x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქართველი რაგბისტები გუნდიდან გააძევეს "ანტირუსული ჟესტის" გამო

image

ქართველი ლეგიონერები, მოსკოვის "სლავას" რაგბისტები საბა ილურიძე და რეზი ბროძელი გუნდიდან გააძევეს მას შემდეგ, როდესაც ლელოს დადება თვალზე ხელებაფარებულებმა აღნიშნეს კრასნოდარის "ყუბანთან" მატჩის დროს, რითაც თბილისში საპროტესტო აქციიის მონაწილეების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ ეს იყო ანტირუსული ჟესტი და ორ ქართველ მოთამაშეს კონტრაქტი შეუწყვიტა.



"ჩვენ სოლიდარობა გამოვხატეთ თბილისში მომხდარი ამბების გამო დაშავებული ხალხის მიმართ, მათ კი ლელოს აღნიშვნის ჟესტი მიიღეს პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფად, მე და რეზი ბროძელი ჩემპიონატიდან მოგვხსნეს. გვითხრეს, რომ ეს რუსეთის შეურაცხყოფა იყო. საქართველოში თამაში მინდა, ჩივილს არ ვაპირებ. გუნდში სხვა ქართველებიც არიან და არავის უხარია, რაც ხდება"-განაცხადა Sportall.ge-სთან საუბარში საბა ილურიძემ.

0
26
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0