x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
დენთიდან ინტერნეტამდე- კაცობრიობის ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი გამოგონებები

გამოგონებების ისტორია გულისხმობს ყველაფერს, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია თავისი არსებობის მანძილზე, მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო განსაკუთრებით უმნიშვნელოვანეს აღმოჩენებსა და გამოგონებებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალა ადამიანების ცხოვრება.



image



ადამიანის ფიზიოლოგიის ცვლილებასთან ერთად ევოლუციას განიცდიდა და ვითარდებოდა მისი ინტელექტიც. რა თქმა უნდა, უამრავი მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი გამოგონებიდან რთულია გამოარჩიო ყველაზე საჭირო და სასიცოცხლოდ აუცილებელი, მაგრამ მაინც ვეცდები წარმოგიდგინოთ რეიტინგი ტოპ-12 ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონებისა კაცობრიობის ისტორიაში.



12. დენთი და ცეცხლსასროლი იარაღი

image


მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დენთი გამოგონებული იქნა ჩინეთში. მისმა გამოჩენამ განაპირობა ცეცხლსასროლი იარაღის და ფეიერვერკის გამოგონება. ადამიანები უხსოვარი დროიდან იბრძოდნენ სხვისი მიწა-წყლის მისაკუთრებისათვის და ამისთვის მათ აუცილებლად სჭირდებოდათ იარაღი. საბრძოლო იარაღი თანდათან იცვლებოდა კაციობრიობის განვითარებასთან ერთად: თავიდან იყო ჯოხები, შემდეგ ნაჯახები, ამას მოჰყვა მშვილდ-ისარი და ხმალი, ხოლო დენთის გამოგონებასთან ერთად გამოჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი. ამჟამად სამხედრო მიზნებისთვის უამრავი სახეობის იარაღია შექმნილი, მათ შორის ატომური, ქიმიური, ბირთვული...მოკლედ, უბრალო პისტოლეტიდან დაწყებული დამთავრებული უახლესი ტიპის კონტინენტთაშორისი რაკეტებით, რომლებსაც წყალქვეშა გემებიდან ისვრიან, თუმცა უბრალო ცეცხლსასროლი იარაღი შეუცვლელია როგორც სამხედრო წრთვნების, ასევე ნადირობისა და თავდაცვისათვის.




11. ავტომობილი


image


ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე ცხოვრება ავტომობილის გარეშე. ადამიანები ავტომობილებით დადიან სამსახურში, აგარაკზე, მიდიან დასასვენებლად, დადიან საყიდლებზე, კინოში და რესტორანში. სპეც ავტომობილებს გადააქვთ ტვირთი, აშენებენ ხიდებს, სახლებს, ფაბრიკა-ქარხნებს.... პირველი ავტომობილები ძალიან ჰგავდა უცხენებო კარეტებს და და მოძრაობდნენ მცირე სიჩქარით. ამჟამად არსებობს როგორც ჩვეულებრივი ავტომობილები, ასევე განსაკუთრებული, ფუფუნებისათვის განკუთვნილი მანქანები, რომლებსაც კოსმოსური ფასები აქვს და რომლებიც 300 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებენ. მოკლედ, ძნელია დღეს იარსებო ავტომანქანების გარეშე.



10. ინტერნეტი


image



ინტერნეტის შექმნისკენ ადამიანი დიდი ხნის მანძილზე მიდიოდა, იგონებდა რა კავშირის ახალ-ახალ საშუალებებს. ჯერ კიდევ 20 წლის წინ ინტერნეტი სულ რაღაც 100 ათას ადამიანს ჰქონდა, ახლა კი ის არსებობს ნაკლებად თუ მეტად განვითარებულ ქვეყნების თითქმის ყოველ კუთხე-კუნჭულში. ინტერნეტის საშუალებით შეიძლება ადამიანებს შორის კავშირის დამყარება, ფოსტის გაგზავნა, ინტერნეტში შეიძლება ნებისმიერი ინფორმაციის მოძიება. ინტერნეტით შეიძლება იმუშაო, შეუკვეთო პროდუქტები, ნივთები და მომსახურება.. ერთი სიტყვით, ინტერნეტი-მსოფლიოში გაჭრილი სარკმელია, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია არამარტო ინფორმაციის მიღება და გაცვლა, არამედ ფულის გამომუშავება, საყიდლების ყიდვა და ... ამ პოსტის წაკითხვა.



