x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
22   სასტიკი ჭეშმარიტება, რომლის აღიარებაც სამწუხაროდ არავის სურს
image



ცხოვრება- ეპიზოდების და მომენტების არაპროგნოზირებადი ჯაჭვია, რომლებიც არასოდეს განმეორდება, წერს пишет Awareness Act. ერთნი ამჯობინებენ არ გარისკონ, სხვები კი პირიქით, სიამოვნებას ღებულობენ ექსტრემისგან.




რაც არ უნდა ეცადოთ ცხოვრება გააკონტროლოთ, ის ადრე თუ გვიან სიურპრიზს მაინც მოგართმევთ. ასეთ მომენტებში მეტი არაფერი გრჩებათ- გარდა იმისა, რომ მხოლოდ გააცნობიეროთ და მიიღოთ მნიშვნელოვანი, მაგრამ სასტიკი ჭეშმარიტება ცხოვრებაზე.



1. ჩვენ სიკვდილს ვიწყებთ იმ დღიდანვე, როდესაც ვიბადებით. მიწაზე გამოყოფილი დრო, საჭიროა მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

image

goodfon.com




2. ცხოვრება უსამართლოა. ცუდი ადამიანები ყოველთვის არ იღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. გარემოებები ყოველთვის არ ეწყობა ისე, როგორც ჩვენ გვინდა.



3. მოკვდება ყველა, ვისაც თქვენ იცნობთ. ამის შეცვლა ჩვენს ძალებს აღემატება. უბრალოდ გაუფრთხილდით მათ, სანამ აქ არიან, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება აღარ გყავდეთ.

4. ცხოვრებაში ყოველთვის არ შეგხვდებათ კეთილისმსურველი ადამიანები.



5. კარგ ადამიანებსაც ემართებათ ცუდი. ზოგჯერ ყველაზე კარგი, მამაცი და პატიოსანი ადამიანი კვდება პირველი.


6. ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი. თუ უბედური ხართ, არავითარი თანხა ამას ვერ შეცვლის. სიხარულის ნამდვილი წყარო- თქვენშია, შიგნით.



image


pickthebrain.com




7. იდეალური არავინაა.



8. ცხოვრება ცვალებადია. ის თავდაყირა აყენებს ყველაფერს მაშინ, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები.


9. ყველასთვის კარგი ვერ იქნებით. შეჩერდით და დაფიქრდით საკუთარ თავზე, საკუთარ მოთხოვნილებებზე და სურვილებზე.

10. თქვენი სიტყვები არაფერს ნიშნავს. მნიშვნელობას იძენს მხოლოდ თქვენი ქმედებები.




11. სანამ თქვენ სასოწარქვეთილი ეძებთ საკუთარ ბედნიერებას, ის ჩაგივლით გვერდით. ნუ ხარჯავთ საკუთარ დროს იმის ძებნაში, რაც მუდმივად გისხლტებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგრჩებათ დღევანდელი მომენტის მშვენიერება.


12. ყველაზე ძვირფასი ამ ქვეყანაზე - დროა. ისწავლეთ ცხოვრება მოცემული მომენტით.



13. ცხოვრება სავსეა სიმახინჯით და უსიამოვნებებით. უბრალოდ, შეეგუეთ მათ. აწიეთ თავი მაღლა და ეცადეთ კონცენტრაცია გააკეთოთ მხოლოდ პოზიტიურ მხარეებზე.


14. თქვენს ცხოვრებაში მრავალი საშინელი რამ მოხდება. დაიმახსოვრეთ: ეს არაა ქვეყნის დასასრული.


15. წარმატებისთვის მაღალი ფასის გადახდა მოგიწევთ. რამეს რომ მიაღწიოთ, საჭიროა ბევრი და მძიმე მუშაობა. არავის დაუპყრია სიმაღლეები პირველ ცდაზევე.



16. არავის აინტერესებს თუ რა გიჭირთ თქვენ. თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ სიცოცხლეს ბრძოლაში ატარებს. თითოეულს მრავალი სირთულის გადალახვა უწევს. ყველას ცხოვრებაში საკუთარი ბრძოლა აქვს.




