x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
სოფლის მღვდელმა ყოველდღე, სახლიდან გასვლისას, 3 რამის კეთება მასწავლა

image


სამწუხაროა, რომ ახლა ამას არავინ აკეთებს.


ბევრი წლის წინ, ერთი მოხუცი ბერიკაცი ცხოვრობდა, რომელსაც ბევრი შვილი და კიდევ უფრო ბევრი შვილიშვილი ჰყავდა, ხანდაზმულს წლების განმავლობაში დაგროვილი უდიდესი ცხოვრებისეული სიბრძნე და გამოცდილება ჰქონდა, რომელსაც საკუთარ შვილიშვილებს გამუდმებით უზიარებდა. ერთხელ უფროსმა შვილიშვილმა მოხუცს ჰკითხა:


მთელი ცხოვრება როგორ შეძელით ასეთი სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნება? თქვენ ხომ ამდენი რამ გადაიტანეთ!


ჩემო ძვირფასებო, მე ყოველთვის ვცდილობდი ჩემი გული ცდუნებისგან დამეცვა. როცა ახალგაზრდა ვიყავი, მოხუცმა მღვდელმა 3 რამის კეთება მასწავლა. ყოველდღე, როცა სახლიდან გავდიოდი, აი ამას ვაკეთებდი:


.... პირველ რიგში, მზერას ზეცისკენ აღვაპყრობდი - რათა არასდროს დამევიწყებინა: რომ იქ ჩემი ზეციური მამაა, რომელიც თვალყურს მადევნებდა, მიცავდა და მუდამ გზის გაკვალვაში მეხმარებოდა...


image


.... მეორე რიგში, თვალებს ძირს ვხრიდი - ამ მომენტში მე კარგად ვაცნობიერებდი თუ რა პატარა ადგილი იყო საჭირო ჩემი სამარისთვის..


image


...მესამე რიგში, ჩემს მზერას ავადმყოფ და გაჭირვებულ ადამიანებს - უსინათლოებს, ყრუ - მუნჯებს, ღატაკებს, მშივრებსა და უსახლკაროებს ვაპყრობდი, გული კი მადლიერებით მევსებოდა იმის გამო, რაც გამაჩნდა...


image


აი ასე, ჩემო შვილებო, სწორედ ამგვარად შევძელი, მიუხედავად, ყველანაირი სირთულისა და სიდუხჭირისა, შემენარჩუნება ცხოვრების გზაზე ბედნიერებისა და უდარდელობის განცდა. ჩემი ცხოვრება მე ღმერთთან ერთად სიმშვიდესა და სიხარულში განვლიე, რასაც ასევე, თქვენც გისურვებთ.



ვფიქრობ, მოხუცის ეს ისტორია ზნეობრივ დამრიგებლური ხასიათისაა, რომელიც ღირს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაითვალისწინოს. თუკი გარშემო თქვენც გყავთ ასეთი ნაცნობები, ნუ დაიზარებთ და ეს ისტორია მათთაც გაუზიარეთ.




0
350
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
350