x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტორტი, პიცა თუ შოკოლადი - რომელი ნუგბარი იწვევს საკვებზე დამოკიდებულებას?

რა უფრო გიყვართ და რას ვერ თმობთ? - შოკოლადი, ჩიპსები, ნამცხვრები თუ ხაჭაპური? - მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა იმ პროდუქტების გამოსავლენად, რომლებიც, იელის შკალის მიხედვით, ყველაზე ხშირად იწვევენ მათზე დამოკიდებულებას. აღსანიშნავია, რომ იელის შკალა ერთ-ერთი უახლესი მეთოდია საკვებზე დამოკიდებულების ხარისხის შესაფასებლად.



image



გთავაზობთ რეიტინგს იმ საკვების და დესერტებისა, რომლებიც ყველაზე ვერაგ პროდუქტებად ითვლებიან და იწვევენ ძლიერ დამოკიდებულებას მათზე.


9. ტორტები და კრემიანი ნამცხვრები



image



დამოკიდებულების შკალაზე კრემიანმა ნამცხვრებმა და ტორტებმა, რომელთა ერთი ნაჭერი საშუალოდ 500 კილოკალორიას შეიცავს, დააგროვა 3, 26 ქულა. ამავე დროს, მედიკოსები სულაც არ მოგვიწოდებენ საერთოდ ამოვიღოთ ისინი ჩვენი მენიუდან. კრემიანი ნაწარმის მიღება უვნებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ დღის პირველ ნახევარში მივირთმევთ.



8. ტკბილი გაზიანი სასმელები


image


ტორტებს თან მოსდევს ტკბილი გაზიანი სასმელები, რომლებმაც 3, 29 ქულა დააგროვეს იელის შკალით. გაზიანი სასმელების სისტემატურმა მიღებამ შეიძლება არა მარტო დამოკიდებულება გამოიწვიოს, არამედ კარდინალურად შეცვალოს ნივთიერებათა ცვლის პროცესი. მედიკოსების აზრით, საკმარისია ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღოთ ტკბილი გაზიანი სასმელი, რომ მეტაბოლიზმი საგრძნობლად გაიუარესოთ.



7. ბურგერები


image



ბურგერი არა მარტო სხეულის ფორმის შეცვლას იწვევს (უარესობისკენ) და ზედმეტ სანტიმეტრებს გმატებთ წელის არეში, არამედ გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე და იწვევს გემოვნებითი შეგრძნებების შეცვლას. მიჩვევის შკალაზე ბურგერებმა 3, 51 ბალი დააგროვეს.



6. კარტოფილი ფრი


image



კარტოფილი ფრი ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს იმის გამო, რომ შეიცავს აკრილამიდს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად კალორიულობისა, ეს პროდუქტი არ იძლევა დანაყრების შეგრძნებას. მთელი ულუფა საკმაოდ მარილიანი და ცხიმიანი ფრის მირთმევიდან 30-40 წუთის შემდეგ ადამიანს უკვე შიმშილის გრძნობა ეუფლება. ეს იმის გამო ხდება, რომ ფრიტიურში შემწვარი კარტოფილი მადას მომატებას იწვევს.



5. ნაყინი


image



შაქრის და ნაჯერი ცხიმების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო რეგულარული მირთმევისას ნაყინი არა მარტო ზედმეტი კილოგრამებით გასაჩუქრებთ, არამედ სავსებით შესაძლებელია " ნაყინის ნარკომანად'' გადაგაქციოთ.



4. ორცხობილა, კრუასანი, ვაფლი


image



ტელევიზორთან მოკალათებულმა გადაწყვყტეთ ერთი ცალი პატარა მშრალი ნამცხვრის (პეჩენია) შესუსვნა და თვალის დახამხამებაში შემოგეჭამათ მთელი შეკვრა? - ალბათ ბევრი თქვენგანი მოხვედრილა ამ სიტუაციაში. საქმე სულაც არაა გამძაფრებულ მადაში. დიდ რაოდენობით შაქრის და ცხიმის შემცველი მშრალი ნამცხვრები ისეთივე დამოკიდებულებას იწვევენ, როგორსაც ნაყინი.



3. ჩიპსები


image



მოარული აზრის მიხედვით, შეუძლეებლია ერთი ცალი ჩიპსის შეჭმა, მას ელვის სისწრაფით მოჰყვება მეორე, მესამე, მეოთხე და....სანამ არ დამთავრდება შეფუთვაში მოთავსებული ჩიპსები, მანამდე გაჩერება უბრალოდ შეუძლებელია. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია: კარტოფილის ჩიპსებს ადამიანი მიირთმევს იმის მიუხედავად, მშიერია თუ მაძღარი. ამ მოვლენას მეცნიერებმა საკუთარი სახელიც კი დაარქვეს-ჰედონისტიკური ჰიპერფაგია. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩიპსების მწარმოებლები მასში ამატებენ სანელებელ "ტრიგერებს"- ნივთიერებას, რომელიც ტვინს უგზავნის კმაყოფილების და სიამოვნების სიგნალს.



2. შოკოლადი


image



საკვებზე დამოკიდებულების შკალით შოკოლადმა ზუსტად იმდენი დააგროვა, რამდენიც ჩიპსებმა-3, 73 ბალი. ეს ნუგბარი ისევე მოქმედებს თავის ტვინზე, როგორც ნაყინი. ის ასტიმულირებს სიამოვნების ცენტრს და ახდენს შეჭმული პროდუქტის რაოდენობის კონტროლის ბლოკირებას. შოკოლადის შემთხვევაში ეს ხდეება რაფინირებული ნახშირწყლებისა და კოფეინის ხარჯზე.



1. პიცა


image



და ბოლოს რეიტინგის ლიდერი - პიცა. ყველაზე მეტი ქულა (4, 01) საკვებზე დამოკიდებულების შკალით ამ პროდუქტმა დააგროვა. როგორც ჩანს, ცხიმიანი, ნოყიერი, მარილიანი და რაფინირებული ნახშირწყლებით გაჯერებული პიცა შოკოლადზე, ჩიპსებზე, ნაყინზე და კრუასანზე მეტად ახდენს სიამოვნების ცენტრის სტიმულირებას.



და ყავა? რატომ არ აღმოჩნდა ამ რეიტინგში ჩვენი საყვარელი სასმელი?



image



საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიჩიგანელმა მკვლევარებმა რატომღაც თავის რეიტინგში ყავა არ შეიტანეს მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ეს არომატული სასმელი გადაჭარბებული მიღებისას მასზე დამოკიდებულებას იწვევს. ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს სპეციალისტების ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით ყავა მხოლოდ მაშინ არაა მავნებელი, თუ მისი დღიური ნორმა არ გადააჭარბებს ოთხ ფინჯანს. მცირე დოზით ის სასარგებლოც კია ორგანიზმისთვის. ასე რომ, თამამად მიირთვით ეს გემრიელი, არომატული სასმელი, ოღონდ ეცადეთ, რომ ნორმას არ გადააჭარბოთ და მასზე დამოკიდებული არ გახდეთ (ჩემსავით:)

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას!


0
60
4-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0