x
მეტი
  • 16.10.2019
  • სტატია:95719
  • ვიდეო:343121
  • სურათი:457639
"უდიდეს პატივს ვცემდი და ფიზიკურად ვეღარ დავაძალებ თავს" - ჩერგოლეიშვილი სუხიშვილებზე

image


"ტაბულას" ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი საგანგებო პოსტს აქვეყნებს, სადაც "სუხიშვილების" ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის განცხადებას საჯაროდ აკრიტიკებს, რომლის თქმითაც "ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!": "როგორ შეუძლია ერთ სიტყვას და ერთ საქციელს, მთელი აღფრთოვანება, პატივისცემა და სიყვარული გააქროს. ეს და ამის ძმა არიან ამის საუკეთესო მაგალითები. უდიდეს პატივს ვცემდი და ფიზიკურად ვეღარ დავაძალებ თავს" - დაწერა "ტაბულას" ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ლევან აკინის მიერ გეი სიყვარულზე გადაღებულ ქართულ-შვედურ ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ", "სუხიშვილების" ხელმძღვანელმა, ფილმს პრობლემები შეუქმნა, ამის შესახებ რეჟისორმა "The Guardian"-თან ინტერვიუში ისაუბრა. აკინის განცხადებით, ნინო სუხიშვილმა ცეკვის სტუდიებს მიმართა, რომ ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაებლოკათ და გააფრთხილა, რომ კინოსურათში მონაწილეობის შემთხვევაში ცეკვის შესაძლებლობა აღარასდროს ექნებოდათ. "ფილმის გადაღებამდე ნინო სუხიშვილს შევხვდით და მისი რეაქცია იყო: "რატომ არ შეიძლება, რომ მას გოგონა შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს!". ჩვენ შეგვეძლო, გამოგვეყენებინა მისი დახმარება, მაგრამ მან მხარი არ დაგვიჭირა. მხოლოდ ეს არ იყო, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მან სხვა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ", — განაცხადა ფილმის რეჟისრომა "The Guardian"- თან მიცემულ ინტერვიუში.




0
954
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
954