x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
დუბაის მმართველის ცოლმა გაქცევის მიზეზი დაასახელა

image
დუბაის მმართველის მეუღლემ, რომელიც ბრიტანეთში ბავშვებთან ერთად გაიქცა, მილიარდერი ქმარი შვილის დაშინებაში დადანაშაულა.

მისი თქმით, შეიხ მოჰამედ ბენ რაშიდ ალ-მაქტუმი მონსტრი იყო და საკუთარ ქალიშვილს დასცინოდა. ახლა ჰაია ბინტ ალ-ჰუსეინი იმალება ბრიტანეთში და აპირებს მილიარდერ ქმარს ლონდონის უმაღლეს სასამართლოში უჩივლოს.

ქალმა თქვა, რომ ერთი წლის წინ, შეიხის სხვა ცოლის, ლატიფას შვილმა სცადა გაქცევა ამერიკაში, მაგრამ არაბთა გაერთიანებული საემიროების სპეციალურმა ძალებმა დაიჭირეს გოგონა. ის ახლა არის დაპატიმრებული.

ჰაია ამტკიცებს, რომ როდესაც მან შეიტყო სიმართლე იმის შესახებ, თუ რა მოხდა, ძალიან შეშინდა შვილების გამო. ის მათთან ერთად ბრიტანეთში გაიქცა. ის ცდილობს მოიპოვოს უფლება, რათა, არ დაუბრუნოს ბავშვები, ასევე, ფული და ქონება, რომელიც მან ქორწინების დროს შეიძინა.- იუწყება Daily Mail.


შეგახსენებთ, რომ დუბაის მმართველის მეუღლის გაქცევის შესახებ ცნობილი გახდა 30 ივნისს. მილიარდერი შეიხის მეუღლემ თან წაიყვანა 11 წლის ქალიშვილი და 7 წლის შვილი, ასევე თან წაიღო 39 მილიონი დოლარი. ქალმა თავშესაფრისთვის ბრიტანეთის ხელისუფლებას მიმართა.



0
1088
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1088
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0