x
image
კატაპულტი
მოცხარი (,,სმაროდინა") - ორგანიზმისათვის აუცილებელი ვიტამინების შემცველი კენკრა
image

მოცხარი ხურტკმელისებრთა ოჯახის მცენარეა, რომელიც 1-დან 3-მეტრამდე ბუჩქებად იზრდება.არსებობს წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და შავი ფერის მოცხარი.საქართველოში ძირითადად გავრცელებულია წითელი და შავი ჯიშის მოცხარი,

image

თუმცა ბოლო პერიოდში ცალკეულმა ფერმერებმა ყვითელი ჯიშის გწავრცელებაც დაიწყეს.




ზოგადად, კენკროვანი კულტურები გამოირჩევა ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებებით და მათ შორისაა მოცხარიც.ქვემოთ უფრო ვრცლად გაიგებთ იმის შესახებ, თუ რა ვიტამინებს შეიცავს იგი და რა მოქმედებას ახდენს ის ორგანიზმზე: მოცხარი შეიცავს შაქრებს, თავისუფალ მჟავებს, მთრთილავ და საღებავ ნივთიერებების, ასევე P, B1 და A ვიტამინებს. შავი მოცხარი კი განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. მოცხარი კარგი საშუალებაა და მედიცინაში ხშირად გამოიყენება, როგორც მადის მომამატებელი, სისხლის მომამატებელი, ანთების საწინააღმდეგო, ნაღველგამომყოფი და დამამშვიდებელი საშუალება.


დადებით თვისებებთან ერთად, აუცილებელია, ვიცოდეთ მისი უარყოფითი თვისებებიც: მოცხარის წვენის მიღება არაა რეკომენდირებული მათთვის, ვისაც აწუხებს: სისხლის შედედების დაბალი მაჩვენებელი, მწვავე გასტრიტი, ჰეპატიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. მოცხარის მიღება სხვადასხვაგვარად შეიძლება, მაგალითად, კომპოტის, მურაბის, მარმელადის სახით, შაქართან ერთად აჭყლეტილი სახით.ასევე ცნობილია შავი მოცხრის ღვინოებიც.პირდაპირ საჭმელად მოცხარი ნაკლებად სასიამოვნოა, რადგან მომჟავო გემოთი ხასიათდება.





თემასთან ახლოს:

ცნობილი ადამიანების საინტერესო ფრაზები ჯანმრთელობის შესახებ

სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია თაფლის შესახებ

0
1021
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
1021
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0