x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი - "შემთხვევითი ნაცნობობაც კი შესაძლოა უფრო მეტში გადაიზარდოს"
image

ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ წერს:

"დღეიდან, 28 ივლისის ჩათვლით ვენერა კირჩხიბის ნიშანში იმოძრავებს. ამ ტრანზიტის დროს ადამიანებს სიყვარულის, ოჯახის შექმნის მოთხოვნილება უჩნდებათ. ჩვენში სენტიმენტალურობა მატულობს. და ან მეტად გახსნილები ვხდებით, ვცდილობთ გრძნობები გამოვამჟღავნოთ, ვუთხრათ ჩვენი სიყვარულის ობიექტს მის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ, ან უფრო ვიკეტებით საკუთარ თავში, რათა გავერკვეთ ამ გრძნობებში. ამ პერიოდში, შემთხვევითი ნაცნობობაც კი შესაძლებელია უფრო მეტში გადაიზარდოს, მთავარია, გულმა ''რაღაც უჩვეულო'' იგრძნოს. ხშირად ასეთ შემთხვევებში წარმოსახვა მომდევნო სცენარს გვიხატავს, მენდელსონის მარშით და თეთრი კაბით... მაგრამ ფრთხილად - ყველა წარმოსახვა როდია რეალური... ზოგჯერ მოწონების ობიექტს უბრალოდ მივაწერთ იმ თვისებებს, რაც ჩვენ გვინდა, რომ მათში დავინახოთ. მაგრამ ვენერას ლომში გადასვლის შემდეგ შესაძლოა მალევე აღმოვაჩინოთ, რომ ვცდებოდით. ეს, ცხადია, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პლანეტებს მოიცავს თქვენს პირად რუკაში კირჩხიბი და რამდენად დაზიანებულია ვენერა. მაგრამ თუკი კირჩხიბში მძიმე პლანეტები არა გყავთ და თქვენი ვენერაც ''ჯანმრთელია'', თქვენს სიყვარულს არაფერი ემუქრება.

ძალზე კარგი პერიოდია ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან ან უბრალოდ ახლობელ ადამიანებთან კონტაქტებისთვის, გულთბილი და გულახდილი საუბრებისათვის. ნიშნობები, ქორწილები - არ გადადოთ შემოდგომიკენ! გამოიყენეთ ეს ხელსაყრელი ტრანზიტი.


ვენერას უარყოფითი ასპექტები დროებით კაპრიზულობას და ბუტიაობისაკენ მიდრეკილებას აღვიძებს ჩვენში. შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ უყურადღებოდ გვექცევიან, რომ ჩვენ მეტს ვიმსახურებთ. მაგრამ გული არ დაიწყვიტოთ, ვენერა სწრაფად მოძრაობს და როგორც კი ასპექტი ამოწურავს თავს, კვლავ კარგი განწყობა დაგვიბრუნდება. ასევე უნდა უსათოუდ აღინიშნოს რომ კარგი პერიოდია ოჯახისათვის შენაძენების გასაკეთებლად, აგრეთვე ახალი ბინის შესაძენად. გისურვებთ ყველაფერ ლამაზს და საუკეთესოს, ისეთივე მშვენიერს, როგორც ვენერა".


ასევე დაგაინტერესებთ:


როდის იღებს კაცი ცოლის მოყვანის გადაწყვეტილებას - ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები


ფსიქოლოგებმა მამაკაცისთვის თავის შეყვარების 7 ხერხს მიაგნეს


7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში


5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით



ივლისის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან და თვის პოზიტიური დღეები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...

0
600
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
600
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0