x
მეტი
  • 23.07.2019
  • სტატია:92669
  • ვიდეო:341598
  • სურათი:454675
ტესტი: ყურადღების და ლოგიკური აზროვნების შესამოწმებლად (პასუხები აქვს)

მიუხედავად იმისა, რომ ტვინი კუნთი არ არის, ის მაინც მუდმივ ვარჯიშს საჭიროებს. კროსფორდების და გამოცანების ამოხსნა — სულელური ჰობი და დროის ფუჭი ხაჯვა ნამდვილად არ არის. თავსატეხები თავის ტვინს ისევე სჭირდება, როგორც კუნთებს ფიზიკური დატვირთვები. მხოლოდ ასე შეიძლება მისი ტონუსში შენარჩუნება და საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების განვითარება. აქ 10 სავარჯიშოს გთავაზობთ, რომელიც ტვინის გასავარჯიშებლად საუკეთესო საშუალებაა:



1. რომელია ზედმეტი?


image



2. დააკვირდით გოგონებს და გამოიცანით, რომელია გათხოვილი?


image



3. გამოძიება


image


დეტექტივმა დამნაშავეს დიდხანს სდია და ბოლოს, ერთ ბინას მიაგნო, რომელშიც, სავარაუდოდ, ის უნდა ყოფილიყო. დაკაკუნების შემდეგ მას კარი მამაკაცმა გაუღო და სახლში თავაზიანად შეიპატიჟა. ამის შემდეგ, სტუმარ-მასპინძელს შორის მეტად საინტერესო დიალოგი გაიმართა:

— ვინმემ დატოვა სახლი? — იკითხა პოლიციელმა.

— არა, არავინ შემოსულა და არც არავინ გასულა, — უპასუხა სახლის პატრონმა.

— ბინაში კიდევ ვინ ცხოვრობს? — გააგრძელა დაკითხვა დეტექტივმა.

— არავინ, მარტო ვცხოვრობ, — თქვა მამაკაცმა.

— კარგი, მადლობა მასპინძლობისთვის. — უთხრა მას დეტექტივმა, ჯიბიდან კოლოფი ამოიღო და მას ჰკითხა — სიგარეტი გინდათ?

— არა, არ ვეწევი, — უპასუხა სახლის პატრონმა.

— მე იმის 3 მტკიცებულება გამაჩნია, რომ თქვენ იტყუებით, — თქვა დეტექტივმა.

რა დაინახა დეტექტივმა? დააკვირდით სურათს და იპოვეთ სამხილები.



4. გაქცევა


image


დიდი ხნის წინ ერთ კუნძულოვან სახელმწიფოს მართავდა მეფე, რომელიც თავისი სამფლობელოებიდან არავის უშვებდა და ქვეყანაში შესვლა უცხოელებსაც ეკრძალებოდათ. ერთადერთი გასასვლელი კუნძულიდან ხიდი იყო, რომელიც კუნძულს მატერიკთან აკავშირებდა. ბრძანების მიხედვით, ნებისმიერი, ვინც კუნძულის დატოვებას ეცდებოდა, უნდა დაეჭირათ და მოეკლათ, ხოლო ქვეყანაში შესვლის მსურველებს, ხიდზე ხვდებოდნენ და უკან აბრუნებდნენ.

ხიდს დღე და ღამე იცავდნენ. გუშაგებს მხოლოდ 5 წუთი შეეძლოთ შესვენება, იქვე ახლოს მდებარე პატარა ქოხში. დასვენებაზე და უკანა გზაზე, მათ 8 წუთი ეხარჯებოდათ, ხოლო ხიდი იმდენად გრძელი იყო, რომ მის გადავლას, უფრო მეტი დრო სჭირდებოდა.

კუნძულიდან გაქცევა მხოლოდ ერთმა ქალმა მოახერხა. ეს როგორ გააკეთა?



5. გზის გასაყარზე


image


წარმოიდგინეთ, რომ ტყეში მიდიხართ და უეცრად გზის გასაყარზე აღმოჩნდით. ერთი გზა გარდაუვალ სიკვდილთან მიგიყვანთ, მეორე – მუდმივ ბედნიერებასთან. გზის გასაყარის შუაში 2 ძმა დგას, რომლებმაც იციან ბედნიერებისკენ მიმავალი გზა რომელია. თქვენ მხოლოდ ერთი კითხვის დასმის უფლება გაქვთ, იმის გასარკვევად, თუ საით უნდა წახვიდეთ. მაგრამ, ერთი ძმა მუდამ იტყუება, ხოლო მეორე, – ყოველთვის სიმართლეს ამბობს და თქვენ არ იცით, მატყუარა რომელია.

რას ჰკითხავდით?



6. საიდუმლოებით მოცული სიკვდილი


image


დეტექტივი ტრაგედიის ადგილზე მივიდა და ქალი დაინახა, რომელიც ტროტუარის მახლობლად, მრავალსართულიანი სახლის წინ იწვა. ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ქალი ფანჯრიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სახლი ახალი იყო და მასში ჯერ არავინ ცხოვრობდა, შესაბამისად, მოწმეც არავინ იყო.