17. გიღალატებენ. და არა ერთხელ. როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ელით. მოღალატე შეიძლება გახდეს თქვენი ბიზნეს პარტნიორი და საუკეთესო მეგობარიც კი.


image

forgettingforward



18. დრო იცვლება. უცვლელი არაფერი რჩება.



19. ადამიანები იცვლებიან. ზოგჯერ უარესობისკენ. ამას ვერსად წაუხვალ.



20. იმისათვის რომ დრო კარგად გაატარო, ბევრი ფული აუცილებელი არაა.



21. სისულელეებზე დაკარგულ დროს, ვერასოდეს დააბრუნებთ.



22. გინდათ კომფორტული ცხოვრება? ამისთვის შრომა მოგიწევთ. რამეს რომ მიაღწიოთ, უნდა გქონდეთ მიზანი და სწრაფვა, მუდამ მოძრაობა მისი მიმართულებით.



თქვენ ეთანხმებით სტატიაში გადმოცემულ ჭეშმარიტებებს? რა შეგიძლიათ დაუმატოთ ამ ჩამონათვალს?

იხილეთ ასევე:


რას უნდა ნიშნავდეს? ეს უბრალოდ წარმოსახვის თამაშია თუ არის ამაში რაღაც კიდევ ისეთი? თუ თქვენ ოდესღაც დაგიკარგავთ საყვარელი ადამიანი, მაშინ იცით, რომ მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს მთელი ცხოვრება გრძნობთ მანამდე, სანამ არ დადგება ერთგვარი შვების მომენტი. და როდესაც განიცდით ახლობელი ადამიანის სიკვდილს, ის

ეძებდით სწრაფად გამდიდრების ფორმულას? აი ისიც! ჟურნალისტი მინდა ცეტლინი მოგითხრობთ იმ ოთხი ძირითადი ჩვევის შესახებ, რომლებმაც უორენ ბაფეტი მულტიმილიარდელად აქცია. თქვენც შეგიძლიათ დაიწყოთ და ახლავე მიბაძოთ მას. 1. იფიქრეთ როგორც მეწარმემ გაქვთ გამომგონებლის ტვინი? მაშინ გაგიმარათლათ.

თითქმის ყველა ნივთს აქვს საკუთარი ვარგისიანობის ვადა. ზოგჯერ ეს არც კი ვიცით და ვაგრძელებთ მათ გამოყენებას. თუმცა, ეს უსაფრთხო შეიძლება არც კი იყოს! გაგაცნობთ 15 ნივთს, რომლებსაც აქვთ ვარგისიანობის ვადა და ჩვენ ეს არ ვიცოდით! დენის ქსელური მცველები, სტაბილიზატორები და დამაგრძელებლები - 2 წ...

გრძნობები და აზრები გარდაიქმნება ენერგიად, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს კარმასთან - წერს Stiri Actuale. სამწუხაროდ, ადამიანები უფრო ხშირად გადმოსცემენ უარყოფით ემოციებს და იმიტომ, რომ გაცილებით მარტივია, არაფერი მოიმოქმედო და რაც მოხდა, გარემოებებს გადააბრალო, ვიდრე გადაილახო წინააღმდეგობები დადებითი შედეგების მიღებისთვის. დღესღე...

1. ქალაქში პედოფილების ბანდაა! გააფრთხილეთ ყველა! ისინი დადიან ქალაქში და ჩვენს შვილებს იტყუებენ კნუტებით და ლეკვებით! - ასეთმა განცხადებამ ააფორიაქა ერთ-ერთი ქალაქის მშობლების თითქმის ნახევარი. გაორებული განცდებია: თითქოს გესმის რომ აქ რაღაც ისე ვერაა, მაგრამ გაფრთხილებულს ღმერთი უფრთხილდება, ასე

2
4698
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
4698
  
2019, 3 ივლისი, 18:39
მართალი ხართ :-)
2019, 3 ივლისი, 10:52
თუ ადამიანები ვიცხოვრებთ შეგონებით - ,,მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ,, - მაშინ აქ ჩამოთვლილი ბევრი პუნქტი გაუქმდება)
0 1 2