x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა ჭარბ წონასთან ბრძოლის უჩვეულო მეთოდი დაასახელეს

image


ამერიკელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ 5 წლის ასაკისთვის ადამიანის ტვინი ორგანიზმში არსებული ენერგიის 2/3 ნაწილს (67%) მოიხმარს. ამავე პერიოდში ხდება ბავშვის წონის კლება, რაც ინტელექტის განვითარებაზე, ენერგიის დიდი ხარჯვით აიხსნება.

ასაკის მატებასთან ერთად, ტვინი სულ უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავს გონებრივ განვითარებაზე და სხეულის წონაც თანდათანობით იზრდება. ჟურნალ «Proceedings of the National Academy of Sciences» გამოქვეყნებულ სტატიაში, ჩრდ-დასავლეთის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერები მოგვიწოდებენ, რომ ყურადღება მივაქციოთ ამ კანონზომიერებას, რადგან ის, შეიძლება, ჭარბ წონასთან ბრძოლის ახალი მეთოდი გახდეს.

«ცნობილია, რომ ენერგიის რაოდენობა, რომელსაც სხეული ხარჯავს, დიდ გავლენას ახდენს მისი წონაზე. ხოლო, ტვინის მიერ ენერგიის მოხმარების გაზრდა, შესაძლებელია, ჭარბ წონასთან ბრძოლის საქმეში დაგვეხმაროს». –აღნიშნავს ანთროპოლოგიის პროფესორი კრისტოფერ კუზავა (Christopher Kuzawa).


არსებობს გახდომის კიდევ ერთი «უდიეტო» მეთოდი, მაგრამ ეს უკვე ჩინური მედიცინიდან:
როგორც ექიმი ლიუ ცზინიანი ამბობს, მასთან უამრავი ქალბატონი მიდის, რომელსაც ლამაზი გარეგნობა უნდა რომ ჰქონდეს და ჭარბი წონის მოსაშორებლად ყველაფერზე მიდიან. მაგრამ, ამისთვის ჯადოსნური წამალი არ არსებობს – აღნიშნავს ექიმი. ხოლო, გასახდომი საშუალებების შესახებ ამბობს: «მე გირჩევთ რომ არ მიიღოთ გასახდომი საკვები დანამატები. ის არასდროს ეხმარება ადამიანს გახდომაში, მაგრამ ყოველთვის ზიანი მოაქვს ორგანიზმისთვის. ჩვენს კლინიკაში ხშირად ხვდებიან პაციენტები, რომლებსაც ამ დანამატების შემდეგ, არა აქვთ მადა და საკვებზე საერთოდ უარს ამბობენ, — ასეთი ქალი ძალიან ბევრია».
მისი თქმით, ჩინური მედიცინა გახდომის მსურველებს რეკომენდაციას აძლებს, რომ კი არ იშიმშილონ, – საკვებზე მოთხოვნილება 50-70 %-ით დაიკმაყოფილონ.
«მიუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობის საკვები მიიღეთ, ელენთა მაინც სრული დატვირთვით იმუშავებს და საკვები ცხიმად კი არა, მატონიზირებელ საშუალებად იქცევა. ეს კი, გახდომის მსურველთათვის, საუკეთესო ვარიანტია. ამასთან, საჭიროა მოძრაობაც – ის აუცილებელია და მის გარეშე, გახდომა წარმოუდგენელია», — ამბობს ჩინელი ექიმი.
imageimageimageimageimageimageimage






0
141
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0