x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ბათუმის დინამოს საოცარი ისტორია
image ბათუმის პირველი საფეხბურთო კლუბი – „ხოლოდნოსლობოდსკაია“ 1911 წელს შეიქმნა. 21 ში ბათუმურ კლუბს: ‘’მეზღვაური’’, ‘’წითელი რაინდი’’, ‘’კსმ’’-ი, ხოლო ორი წლის შემდეგ, „დინამო ბათუმი“ შეუერთდა.

ბათუმის ნაკრები საქართველოს პირველი ჩემპიონატის ჩემპიონები გახდნენ. სპორტის ამ სახეობამ აჭარაში პოპულარობა მალევე მოიპოვა, რამაც სულ უფრო მეტი ახალგარდას ინტერესი გამოიწვია.

„დინამომ“ 36 წელს ახლად დაარსებული კონსტიტუციის თასი მოიპოვა. 1938 წელს ბათუმელმა ფეხბურთელები სეზონში სამ ტიტულის მოპოვება შეძლეს. იმავე წელს ბათუმში სტანდარტული ზომების საფეხბურთო მინდვრის მოწყობა დაიწყეს.

1940 წელს საუკეთესო გუნდის წოდების მოსაპოვებლად ბათუმურმა კლუბმა „დინამო თბილისი“ 3:1 დაამარცხა და მესამედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა. მიუხედავად მეორე მსოფლიო ომისა 1943 წელს მაინც ჩატარდა საქართველოს პირველობა, სადაც ბათუმმა მე-6 ადგილი დაიჭირა.


1990 წელს საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველ შეხვედრაში ბათუმის დინამომ გაგრა 1-0 დაამარცხა. 95 გუნდმა ისტორიაში პირველად იასპარეზა ევროტურნირებზე, სადაც წარმატებით დაძლია ობელიჩის ბარიერი, მაგრამ შემდეგ ეტაპზე სელტიკთან 3-2 დამარცხდა.

გუნდისთვის ყველაზე წარმატებული 97-98 წლების სეზონი გამოდგა, როცა გუნდი საქართველოს თასსა და სუპერთასს დაეუფლა. წლებთან, ერთად იცვლებოდა ბათუმის დინამოს ლოგო. დინამო ბათუმი, არასდროს გამხდარა ეროვნული ლიგის ჩემპიონი.

2017 -ში პლეიოფის შეხვედრაში ბოლნისთან მარცხის შემდეგ, ლიგა 2 ში დაქვეითდა. ფანების იმედგაცრუებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ახალი ფეხბურთელებისა და გამოცდილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ბათუმის დინამო უდიდესი უპირატესობით ასპარეზობდა ლიგა 2 ში. მიუხედავად უმაღლეს ლიგაში არასახარბიელო სტარტისა, ბათუმის დინამომ ჩემპიონატის პირველი წრე პირველი ადგილით დაასრულა. სწორედ ბათუმელები, საბურთალოსთან ერთად ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტები არიან. გუნდის წარმატებულმა ასპარეზობამ, გამოაღვიძა არამხოლოდ ქართველი ქომაგი, არამედ ჩემპიონატიც. გულშემატკივარი, საყვარელი გუნდის საქომაგოდ მოედანზე 3 სააათით ადრე იკრიბება, 1500 კაცზე გათვლილ, ანგისის ბაზაზე საშუალოდ 6400 გულშემატკივარი ესწრება. მაქსიმალური სწრებადობა დინამო თბილისთან და საბურთალოსთან შეხვედრის დროს დაფიქსირდა, როცა გულშემატკივართა, რაოდენობა 8000-სს გადასცდა. პირატები თავს იჩენენ, არამხოლოდ ერთგული ქომაგობით, არამედ საინტერესო მოზაიკების შექმნით, რაც უჩვეულოა ჩვენი ჩემპიონატისთვის და გარკვეულ ხიბლს სძენს მას. ბათუმის დინამომ ჩემპიონატში უდიდესი მუხტი შემოიტანა, იმედია ამ მუხტს სხვა კლუბებიც აყვებიან და ჩემპიონათი გაცილებით, სანახაობრივი, პოპულარული და მიმზიდველი გახდება.

0
151
1-ს მოსწონს
ავტორი:თოკა ჯაბნიძე
თოკა ჯაბნიძე
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0