x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ლამაზი გოგოების გაჩერება უმიზეზოდ და მერე ფლირტაობა ახალი გართობაა?"  - ნახეთ, რამ აღაშფოთა ანიტა რაჭველიშვილი

image


პატრულის ქმედებით აღშფოთებული ცნობილი ქართველი მეცო - სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, საკუთარი თანამშრომლებისთვის მათი უფლება- მოვალეობის უკეთ გარკვევისკენ მოუწოდებს. რაჭველიშვილის განცხადებით, საქმე მის მულს ეხება, რომელიც საპატრულო პოლიციამ დღის განმავლობაში რამდენჯერმე, "უმიზეზოდ" გააჩერა, მოგვიანებით კი, იმავე პატრულის თანამშრომლების მხრიდან იძულებითი "სმს-ფლირტის" მსხვერპლი აღმოჩნდა: "გუშინ ჩემი მული პატრულმა დღის მოკლე მონაკვეთში სამჯერ გააჩერა, დარღვევა არ ყოფილა, საბუთების გადასამოწმებლად გაგაჩერეთო! ერთხელ ახალგაზრდა სიფრიფანა ლამაზ გოგოს, დღისით მზიზით იმ რაღაც უაზრობაშიც ჩაასუნთქეს!
რა თქმა უნდა არც ნასვამი აღმოჩნდა ეს ლამაზი გოგო.
ამ მოვლენიდან ზუსტად 5-10 წუთის ინტერვალში მოსდის მესიჯები ამ პატრულებისგან!
ფოტოებზე ნომრები შეგნებულად დავფარე, ჯერჯერობით დავფარე.
ხო და რა მაინტერესებს! ლამაზი გოგოების გაჩერება უმიზეზოდ და მერე ფლირტაობა ახალი გართობაა? ნადირობა და თვალების თხრა ტყვიებით მოდაში აღარ არის და ახლა გადავედით გოგოების "შებმაზე"?
საერთოდ ქვეყანაში რა ხდება?

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia თქვენს თანამშრომლებს იქნებ აუხსნათ რომ ასეთი საქციელი კანონით იკრძალება? მორალზე აღარაფერს ვამბობ! გულის ამრევი საქციელია!" - დაწერა მომღერალმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.



0
572
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
572