წუთიან მონაკვეთს თბილისში გადაიღებენ. „ბიზნესპრესნიუსს“ ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა. გადაღებები დედაქალაქში აგვისტოში იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისს ჰოლივუდიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა.


ამასთან, ჩამოჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის სპეცტრაილერი, რომელიც ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება.


რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 5 მლნ დოლარის დახარჯვა იგეგმება. ამასთან, გადაღებების ფარგლებში თბილისში რამდენიმე ცენტრალური ქუჩაც გადაიკეტება. მათ შორის, საუბარია, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ძველი თბილისის ნაწილზე. ცნობისთვის, „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის ტელეეკრანებზე გამოჩენა 2020 წელს არის დაგეგმილი.



ფილმის რეჟისორი ჯასტინ ლინი, მსახიობები კი: ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკას ბლეკი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი.

2
103
2-ს მოსწონს
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
103
  
2019, 14 ივლისი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 6 ივლისი, 17:08
ვაუუუუ
0 1 2