9. მობილური ტელეფონი


image


ჯერ კიდევ 15 წლის წინ ახლობელთან რომ დაგერეკათ, ან სახლში უნდა დაბრუნებულიყავით და სახლის ტელეფონიდან გაგეხორციელებინათ ზარი, ან უახლოეს სატელეფონო ჯიხურში შესულიყავით და დაგეწყოთ მონეტების ძებნა დასარეკად. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ქალაქში ცხოვრობდით და ტელეფონი ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ სოფლებსა და მთიან რაიონებში ამგვარი ფუფუნება მაშინ სად არსებობდა? წარმოიდგინეთ, რა რთული იყო ცხოვრება: ვთქვათ, სოფელში ცხოვრობთ, სადაც ტელეფონი არაა და ექსტრემალური მდგომარეობის გამო გინდათ სასწრაფოს ან სახანძროს გამოძახება. ამას იმდენი დრო დასჭირდება, რომ სასწრაფო ან სახანძრო, სამწუხაროდ, შეიძლება სულაც აღარ იყოს საჭირო... და რა შეცვალა მობილური ტელეფონის გამოგონებამ? - ბევრი რამ: ახლა ნებისმიერი წერტილიდან, ქალაქი იქნება ეს თუ სოფელი, მიუვალი მთა თუ ზღვა, შეგიძლიათ უპრობლემოდ დაუკავშირდეთ ახლობლებსა და მეგობრებს. მობილური ტელეფონი-ესაა ურთიერთობის თავისუფლება, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ. მოკლედ, ერთი რეკლამისა არ იყოს, "აქაცა რეკავს, აქაცა".



8. კომპიუტერი


image


კომპიუტერმა შეცვალა ერთბაშად რამდენიმე ნივთი: ტელევიზორი, რადიო, ვიდეო და DVD ფლეერი, ტელეფონი, წიგნი, საბეჭდი მანქანა და საწერი კალამიც კი. კომპიუტერის საშუალებით დღეს შესაძლებელია წიგნების დაწერა, ადამიანებთან ურთიერთობა, ფილმების ნახვა, მუსიკის მოსმენა, საჭირო ინფორმაციის მოძიება და ა.შ. საყოფაცხოვრებო დანიშნულების გარდა, კომპიუტერები გამოიყენება სხვადასხვა კვლევებისა და ექსპერიმენტების საწარმოებლად, ის აიოლებს უამრავი საწარმოს და მექანიზმის მუშაობის პროცესს. თანამედროვე სამყაროს წარმოდგენა კომპიუტერის გარეშე შეუძლებელია.



7. კინო


image



კინემატოგრაფიის გამოგონებამ დასაბამი მისცა იმ კინოსა და ტელევიზიის არსებობას, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. პირველი კინოფილმები იყო შავ-თეთრი და მუნჯი, დღეს კი კინო - საოცარი სანახაობაა. კომპიუტერული გრაფიკის, დეკორაციის, გრიმის და უახლესი ტექნიკის და ტექნოლოგიების წყალობით დღევანდელი კინო ნამდვილ ზღაპარს დაემსგავსა და საოცრად რეალური გახდა. 3D, 4D, 5D ფილმებს მაყურებელი მოვლენების ეპიცენტრში გადაჰყავს და საოცრად მძაფრ შეგძნებებს აზიარებს.



6. ტელეფონი


image



უბრალო სტაციონარული ტელეფონი ამ რეიტინგში მობილურ ტელეფონზე მაღლა იმიტომ დგას, რომ იმ დროს, როცა ტელეფონი გამოიგონეს, ეს იყო დიდი გარღვევა ტექნოლოგიების განვითარებაში. ტელეფონის გამოგონებამდე ადამიანები ერთმანეთთან ურთერთობას ამყარებდნენ წერილების, ფოსტის, ტელეგრაფის და ... მტრედების დახმარებით. ტელეფონის წყალობით ადამიანები უკვე არ ელოდებიან ფოსტის მიერ მოტანილ პასუხს კვირეობით ან თვეობით, არ არის შორს წასვლა საჭირო იმისათვის, რომ რამე შეიტყო და ინფორმაცია მიიღო ამა თუ ამბის შესახებ. ტელეფონის გამოგონება არა მარტო დროის, არამედ ძალის ეკონომიასაც აკეთებდა და აკეთებს.



5. ელექტრული ნათურა (ელექტრობა )


image



ელექტრობის აღმოჩენამდე და ელექტრული ნათურის გამოგონებამდე ადამიანები ღამ-ღამობით სიბნელეში ისხდნენ ან ანთებდნენ სანთლებს, ლამპებს ან ჩირაღნებს, როგორც ეს ძველ დროში ხდებოდა. ნათურის გამოგონებამ საშუალება მოგვცა გაგვეჩირაღდნებინა სახლები, ქუჩები, გზები და ამავე დროს თავიდან აგვეცილებინა ის საფრთხე, რაც განათების სხვა საშუალბების გამოყენებას ახლდა თან. როცა დენს გამოგვირთავენ, მხოლოდ მაშინ ვხვდებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ელექტრული ნათურა.



