x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"მოკლედ წერეთ რაც გინდათ, არც კითხვას და არც პასუხის გაცემას აღარ ვაპირებ... " - ნახეთ, ვინ გაანაწყენა ნანკა კალატოზიშვილი

image


მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციების მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს სოციალური ქსელის საშულებით ეხმაურება და საგანგებო პოსტის საშუალებით თითოეულ მათგანს მიმართავს: "მოკლედ ეს დღეები ბევრი პოსტი წავიკითხე, ბევრი ბრალდება და ლანძღვა, ზოგს პასუხიც გავეცი, რასაც აქამდე ძირითადად არ ვაკეთებდი ხოლმე. რაღაცნაირად მეგონა რომ თუნდაც კამათს აზრი ექნებოდა. ხოდა მომბეზრდით ძალიან. ისეთი მარტივი რაღაცეების გაგება გიჭირთ ან არ გინდათ ვიღაცეებს, ადამიანურ თვისებებს მე ვერ გაგიღვიძებთ, მანდ ექიმი თუ დაგვეხმარება, მე მეზარებით უკვე ძალიან.ისეთები გაბოროტდით უკვე, რომ ვერ გავიკარებ ამ ენერგეტიკას ვერანაირად. მოკლედ წერეთ რაც გინდათ, არც კითხვას და არც პასუხის გაცემას აღარ ვაპირებ, სანამ არ განიკურნებით. ყალბ, ორმაგი სტანდარტებით მცხოვრებ, მოგონილ მორალისტებში, მართალი გითხრათ ამ პერსპექტივას ვერც ვხედავ ჯერჯერობით, ასე რომ სავარაუდოდ დიდი ხნით დავისვენებ თქვენგან და მარტივად მივხედავ ჩემს პრინციპებს და გავაგრძელებ იმას, რასაც ეს 11 დღე არ ვნებდებოდი. ტვინში ეტყობა ძალიან დაგემშვიდობეთ, უკვე ისეთი სასიამოვნო შვებაა, როცა ვიცი რომ აღარ იქნებით ჩემს ცხოვრებაში, ისევე როგორც ადრე, "- დაწერა საკუთარ გვედზე მსახიობმა.




0
366
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
366