x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სტალინი-მშობლიური ქალაქის ტურისტული მაგნატი-რას წერს The New York Times-ი
image

გამოცემა The New York Times ვრცელ სტატიას აქვეყნებს ქალაქ გორში მდებარე სტალინის მუზეუმზე, რომელიც ფაქტი სახეზეა, ყველაზე შემოსავლიანი მუზეუმია საქართველოში.


გამოცემა ვრცლად მიმოიხილავს მუზეუმის დაარსების ისტორიას და წერს:"მართალია სახელმწიფომ სტალინის მუზეუმის მხარდაჭერაზე უარი თქვა, თუმცა სტალინის მაინც რჩება მთავარ ფიგურად, განსაკუთრებით რუსებში და ჩინელებში, თაია ჩუბინიძის განცხადებით, გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიდან, წელიწადში 162 000 ტურისტი სტუმრობს სტალინის მუზეუმს.

image


"ეს უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მუზეუმი საქართველოში"-დასძინა თაიამ.

image

მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა ბევრი ბოროტება მოუტანა მშობლიურ ქართველებსაც, 400 000 გადაასახლეს, უამრავი დახვრიტეს, ბევრს, მისი გარდაცვალებიდან 66 წლის შემდეგაც მიაჩნიათ, რომ იგი ტირანი კი არა, უდიდესი ადამიანი იყო.

"ის უბრალო ადამიანი იყო, რომელიც გაიზარდა და გახდა დიდი ქვეყნის ლიდერი", - ამბობს 70 წლის პენსიონერი მერი ბახტაძე, რომელიც სტალინის მუზეუმთან მიმდებარე პარკის სკამზე იდგა.

"ის იყო გენიოსი"-დასძინა გივი ლურსმანაშვილმა.


"ბევრი ადამიანი, ვისთანაც გვისაუბრია, ამბობს, რომ მას თავის ბინაში ჯვარი ჰქონდა დაცული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის ქრისტიანი იყო", - ამბობს თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნუცა ბათიაშვილი, რომელმაც დაწერა ნაშრომი "სტალინის როლი საქართველოსა და რუსეთის კოლექტიურ მეხსიერებებში".


image

"ისინი ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართული სამზარეულოს შეტანა კრემლში და მანვე ქართული სადღეგრძელოები მაშინდელი ეტიკეტის ნაწილად აქცია..ვიცი, რამდენად უცნაურად ჟღერს ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ვერავინ ვერ განსაზღვრავს ზუსტად რა გააკეთა სტალინმა და რა სარგებელი მოუტანა საქართველოს"-დასძინა ნუცამ.


ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ სტალინს ბევრი ლარი შემოაქვს.

მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს დახლები და მაღაზიებია სადაც ვაჭრობენ სტალინის გამოსახულებიანი სუვენირებით, ესაა დეკორატიული თეფშები, ყავის ჭიქები, მაისურები, მინიატურული ბიუსტები, ჩანთები, თასები, სანთებელები და ა.შ.

image




0
585
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
585
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0