x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე ხშირად რას იტყუებიან ქალები მამაკაცთან პაემანის დროს?
image

სამედიცინო პორტალმა BodyLogicMD-მ ჩაატარა მსხვილმასშტაბიანი კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 1320 ქალი, სოციალური თუ ასაკობრივი სტატუსის საკმაოდ ფართო არჩევანით და საკმაოდ საინტერესო შედეგები მიიღეს.


პირველი, რასაც ქალი უპირველეს ყოვლისა იტყუება, ეს არის სექსუალური პარტნიორები, ანუ ჩვენში ანეკდოტად ქცეული "ქმრის შემდეგ მეორე ხარ" ქალთა "მსოფლიო სენია", როგორც კვლევებით დადგინდა, ქალთა 44%-ს სექს-პარტნიორების რაოდენობა მიმიმუმამდე დაჰყავს.


მეორე, რასაც ქალი ყველაზე მეტჯერ იტყუება, ესაა წონა, თუ ამ თემაზე საუბარი ამოტივტივდა, ქალების 33, 3% იტყუება საკუთარ წონას.



მესამეა საცხოვრებელი პირობები. ურბანიზაცია და ეკონომიკური პირობები აიძულებს ბევრ ქალს, მშობლებთან ერთად იცხოვროს. როგორც გაირკვა, 28, 4% სიმართლეს მალავს.



მეოთხე - ეს არის ხელფასი. ქალთა 27, 2% მალავს ნამდვილ შემოსავალს. როგორც გაირკვა, მიზეზი ძირითადად ორია - ან საკმაოდ მაღალშემოსავლიანია და არ უნდა მამაკაცი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს, რომ მის წინაშე ძლიერი და წარმატებული ქალია, ან - ძალზე მიზერულია, რითაც შესაძლოა კაცი დააფრთხოს.



რიგით მეხუთეა ჰობი. ბევრი ქალი მალავს საკუთარ ჰობს. თითქოს რა არის დასამალი იმაში, რომ გატაცებული ხარ ცეკვებით, ან სპორტის რომელიმე სახეობით? მიუხედავად ამისა, ქალთა 23, 5%-ს ურჩევნია დამალოს საკუთარი გატაცებების შესახებ.



მეექვსე თემა, რომელიც შესაძლოა ქალმა მოგატყუოთ, ესაა მიმდინარე ურთიერთობა სხვა კაცთან. მოკლედ, ქალების 19, 8% "სათადარიგო აეროდრომს" ირჩევს, რა იცი რა ხდება.



მეშვიდე ადგილზე - პროფესია. როგორც გაირკვა, ქალთა 18, 5%-ს ურჩევნია დამალოს საკუთარი პროფესია. 13, 6% მალავს განათლებას, ხოლო 10% ნამდვილ(პასპორტის) სახელს ან სრულ სახელს.


სხვადასხვა სიცრუე - 8, 6%(რაღაცების დამალვა წარსული ცხოვრებიდან, ინფორმაცია შვილების შესახებ, მომავლის გეგმებზე, წარმომავლობა, ასაკი და ა.შ)



0
136
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0