x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ახალი ტენდენცია მებაღეობაში — «nano» ხეები (ხეხილის ჯუჯა ჯიშები) ბაღში და აივანზე
image


ადგილის უკმარისობის პრობლემა უკვე წარსულში დარჩა. ჯუჯა ხეების მეშვეობით, პატარა მიწის ნაკვეთზე, უკვე დიდი (აქ, რა თქმა უნდა, მცენარეთა მრავალფეროვნება იგულისხმება) ბაღის გაშენებაა შესაძლებელი! გარდა ამისა, ქოთანში ჩარგული ლიმონით და ფორთოხლით, დღეს უკვე ვერავის გააკვირვებთ და საერთოდ, კურკიდან ამოსული ხის პირველი მოსავალის ლოდინი, დიდი ხნის მანძილზეა საჭირო. სულ სხვა საქმეა, ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ქლიავი, ატამი და ვაშლატამა...


image


ახალი ტენდენცია მებაღეობაში — ხეხილის და კენკრის ახალი – «nano» ხეებია ანუ ხეხილის ჯუჯა ჯიშები.


image


ბაღი აივანზე



უბრალოდ წარმოიდგინეთ, ახლა ბაღის გაშენება, პირდაპირ აივანზეც შეიძლება…


image
თუ თქვენ ქალაქში ცხოვრობთ და აგარაკი არა გაქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი ბაღის გაშენებაზე უარი სამუდამოდ უნდა თქვათ. აივანზე ისეთი კარგი ბაღის გაშენებაა შესაძლებელი, რომ შეიძლება, თქვენი, გამოცდილ მებაღეებსაც კი შეშურდეთ. ხოლო, თქვენ, გარდა იმისა, რომ ბაღი გექნებათ, აივანს ლამაზი ფერებითაც გამოაცოცხლებთ და ის თქვენი საყვარელი ადგილი გახდება, დასვენების და განტვირთვისთვის. ტორფი, პატარა ბუჩქნარები, ჯუჯა ხეები – სულ ეს არის, რაც საჭიროა, მიწის ზედაპირიდან რამოდენიმე მეტრის დაშორებით, ბაღის შესაქმნელად.

მიუხედავად იმისა, თუ სად აპირებთ ბაღის გაშენებას, მრავალსართულიანი შენობის სახურავზე, თუ უბრალოდ, აივანზე, რამოდენიმე საბაზო პრინციპის ცოდნა აუცილებელი არის:

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა განსაზღვროთ, თუ კონკრეტულად, რისი გაკეთება გინდათ – ტროპიკული სამოთხე გინდათ მოაწყოთ, თუ «შირმის გაკეთება» გინდათ, თქვენს აივანსა და მეზობელ, მრავალსართულიან სახლს შორის.
მეორე, შეაფასეთ აივნის მიკროკლიმატი:

I. განსაზღვრეთ აივნის მდებარეობა, ჰორიზონტის მხარეების მიმართ;

II. გაარკვიეთ, სინათლის რა რაოდენობა ხვდება აივანზე (საათი დღეში). ეცემა, თუ არა, მზის პირდაპირი სხივები? თუ აივანი ღიაა, მცენარე ხომ არ მოხვდება ძლიერ ქარში? ანუ კრიტიკულად უნდა შეაფასოთ საკუთარი აივანი, რომ ტყუილად არ დახარჯოთ ფული და ენერგია. (ეს პირობები უნდა გაითვალესწინოთ მცენარეების ღია გრუნტზე დარგვის შემთხვევაშიც)

III. უსაფრთხოების საკითხიც არ უნდა დაივიწყოთ. ყველა ტიპის აივნისთვის დასაშვები დატვირთვა არის გათვალისწინებული. მაგ., აშშ-ში 1 კვ. ფუტზე (1 ფუტ. = 0, 3 მ) – 60 ფუნტია (1 ფუნ. = 0, 45 კგ.) ანუ 1 კვ. მ. ფართობზე, დაახლოებით, 9 კგ. დატვირთვა არის დაშვებული ანუ მსუბუქი გრუნტის გამოყენებაა რეკომენდირებული, რომელიც ჩვეულებრივი ბაღის მიწაზე, 60% მსუბუქია. გარდა ამისა, კერამიკული ქოთნების ნაცვლად, პლასტიკატის ან ხის კონტეინერები (ყუთები) უნდა გამოიყენოთ. ქოთანი რაც უფრო მსუბუქი იქნება, მით უკეთესი.


image


ჯუჯა ხეხილი, დაახლოებით, 1, 20 მ. სიმაღლის იზრდება, ხოლო მათი ნაყოფი, ზომის, საგემოვნო თვისებების და არომატის მიხედვით, ჩვეულებრივი ხის ნაყოფს არაფრით ჩამოუვარდება.


image


რაც შეეხება მცენარეების მოვლას:


1. კონტეინერი (ქოთანი) 30 ლ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს;

2. გრუნტში კარგი დრენაჟი არის საჭირო, რომ ხის ფესვები არ დალპეს;

3. ხე უნდა იდგას მზიან ადგილზე. არ უნდა ხვდებოდეს ორპირ ქარში. პირველი ყინვების შემდეგ, საჭიროა მრავალწლოვანი ნარგავების გასხვლა, გრუნტის გადახურვა (პერგამენტის ქაღალდი, პოლიეთილენი, პლასტიკატი და ა. შ.) და გადახურულ ადგილზე გადატანა (დახურული აივანი, საკუჭნაო, ავტოფარეხი...);

4. ზამთარში მცენარე, თვეში 2-3-ჯერ უნდა მოირწყას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერი ისე დგილზე დგას, რომ მასში თოვლი არ ჩადის;

5. გაზაფხულზე მცენარე ისევ აივანზე უნდა დააბრუნოთ და გრუნტს გადახადოთ;

6. რეგულარული მორწყვის და სასუქის მიწოდების შემთხვევაში (განსაკუთრებით, თუ ის კალიუმის და აზოტის საფუძველზეა დამზადებული), მადლიერების ნიშნად, ჯუჯა ხე კარგი მოსავლით დაგაჯილდოვებთ.


image


მართალია, ეს ხეები ცოტა მეტ ყურადღებას მოითხოვენ და მათი გადაადგილება, წელიწადში ორჯერ, ადვილი არ არის. მაგრამ, ეს ამად ღირს: გაზაფხულზე ეს მცენარეები ყვავილებით გაგვახარებენ, ზაფხულში – ნაყოფით, ხოლო შემოდგომაზე – ფერად-ფერადი ფოთლებით.

imageimageimageimageimageimageimage






0
1025
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1025
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0