x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ცნობილი გახდა, თუ რომელ თვეში იბადებიან ყველაზე დღეგრძელი ადამიანები

image


ამერიკელმა მეცნიერებმა იმის გარკვევა შეძლეს, თუ რა გავლენას ახდენს დაბადების თარიღი მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. მათი მტკიცებით, ისინი, ვინც შემოდგომაზე ან ზამთარში იბადებიან, უფრო დღეგრძელები არიან, ვიდრე გაზაფხულზე და ზაფხულში დაბადებულები. ასეთ დასკვნამდე ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერები, 1500 ამერიკელის მონაცემის შესწავლის შემდეგ მივიდნენ.

ამასთან, დღეგრძელთა შორის, ყველაზე მეტი ნოემბერში იყო დაბადებული და ყველაზე ნაკლევად, ამ მხრივ, მარტში დაბადებულებს გაუმართლათ. როგორც კვლევის ავტორები ამტკიცებენ, 100 წლამდე, მარტში დაბადებულების მხოლოდ 4% ცხოვრობს. კვლევის ასეთ შედეგს ისინი იმით ხსნიან, რომ ჩვილი, რომლიც შემოდგომაზე და ზამთარში იბადება, მუცლად ყოფნის ბოლო თვეებში, ანუ წლის თბილ ზეზონზე, უფრო მეტ ვიტამინებს და მინერალებს იღებს, ახალი ხილიდან და ბოსტნეულიდან, ვიდრე ის, ვინც გაზაფხულზე, ან თუნდაც, ზაფხულში იბადება. გარდა ამისა, ითვლება, რომ ფეხმძიმე ქალის ვიტამინიზირებული კვება, ბავშვს კვების სწორ ჩვევებს უყალიბებს.

მეცნიერები ასევე ამტკიცებენ, რომ შემოდგომაზე დაბადებულები, ქრონიკული დაავადებებით იშვიათად იტანჯებიან.

გარდა ამისა, როგორც გაირკვა, ბავშვები, რომლებიც სასწავლო წლის მიწურულს დაიბადნენ, სწაავლაში ნაკლებად წარმატებულნები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ამ ქვეყანას შემოდგომაზე მოევლინნენ.

imageimageimageimageimageimageimage










0
831
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
831
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0