x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პირველად თბილისში სინათლის ფესტივალი ჩატარდება
განსაკუთრებული მუსიკალური გაფორმება, სხვადასხვა განათება. თბილისი პირველად სინათლის ფესტივალს უმასპინძლებს.


image


ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ღონისძიება საღამოს გაიმართება. ეს იქნება ჯერ არნახული სანახაობა, რომელიც დამთვალიერებელს ჯერ ნანახი არ აქვს. ფესტივალის ფარგლებში ბაღი განათდება საინტერესო ინსტალაციებით. რაც დამთვალიერებელს გარწმუნებთ შთაბეჭდილებებით აავსებს.

პირველი შემთხვევაა, როდესაც ბოტანიკური ბაღი ღამე გაიხსნება და ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ბაღი იხილონ სხვა კონტექტში, ღამე განათებული.


image

image

ეს ღონისძიება იქნება მუსიკალურად დატვირთული.სანახაობა გაიხსნება ცეცხლოვანი შოუთი.

ამ ფესტივალების ისტორია დაიწყო 1990 წ-ს. ჩატარდა პირველად ინგლისში. ამ ღონისძიების მიზანი იყო, რომ ქალაქის ღირსშესანიშნაობები, ისტორიული ძეგლები და თანამედროვე შენობები დაენახებინათ სხვა კუთხით, ღამით განათებული.


image

image

ამ ყველაფერს ჰქონდა შოუს ელემენტები. სკვერები, ხიდები, პარკები წარმოჩინდებიან ისეთი კუთხით, როგორითაც ვერ ხედავ დღისით, მით უფრო ღამით.

ასეთ ფესტივალებს სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა სახელები ჰქვიათ. სინათლის ფესტივალი, ნათელი ღამეები, თეთრი ღამეები. საქართველოში კი დაერქვა თბილისის სინათლის ფესტივალი.

image


ამის შემდეგ ყოველწლიურად იქნება შესაძლებელი ჩატარდეს ეს ფესტივალი. საერთაშორისო რუკაზე გავა, პირველი ფესტივალის ჩატარების შემდეგ. ეს ყველაფერი ითვალისწინებს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში.

იქნება DJ ცოცხალი მუსიკა. ტერიტორია დაყოფილია სხვადასხვა ზონებად, და თითოეულ ზონაში არის შესაბამისი შოუ და თითოეულ შოუს ექნება თავისი მუსიკალური გაფორმება.




პირველი “ თბილისის სინათლის ფესტივალი " ტარდება ბოტანიკურ ბაღში, 5 და 6 ივლისს.



0
89
2-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0