x
მეტი
  • 20.07.2019
  • სტატია:92569
  • ვიდეო:341563
  • სურათი:454607
დედოფლისწყაროელებს ხუთშაბათობით წყალი აღარ მიეწოდებათ

image


ქალაქ დედოფლისწყაროს, სოფელ სამრეკლოსა და ხორნაბუჯის მაცხოვრებლებს ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს წყლის მიწოდება შეუწყდებათ. ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი „შირაქი“ ავრცელებს. მიზეზი დებეტის სიმცირეა. ამ გზით კომპანია ცდილობს წყალი დაზოგოს.


„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვის ცენტრის~ ინფორმაციით, დებეტის სიმცირისა და წყალმომარაგების ქსელში წნევის მომატების მიზნით, კვირაში ერთ დღეს-ხუთშაბათს აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდება, სხვა დღეებში კი არსებული გრაფიკი შენარჩუნდება. როგორც სერვის ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ ფიროსმანაშვილი გაზეთ „შირაქთან“ საუბარში აცხადებს, გვალვის გამო წყლის დონემ სათავეებზეც დაიკლო, ამიტომ წყალმომარაგების შეზღუდვა მათ იძულებით მოუხდათ. როგორც ის აცხადებს, პრობლემურ უბნებზე მოსახლეობას წყალს წყალმზიდებით მიაწვდიან და ერთი დღის წყლის დეფიციტს ასე შეავსებენ. კითხვაზე, როდის მოიხსნება წყალზე შეზღუდვა, ნოდარ ფიროსმანაშვილი ზუსტ დროს ვერ ასახელებს: -კონკრეტული პასუხის გაცემა რთულია, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის მოიმატებს წყლის დონე სათავეებსა და წყაროებზე, “ - წერს გაზეთი „შირაქი“

1
68
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
68
  
ეს ყველაზე მარტივი გამოსავალია არა წყლის დაწყვეტა? მოძიოს კომპანიამ რამდენი მრიცხველის გარეთ იღვრება წყალი ბაღჩებში, გააკონტროლონ, ლიმიტები დააწესონ, ჩვენ რა ვქნათ ვინც კორპუსებში ვცხოვრობთ, რომ გაგვიმწარეთ ზაფხული. ჯერ ხომ წყლის დებეტი უნდა შეგევსოთ და სოფელბი ისე ჩაგერთათ, რა უბედურებაა რა ადრე 24 სთ იყო მაშინ სხვა ქვეყანა იყო?
0 1 1