x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლიბანელმა პატარძალმა მთელი წელი საქორწილო კაბის შეკერვას მოანდომა, გაინტერესებთ შედეგი?

image


გაიცანით ეს ლიბანელი პატარძალი - დანა უოლი ზაიატია, რომელიც ბავშვობიდან, როგორც ნებისმიერი გოგონა, ზღაპრულ ქორწილზე და ულამაზეს სადედოფლო კაბაზე ოცნებობდა, ხოლო როცა მას მეგობარმა ბიჭმა ხელი სთხოვა, რაღა თქმა უნდა, გოგონა საყვარელი ადამიანის მიერ შეთავაზებულ წინადადებას ბევრი ფიქრის გარეშე დათახმდა.


image


"ოცნების კაბის" შერჩევას საპატარძლო საგანგებოდ შეუდგა, თუმცა ბევრი ძებნისა და იმედგაცრუების შემდეგ, დანამ მტკიცედ გადაწყვიტა ამ საქმისთვის ხელი თავად მოეკიდა და "საოცნებო კაბის" ესკიზი საკუთარი ფანტაზიით შეექმნა, განხორციელება კი საგანგებოდ შერჩეული სპეციალისტების მარჯვე ხელებისთვის მიენდო.


imageimage


ესკიზის შექმნისას გოგონა თითოეულ დეტალს მთელი გულისყურით განიხილავდა, ადგილებს მონახაზზე, სადაც ბრჭყვილა, ძვირფასი ქვები უნდა განთავსებულიყო, საგანგებოდ ნიშნავდა, დეკოლტეს ფორმასა და მოკლე მკლავის ორნამენტებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა.


image


საბოლოოდ, კაბაზე მუშაობა, ზუსტად 1 წელიწადში დასრულდა. "Espoa Group"- ის სააგენტოს გამოცდილმა დიზაინერებმა მხოლოდ ნაჭერზე ქვების ხელით დამაგრებას მთელი 60 დღე მოანდომეს.


imageimage


შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩა, პირველ რიგში კი დანა. ცერემონიაზე პატარძალი მართლაც რომ ულამაზესი იყო, "საოცნებო კაბა" ყველა დამსწრე სტუმარმა სათანადოდ შეაფასა, აღფრთოვანებული საზოგადოება ქორწილის შემდეგაც, პატარძლის მართლაც რომ ზღაპრული სილამაზის საქორწილო კაბას კიდევ დიდხანს განიხილავდა.

imageimage


და რას ფიქრობთ თქვენ, მოგეწონათ პატარძლის კაბა?



0
6872
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
6872