x
მეტი
  • 16.07.2019
  • სტატია:92365
  • ვიდეო:341477
  • სურათი:454389
ირანელი მოდელი თამამი ფოტოების გამო სამშობლოდან გაიქცა

image

29 წლის ირანელი მოდელი სახელად ნეგზია იძულებული გახდა სამშობლოდან გაქცეულიყო, რადგან ახალგაზრდა ქალს შარიათის კანონის თანახმად მკაცრად დასჯა ელოდა, ნახევრადშიშველი ფოტოების გამო.


ამჟამად ნეგზია პარიზში ცხოვრობს ლტოლვილთა ბანაკში და თვიდან თვემდე თავს ძლივს ირჩენს, მიუხედავად ამის, ა ნეგზია ამაყობს იმით, რომ დაარღვია კანონი, "რომლითაც ქალს პატივს არ სცემენ."

image


ნეგზინის 2017 წელს რევოლუციურ გვარდიას გამოექცა ირანიდან, ეს მოხდა მას შემდეგ, როდესაც მოდელმა ღამის საცვლებში გადაიღო ფოტოები, ფოტოგრაფმა კი მისი ფოტოები პოლიციას გადასცა, ირანული კანონის თანახმად გოგონას გაროზგვა ელოდა.იმისთვის, რომ მკაცრ სასჯელს გადარჩენილიყო, ნეგზინი ირანიდან ჯერ თურქეთში გაიქცა, ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ კი2018 წლის 13 ნოემბერს პარიზში ჩააღწია, სადაც საფრანგეთის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი მოთხოვა, გოგონას იმედი ჰქონდა, რომ აქ თავის პროფესიით განაგრძობდა მუშაობას.თუმცა მოდის დედაქალაქში არც ისე ადვილია თავის დამკვიდრება.

image


საიმიგრაციო სამსახური დღემდე განიხილავს ნეგზიას საქმეს, ამასობაში ახალგაზრდა ქალი ცდილობდა პარიზში სამუშაოს პოვნას, თუმცა უშედეგოდ, გოგონას იძულებული იყო პარკში, სკამზე გაეთენებინა ღამე, რადგან ბინის ქირის ფული არ ჰქონდა.

"ერთხელ ჩემი ხელჩანთა და კაბაც გავყიდე 10 ევროდ, რომ საჭმელი მეჭამა"-ამბობს ნეგზია.



საკუთარი ცხოვრების შესახებ ნეგზიამ სოციალურ ქსელში დაწერა, მალე ეს ამბავი ჟურნალისტებმა შეიტყვეს, ირანელ მოდელს გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც კი, კრისტოფ კასტანემ "ტვიტერში" დაწერა, რომ შესაბამისი სამსახურები სათანადო ყურადღებას დაუთმობენ გოგონას და დაჩქარებული წესით შეისწავლიან გოგონას დოსიეს.

image

ამაჟამად ახალგაზრდა ქალი ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობს, ნეგზიას საკუთარი ბლოგი აქვს სოციალურ ქსელში, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს:

image


"ვცდილობ რომ წარმატებული გოგო გავხდე, ანუ ის რომელიც ჩემს ფანტაზიებში ცხოვრობდა, შესაძლოა ჩემი ძალისხმევა არასაკმარისი იყო, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი რაც შემეძლო და ვამაყობ ამით.ახლა მოვიდა იმის დრო, რომ უფრო მეტი ძალისხმევა გამოვიჩინო და დავანახო მსოფლიოს, რომ სპარსელი გოგოც ღირსია იმის, რომ აიხდინოს საკუთარი ოცნებები"-წერს ნეგზია.

image

ნეგზია უწოდებს თავის თავს, ქალს, რომელიც გათავისუფლდა მკაცრი ირანული რელიგიური დოგმებისგან

0
452
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0