x
image
_K_
8 საოჯახო ნივთი, რაც WiFi-ის მუშაობას ხელს უშლის
imageალბათ, ყველა ჩვენგანი ერთხელ მაინც გაღიზიანებულა WiFi-ის სუსტი სიგნალის გამო. ზოგჯერ პრობლემა როუტერში ან ინტერნეტის მომწოდებელ კომპანიაშია, თუმცა, უმეტესად WiFi-ის ცუდი კავშირი სახლში განთავსებული ნივთების გამოა, რომლებიც კომპიუტერთან ან როუტერთან ახლოსაა განთავსებული.








1. მეტალის ზედაპირი და ავეჯი

მეტალი გამტარი ნივთიერებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრობას შთანთქავს. WiFi ელექტრომაგნიტურ ტალღებს უშვებს, თქვენს სახლში ნებისმიერი მეტალის ზედაპირი ან ავეჯი კი ხელს შეუშლის მის გავრცელებას. თუ გინდათ, რომ როუტერმა კარგად იმუშაოს, მოათავსეთ ის მეტალისგან შორს.

image








2. აგურისა და ქვის კედლები

ზოგიერთი მასალის კედელი WiFi-ის მუშაობას ხელს უშლის, მათ შორის ყველაზე პოპულარულია მარმარილოს, ცემენტის, ბეტონის, თაბაშირისა და აგურის კედლები. ამით აიხსნება ფაქტი, 2 სართულიან სახლებში ერთ-ერთ სართულზე რატომ არის უფრო სუსტი ინტერნეტი, ვიდრე მეორეზე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მოათავსეთ WiFi-ის როუტერი ღია ადგილას, კედლებისგან მოშორებით.


image








3. სარკეები

მასალა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ანარეკლი დავინახოთ, WiFi-ის როუტერის სიგნალსაც ირეკლავს. სარკე ფარივით მუშაობს და როცა როუტერთან ახლოსაა, ინტერნეტის სიგნალს ნელსა და არასტაბილურს ხდის.

image








4. მაცივარი და სარეცხი მანქანა

როგორც წესი, ელექტრონულ ხელსაწყოებს, რომლებსაც მილები სჭირდებათ წყლის ცირკულაციისთვის, WiFi-სთან მეგობრული დამოკიდებულება არ აქვთ. წყალმა შესაძლოა შეაკავოს უსადენო ტალღების ენერგია, რაც ნეგატიურად აისახება ინტერნეტის ხარისხზე.

image








5. ნაძვის ხის საახალწლო განათებები

მანათობელი საახალწლო დეკორაციებიც შეიძლება იყოს სუსტი WiFi-ის მიზეზი. დეკემბერში ეცადეთ, როუტერი ნაძვის ხისგან შორს დადოთ.

image








6. ბავშვის სამონიტორო მოწყობილობა

ეს მოწყობილობა იმდენივე ენერგიას ითხოვს, რამდენსაც WiFi. ეცადეთ, როუტერი მისგან შორს მოათავსოთ.

image








7. დრონები

დრონებსაც დაახლოებით იგივე ენერგია სჭირდებათ, რაც WiFi-ის, თუმცა, ყველა მოდელი განსხვავებულია და ამაზეცაა დამოკიდებული, რამდენად შეუშლის ხელს როუტერის მუშაობას.

image








8. მიკროტალღური ღუმელი

მიკროტალღური ღუმელი კიდევ ერთი მოწყობილობაა, რომელსაც WiFi-ის მსგავსი სიხშირის სპექტრი აქვს. კარგი იქნება, თუ როუტერს მიკროტალღური ღუმელის მაღლა მოათავსებთ, ასე ღუმლის ნეგატიურ ეფექტს შეამცირებთ WiFi კავშირზე.

image








ბონუსი: როგორ გავაუმჯობესოთ WiFi-ის ხარისხი

ამას გარდა, კიდევ შემოგთავაზებთ რჩევებს, რისი გაკეთება შეგიძლიათ WiFi-ის კავშირის გასაუმჯობესებლად:

1. ზემოთ ჩამოთვლილი საგნების გათვალისწინებით, შეარჩიეთ სწორი ადგილი როუტერის განსათავსებლად.

2. განაახლეთ (update) ხოლმე როუტერი.

3. იყიდეთ უფრო ძლიერი ანტენა.

4. გამოიყენეთ WiFi-სთვის ძლიერი პაროლი, რათა ადვილად ვერ შეძლონ მისი გამოცნობა.

5. შეიძინეთ WiFi-ის გამაძლიერებელი, ასევე ცნობილი როგორც WiFi-ის გამფართოებელი.

6. გამოიყენეთ ბოლო მოდელის WiFi-ის ტექნოლოგიები.

7. დაარესეთეთ (პროგრამულად საწყის მდგომარეობაში დააბრუნეთ) როუტერი. ასე მისი მეხსიერება განთავისუფლდება და უფრო სწრაფად იმუშავებს.

image


p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 14 საჭირო კომპიუტერული ხრიკი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image


2. როგორ მოვაშოროთ მტვერი კომპიუტერს - 6 მარტივი ხერხი

image


3. როგორ შეუძლია ერთ უბრალო პოსტს თქვენი კარიერის განადგურება - 9 რეალური ამბავი

image

0
1321
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0