x
მეტი
  • 20.07.2019
  • სტატია:92569
  • ვიდეო:341563
  • სურათი:454607
რუსეთის პოლიციის პოლკოვნიკი ქალი გაიქცა და დიდი ალბათობით საქართველოს შეაფარა თავი-აცხადებენ რუსი ძალოვნები

image როგორც პორტალი «Блокнот-Ростов»-ი აცხადებს პოლკოვნიკ ქალზე დონის როსტოვიდან-ნატალია რაზუმნაიაზე გამოცხადებულია ფედერალური და საერთაშორისო ძებნა.
როგორც წყარო იუწყება რუსული სამართალდამცველი ორგანოებიდან, სავარაუდოდ და დიდი ალბათობით 38 წლის პოლკოვნიკმა გადაკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი (დავიჯერო სასაზღვრო უწყებაში მონაცემთა ბაზა არ ჰქონდეთ რუსებს?) და გაუჩინარდა საქართველოს ტერიტორიაზე, ვინაიდან ნატალიამ იცოდა რა, რომ მასზე ძებნას გამოაცხადებდნენ დიდი ალბათობით იმალება საქართველოს რომელიმე კუთხეში.
როგორც პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს გამომცემლობას პოლიციის პოლკოვნიკი ქალი სამსახურიდან დაითხოვეს, რადგან ის ფიგურირებდა სისხლის სამართლის დანაშაულში, საქმე ეხებოდა თაღლითობას.
პოლიციის პოლკოვნიკი ნატალია რაზუმნაია 8 წლის განმავლობაში ხემძღვანელობდა დაკითხვის განყოფილებას დონის როსტოვის პროლეტარების რაიონში-აღნიშნავს გაზეთი «Взгляд».
პოლკოვნიკი განქორწინებულია და ჰყავს ქალიშვილი, რომელსაც რუსეთის საზღვარი არ გადაულახავს და ცხოვრობს გაქცეული დედის დედასთან ანუ ბებიასთან.
ნატალია რაზუმნაია რამდენიმეჯერ იქნა დაჯილდოებული წარმატებული სამსახურისათვის, დროზე ადრე ორჯერ მიენიჭა წოდებაც, თუმცა როცა ერთერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც თაღლითობის მუხლით იყო აღძრული ამოტივტივდა რაზუმნაიას გვარი, რომელიც შეეცადა აღნიშნული დანაშაულის "ჩაფარცხვას" და რეალური ფაქტების ფალსიფიცირებას.
რის გამოც მის უშუალო უფროსთან ერთად იქნა სამსახურიდან მოხსნილი, უფროსი მალევე დააბრუნეს და პენსიაზე "ღირსეულად" წასვლის საშუალება მისცეს.
ხოლო რაზუმნაია გაიქცა და რუსი სამართალდამცველების ვარაუდით, დიდი ალბათობით საქართველოს აფარებს თავს.
imageimageimageimage



0
398
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
398