x
image
ნათია ჩხობაძე
რამდენად საშიშია უკაბელო ყურსასმენები

ახალი ტექნოლოგიები დაკავშირებული ელექტრომაგნიტურ გამსოხივებასთან მნიშვნელოვან ადგილს იჭერს ჩვენს ცხოვრებაში. მობილური ტელეფონების, Wi-Fi და Bluetooth საკომუნიკაციო სისტემების გარესე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია. არის თუ არა ეს ყველაფერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო? განვიხილოთ კონკრეტულად უკაბელო ყურსასმენების მოქმედება, რომელიცმუშაობს შუაყურში და დაკავშირებულია თავთან

რით არის საზიანო უკაბელო ყურსასმენები?

  • შესაძლებელია ზიანი უჯრედულ დონეზე
  • დაბალი გამოსხივება არაა საშიში
  • ანადგურებს ჰემატოენცეფალურ ბარიერს(რომელიც არეგულირებს ნვთიერებათაცვლას სისხლის, თავისა და ზურგის ტვინში, აქვს დამცველობითი ფუნქცია)

image

სულ ახლახანს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საერთაშორისო პრობლემებს იკვლევს, მიიღო პეტიცია, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყნიდან 250 მეცნიერ-მკვლევარი აწერს ხელს . ის იუწყება იმის შესახებ, რომ bluetooth- ყურსასმენები ზრდის საშიში დაავადებების რისკს.

ტექნოლოგია, რომელიც დკავშირებულია ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთან , თავის ტვინთან სიახლოვისას იწვევს ონკოლოგიური დაავადებებს. კიბოთი დაავადებული ადამიანების რიცხვი ყოველ წელს კატასტროფულად იზრდება დაამას სწორედ ყურსასმენებს უკავშირებენ. თუმცა კვლევებით პირდაპირი კავშირი არ დადასტურებულა.


ამის საწინააღმდეგოდ მოყვანილი იქნა სხვა კვლევა, რომლის მიხედვითაც bluetooth-ყურსასმენესბს არ აქვს გამოსხივებისის სიმძლავრე, რომელსაც შეუძლია ზიანიანის მოტანა. ბოლო დროს გაიყიდა 28 მლნ.ყურსასმენი, რომელსაც არ მოჰყოლია ონკოლოგიური დაავადებებით დასნეულებულების რიცხვის ზრდა და პირიქით..... არის თუ არა ეს უბრალოდ რეკლამა არავინ იცის..
კალიფორნიაში გაიზარდა ბოლო დროს ონკოლოგიური დაავადებებით დაასნეულებულთა რიცხვი, რომელიც დაკავშირებულია სასმენ აპარატთან და ასევე ტვინის გარკვეულ სტრუქტურებთან. პროფესორი მოსკოვიცის თქმით, გამოსხივება რომელიც ყოველდღიურად მოქმედებს სმარტფონებიდან და bluetooth-ყურსასმენებიდან ადამიანზე, იწვევს ჰემატოენცეფალური ბარიერის რღვევას, რომელიც ბუნებრივად იცავს ადამიანის ტვინს გარეგანი საშიში ზემოქმედებისაგან, ქიმიური ტოქსინებისაგან, მიკრო ორგანიზმების შეღწევისაგან სხეულში, ასევე იმუნურ სისტემას იცავს. სწორედ ამ ჰემატოენცეფალური ბარიერის რღვევა იწვევს საშიშ დაავადებებს.




0
293
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0