x
ლევან ბერძენიშვილი ახალგაზრდებს მიმართავს ( ვიდეო)

image
" ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო! მოგმართავთ თქვენ მე - კაცი, რომელსაც ძალიან უყვარხართ . თავის დროზე უილიამ ბარტიმ, შოტლანდიელმა ღვთისმეტყველმა თქვა : ადამიანის ცხოვრებაში ორი დიდი დღეა, ერთი, როდესაც დავიბადეთ და მეორე, როცა აღმოვაჩინეთ, თუ რისთვის დავიბადეთ. თანამედროვე საქართველოშიც ორი უმნიშვნელოვანესი დღეა, ერთი უპირველესყოვლისა არის 9 აპრილი, როცა ეს ქვეყანა დაიბადა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როდესაც მისი დამოუკიდებლობა გამოცხადდა, როდესაც საქართველომ მსოფლიო რუკაზე თავისი ფერი შეიძინა, და ახლა არის მეორე დღე მის დაბადებაში, მეორე უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში, 20 ივნისი, როცა გაირკვა, რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა. ის დაიბადა იმისთვის, რომ მასში თქვენ, თავისუფალი ადამიანები ცხოვრობდნენ, რომელთაც უყვართ იგი, რომლებიც დაიცავენ მის ღირსებას. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცერთი დღე, არცერთი წამი, როცა მისი შვილები არ იბრძოდნენ მისი თავისუფლებისთვის. 20-ე საუკუნეში, როცა სამი დღით მოვიპოვეთ და ისევ დავკარგეთ, უზარმაზარი დროით დავკარგეთ თავისუფლება, საშინელ ქვეყანაში, საბჭოტა კავშირში იყო ჩვენი წინაპრების და ჩვენი მორიგეობის ხანა, ჩვენ ჩვენი მორიგეობა მოვიხადეთ, როგორც მოვალეობა და თქვენ ჩაგაბარეთ ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ არსად არ მივდივართ, არსად არ წავსულვართ. ჩვენ თქვენთან ერთად ვიბრძვით. როდესაც ერთად ბრძოლაში ვართ, კარგად გვესმის, რომ ახლა უპირველესყოვლისა თქვენი დროა. თქვენ ყოველ დღე მოდიხარტ აქ, როგორც სამსახურში, თქვენი ქვეყნის სამსახურში, რადგან როგორც გოეთემ თქვა ტავის დროზე ფაუსტში, თავისუფლებას და სიცოცხლეს ის იმსახურებს, ვინც იგი ბრძოლით მოიპოვა, ყოველდღიურით, ყოველდღიური ბრძოლით მოიპოვება თავისუფლება. თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, თავისუფალ ქვეყანაში დაბადებულები, რომელიც ბოროტებას ეუბნება არას!! რომელიც მონობას ეუბნება არას!! ეს არ არის ივანიშვილის ქვეყანა, ეს არ არის გახარიას ქვეყანა, ეს არც სამარცხვინო პარლამენტარების და უწიგნური მინისტრების ქვეყანაა, ეს ტქვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს რუსთაველის ქვეყანაა, ეს ბარათვაშვილის ქვეყანაა, ახალგაზრდა გენიოსის ქვეყანაა, რომელმაც ბრზანა : " მგრამ შენ მეფევ, ვინ მოგცა ნება, სხვას განუბოძო შენთ ყმათ ცხოვრება,
მისდევდე შენსა გულისკვეთებას
და უთრგუნვიდე თავისუფლებას?“ჩვენ თავისუფლებას ვერავინ დაგვითრგუნავს, ვერავითარი მეფე, ვერავითარი ბიძინა ივანიშვილი, ვერავითარი გახარია, ვერავითარი საქართველოს მთავრობა უდღეური, რომლის პრემიერ მინისტრის ხსენებაც არავის არ უნდა. საქართველოს არ ეკადრება ასეთი ხელისუფლება, რომელიც საკუტარი ქვეყნის ღირსების დასაცავად გამოსულ ახალგაზრდებს არბევს, ტყვიებს უშენს და თვალებს თხრის. ჩვენ არ ვაპატიებთ ხელისუფლებას ამ დანაშაულს. და სანამ სული გვიდგას, ჩვენ არ დავნებდებით, თქვენ არ დანებდებით. ბოროტებას ჩვენ ერთად ვეტყვით - წადი! წადი! წადი! " - ახალგაზრდებს მიმართავს ლევან ბერძენიშვილი ვიდეოში

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რუსი დეპუტატის პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომის გასაპროტესტებლად რუსთაველზე გამოსული საპროტესტო აქცია შშს სამინიტრომ დაარბია. აქციები კი კვლავ გრძელდება. დღეს საპროტესტო აქცია " თავისუფლების მარში ოკუპაციის წინააღმდეგ" 17-ე დღეა.

0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0