პოლიციელი ჯერ I სართულზე მდებარე ბინაში შევიდა, გააღო ფანჯარა, გადაიხედა და ისევ დაკეტა, შემდეგ II სართულის ბინაში შევიდა, ისევ გააღო ფანჯარა, გადაიხედა და ისევ დაკეტა და ყველა მომდევნო სართულზე, მან იგივე მოქმედება გაიმეორა. სხვენში ასვლა კი ვერ შეძლო, რადგან გასასვლელი სამშენებლო მასალით იყო ჩახერგილი და დაასკვნა, რომ ქალს სუიციდი არ ჩაუდენია, – ის მოკლეს!

როგორ მიხვდა?



7. ხიდზე


image


წარმოიდგინეთ, რომ ღამეა და დაინახეთ, რომ ვიწრო ხიდთან 4 ადამიანი მივიდა. თითოეულ მათგანს ხიდზე გადასვლა უნდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ფარანი აქვთ. თეორიულად, პირველ ადამიანს (დავარქვათ მას –A) ხიდის გადავლა 1 წუთში შეუძლია, მეორეს (B) – 2 წუთში, მესამეს (С) – 5 წუთში, მეოთხეს (D) – 8 წუთში.

შეძლებენ თუ არა, ეს ადამიანები მეორე ნაპირზე 15 წუთში გადავლას და თუ შეძლებენ, როგორ?



8. ლაბირინთში


image


წარმოიდგინეთ სიტუაცია: ლაბირინთში დიდხანს ხეტიალის შემდეგ, როგორც იქნა, 3 გასასვლელს მიადექით. პირველი ჯოჯოხეთისკენ მიდის, მეორე – მკვლელი -მანიაკისკენ, მესამე – ლომისკენ, რომელსაც 3 თვე არაფერი უჭამია.

რომელი გასასვლელია უფრო უსაფრთხო?



9. უცნაური საკუთრება


image


«ვიდრე შენი ვარ, გინდა, რომ სხვასთან გამაზიარო და როდესაც ამას გააკეთებ, – მაშინვე დამკარგავ. ვინა ვარ?»



10. მონადირის სახლი


image


წარმოიდგინეთ, რომ ხართ ხის სახლში, სადაც დგას შეშის ღუმელი, გაზის ლამპარი და სანთელი. რას აანთებთ პირველად, თუ ასანთის მხოლოდ ერთი ღერი გაქვთ?




image

პასუხები:



1. ბოლო ნინძას მოკლეტარიანი ხმალი უკავია ხელში.


image


2. გათხოვილი ის არის, რომელსაც ხელზე ქორწინების ბეჭედი უკეთია.


image



3. ოთახში ღვინის 2 ბოკალია, სველი ქოლგა და საფერფლე. ეს სამხილები წინააღმდეგობაში მოდის სახლის პატრონის სიტყვებთან.



4. ვიდრე მესაზღვრეები ქოხში იყვნენ, ქალი ხიდზე სეირნობდა და როგორც კი ისინი დაბრუნდნენ, მათთან მივიდა. რადგან მას თან არანაირი საბუთი არ ჰქონდა, ჩათვალეს, რომ ადგილობრივი არ იყო და სამეფოში არ შეუშვეს.



5. აქ კითხვა მოპასუხეების ხასიათების გათვალისწინებით უნდა დაისვას. სწორი იქნება, თუ იკითხავთ: «რას უპასუხებდი შენ, შენი ძმის ადგილზე რომ იყო, თუ შეგეკითხებოდნენ, რომელი გზა მიდის მუდმივი ბედნიერებისკენ?». იმ შემთხვევაში, თუ ორივე ძმა თითს, მაგ., მარცხნივ გაიშვერს, – მარჯვნივ უნდა წახვიდეთ, ხოლო თუ მარჯვნივ, მაშინ – მარცხნივ. რატომ? ამის ახსნა ძალიან მარტივია: ერთი ძმა გამუდმებით იტყუება და დასმულ კითხვაზე, პასუხის გაცემის დროსაც მოიტყუება, – ის ძმის პასუხის საპირისპირო პასუხს იტყვის. ხოლო მეორე ძმა, თუ თავს მატყუარა ძმის ადგილზე დააყენებს, უკვე განზრახ მოიტყუება.



6. ქალი თავს ვერ მოიკლავდა, რადგან ყველა სართულზე ფანჯარა დაკეტილი იყო.



7. დიახ შეძლებენ, მაგრამ ამისთვის, გარკვეული ხერხის გამოყენება იქნება საჭირო:

A და B ხიდს გადალახავენ და A უკან დაბრუნდება, რომ ფარანი მეორე მხარეს დარჩენილებს მიუტანოს, – ამაზე ჯამში 3 წთ. დაიხარჯება.

С და D გადავლენ მეორე ნაპირზე, ხოლო B ფარანს უკან დააბრუნებს და ამ ქმედებებზე 10 წთ. დაიხარჯება...

და A და B მეორე ნაპირზე 2 წუთში გადავლენ.

3+10+2 = 15



8. თუ გინდათ რომ გადარჩეთ, ლომისკენ უნდა წახვიდეთ. თუ ცხოველი 3 თვე მშიერი იყო, უკვე მკვდარი იქნება და არანაირი საფრთხე აღარ დაგემუქრებათ.



9. საიდუმლო.



10. ასანთი

imageimageimageimageimageimageimage











0
2405
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0