4. ანტიბიოტიკი


image



ანტიბიოტიკების გამოგონებამდე ისეთი დაავადებები, რომლებიც დღეს სახლის პირობებშიც კი იკურნება, ხშირად ხდებოდა ადამიანის სიკვდილის მიზეზი. ანტიბიოტიკების შემუშავება და მათი წარმოება აქტიურად დაიწყო XIX საუკუნის დასასრულს. მისი საშულებით კაცობრიობამ დაამარცხა ბევრი ისეთი სენი, რომელიც მანამდე უკურნებლად ითვლებოდა. XX საუკუნის დასაწყისში დიზენტერიამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ანტიობიოტიკების გამოგონებამდე არ არსებობდა ფილტვების ანთების, სეფსისის, ტიფის სამკურნალო არანაირი საშუალება. ადამიანი კვდებოდა შავი ჭირის, ციებ-ცხელების, ტუბერკულოზისაგან. ანტიბიოტიკების წყალობით დღეს მედიცინა იოლად უმკლავდება ძალიან ბევრ დაავადებას.



3. თვალი(ბორბალი)


image



ერთი შეხედვით თითქოს არც კი გვგონია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გამოგონებაა თვალი, თუმცა სწორედ ამ გამოგონების წყალობით ჩვენ გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიცაა ავტომობილი, ველოსიპედი და მატარებელი. თვალი მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის ხარჯს ტვირთის გადატანის ან გადაადგილებისას. თვლის გამოგონებით ტრანსპორტი მოსახერხებელი და კომფორტული გახდა და არამარტო ტრანსპორტი. ადამიანებმა დაიწყეს გზების მშენებლობა, გაჩნდა პირველი ხიდები... ყველაფერი, უბრალო ორთვალით დაწყებული და უახლესი ზესწრაფი თვითმფრინავით დამთავრებული, სწორედ თვლის წყალობით მოძრაობს. ლიფტები და წისქვილებიც კი თვლების პრინციპით მუშაობენ. თუ ცოტათი დავფიქრდებით, მივხვდებით ამ უძველესი, ერთი შეხედვით მარტივი გამოგონების მნიშვნელობის მასშტაბებს.



2. დამწერლობა


image



ჩვენი რეიტინგის მეორე ადგილზე იმყოფება სიძველით და ინფორმაციის გადაცემის მნიშვნელობით მეორე ხერხი-დამწერლობა. დამწერლობის საშუალებით ჩვენ ვეცნობით ისტორიას, ვკითხულობთ წიგნებს, ვწერთ წერილებს, ვსწავლობთ, ვღებულობთ ახალ-ახალ ინფორმაციებს... ეგვიპტურ და მექსიკურ პირამიდებში ნაპოვნი უძველესი წარწერები გვაძლევს საშუალებას შევიტყოთ, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი პრეისტორიულ ხანაში. დღეს დამწერლობა სჭირდება ყველას და ყველაფერს: სწავლა, მუშაობა, წიგნის კითხვა, კომპიუტერთან გართობა თუ მუშაობა-ყველაფერი დამწერლობის დამსახურებაა. დამწერლობა რომ არ არსებულიყო, აზრი არ ექნებოდა არც კომპიუტერის, არც მობილური ტელეფონის და არც ინტერნეტის გამოგონებას და ვერც თქვენ წაიკითხავდით ახლა ამ პოსტს.

კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი დამწერლობასთან დაკავშირებით: ყველასათვის ცნობილია, რომ მსოფლიოში სულ 14 დამწერლობა არსებობს და რაოდენ სასიხარულოა, რომ მათგან ერთ-ერთი ჩვენი - ქართული დამწერლობაა. 2016 წლის 30 ნოემბერს იუნესკომ ქართული ანბანი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.



1. ენა



image



პირველ ადგილს რეიტინგში სამართლიანად იკავებს ინფორმაციის გადაცემის უძველესი საშუალება-ენა. ადამიანებს რომ ენა არ გამოეგონებინათ, არაფერიც არ იქნებოდა: არც დამწერლობა, არც მეცნიერება, არც ინტერნეტი და ზოგადად, ადამიანი განვითარების პირველ საფეხურზე დარჩებოდა. ისინი უბრალოდ ვერ შეძლებდნენ ერთმანეთის გაგებას, ისევე როგორც ეს იყო მრავალი ათასი წლის წინ. მსოფლიოში ათასობით ენაა უამრავი დიალექტით. ბევრი მათგანი უკვე აღარ გამოიყენება; არსებობს ეგრეთ წოდებული "მკვდარი ენები"; არსებობს ენები, რომლებსაც შორეულ ჯუნგლებში მცხოვრები ადამიანები იყენებენ და რომლის გაშიფვრაც ჯერჯერობით შეუძლებელია. ენის საშუალებით ჩვენ გვესმის ერთმანეთის, მისი წყალობით ვითარდებოდა და ვითარდება ცივილიზაცია და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ თქვენ დღეს შეიტყვეთ კაცობრიობის 12 ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონების შესახებ :)


0
73
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0