x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
მხიარული გოგონების ჩანთები თქვენი პატარა პრინცესებისთვის
image


ცნობილი ფაქტია, რომ პატარა გოგონებს ძალიან უყვართ რაიმე განსაკუთრებული, ლამაზი და ზღაპრული აქსესუარებით თავის მოწონება. გამორჩეულად კი ისეთი საჩუქრები ახარებთ, რომლებიც რომელიმე პრინცესის ან მულტფილმის გმირის სურათებითაა მორთული. დღეს ბევრ ბავშვებისთვის განკუთვნილ აქსესუარს შეხვდებით, რომელიც მსგავსადაა გაფორმებული, თუმცა თითქმის ყველა ერთმანეთს ჰგავს. განსხვავებული და განსაკუთრებული აქსესუარის მაძიებელ მშობლებს საკმაოდ რთული შრომის გაწევა უწევთ და იშვიათად თუ პოულობენ რაიმე ისეთ ნივთს, რომელიც მათზე გამორჩეულ შთაბეჭდილებას დატოვებს.


სწორედ მსგავსი შემთხვევებისთვის „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელი თქვენს გოგონებს, „მხიარული გოგონების ჩანთებს“ სთავაზობს. განსაკუთრებული და გამორჩეული ვიზუალი პატარა პრინცესებს ნამდვილად არ დატოვებს გულგრილს.


„მხიარული გოგონების ჩანთები“ ზაფხულის ფერადი და გასაოცარი თავგადასავლებისთვისაც ნამდვილად საჭირო აქსესუარია. მათთან ერთად გატარებული არდადეგები თქვენს შვილებს გამორჩეულად დაამახსოვრდებათ. კიკინებიანი ჩანთები, თქვენი კიკინებიანი გოგონების ერთგულ მეგობრად იქცევიან. კიკინებიანი მეგობრების ყიდვას „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში შეძლებთ, სადაც თქვენი პატარასთვის ჩანთის შესაფერის ულამაზესი პენალსაც შეარჩევთ. პენალი და ჩანთები არ არის ზედმეტად გადატვირთული. ისინი მინიმალისტური, ფერადი, კოხტა და ყველა პატარასთვის თვალისმომჭრელია.



ასე რომ, აჩუქეთ თქვენს შვილს განსაკუთებული მეგობრები - ვივი, იოიო და კოკო. ისინი ბავშვს ზაფხულის დღეებს გაუფერადებენ და თავს გამორჩეულ, კიკინებიან პრინცესად აგრძნობინებენ.


0
14
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0