x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
„I - მიატოვა, II-სიკვდილით დასაჯა, III-გარდაიცვალა, IV- მიატოვა, V- სიკვდილით დასაჯა, VI - გადარჩა“ - ჰენრი მერვეს 6 ცოლი
ჰენრი

ჰენრი VIII ტიუდორი არის ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მეფე. პოპულარულობაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გამორჩეულ, არაორდინარულ ხასიათს. ძალაუფლების მოყვარული მეფე იღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვნებებსა და პირად გრძნობებზე დაყრდნობით. ცხოვრების გზაზე მას ბევრი საყვარელი ჰყავდა და "გამოიცვალა" ექვსი ცოლი.

image

ჰენრი VIII-ს მსგავსი ძლიერი და დაუვიწყარი შთაბეჭდილება მხოლოდ რამდენიმე მეფემ დატოვა. ის ახალგაზრდობაში იყო საკმაოდ მომხიბვლელი, არტისტული, განათლებული, ძალზედ ჭკვიანი და გამჭრიახი გონების პატრონი, ასევე ეგოისტური, თავნება და ბეთქებადი ხასიათის მქონე მონარქი. ამ გარემოებამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი მის მმართველობაზე და აისახა ინგლისის მომავალზეც. ის მართავდა ბრიტანეთის სამეფოს 40 წლის განმავლობაში.


მის სასიყვარულო ამბებზე ლეგენდები დადიოდა, გთავაზობთ მეფე ჰენრი VIII-ს საყვარელი ცოლების მოკლე ისტორიას.

image

პირველ ცოლი - კატალინა არაგონელი (1485-1536). კატალინასთვის ეს იყო მეორე ქორწინება. პირველად იგი დაქორწინდა პრინც არტურზე (ჰენრი VIII-ს უფროს ძმაზე), რომელიც გარდაიცვალა ახალგაზრდა ასაკში 1502 წელს. ხოლო 1509 წელს გაყვა ცოლად უმცროს ძმას, რომელიც ტახტზე ავიდა.

ქორწინება გრძელდებოდა 1533 წლამდე, მაგრამ ამ შეუღლებამ არც ქმარს და არც ცოლს ბედნიერება არ მოუტანა. 1511 წელს კატალინა აჩენს პრინც ჰენრის, რომელიც ორ თვეში გარდაიცვლება, ხუთი წლის შემდეგ კი უჩნდებათ გოგონა-მარია, მომავალი ინგლისის დედოფალი. მეფის ოცნება კი იყო მემკვიდრე, რათა გაეგრძელებინა ტიუდორების დინასტია. პირველ ცოლთან არაფერი გამოუვიდა და გადაწყვიტა მასთან გაშორება. კათოლიკური ეკლესია გამოვიდა ამ განქორწინების წინააღმდეგ. მეფემ ინგლისის ეკლესიას თავისუფლება მიანიჭა და თვითონვე ჩაუდგა სათავეში, რის შემდეგაც განქორწინების უფლება თავადვე მისცა საკუთარ თავს

image

1535 წლიდან კატალინა არაგონელი საცხოვრებლად კიმბლტონის სასახლეში გადავიდა. იგი იქ რელიგიური ცხოვრებით დაინტერესდა. დეკემბრის ბოლოს კატალინა იმდენად მძიმედ დაავადდა, რომ სიკვდილის პირას იყო. მიუხედავად ამისა, წერილებში კატალინა ჰენრის მოიხსენიებს, როგორც თავის საყვარელ ბატონსა და ქმარს.

მეორე ცოლი - ანა ბოლეინი (1507-1536). მან განათლება მიიღო საფრანგეთში და იყო ამავე ქვეყნის დედოფლის ფრეილინა. ანა იყო საშუალო სიმაღლის, კოხტა ტანის, ჰქონდა გრძელი, მუქი, სქელი თმა, ყავისფერი თვალები. იგი ასევე გამოირჩეოდა მიმზიდველი ტუჩებითა და ოდნავ მუქი სახის ფერით. იყო ჭკვიანი, ელეგანტური, პირდაპირი, მახვილგონიერი, ტემპერამენტული, სიცოცხლის მოყვარული და ამასთან ერთად ჰქონდა თავნება და საშინელი ხასიათი.

image

1525 წლიდან ანა გამოჩნდა ინგლისელი დედოფლის, ჰენრი VIII-ს მეუღლის, კატალინას, ფრეილინებს შორის. დანახვისთანავე მეფე დაინტერესდა ჭკვიანი და გრაციოზული ანათი, თუმცა ის თავშეკავებას იჩენდა მეფისადმი. ყურადღებას არ აქცევდა, არ იღებდა მის საჩუქრებს და ხელს ჰკრავდა, რადგანაც იცოდა, რომ მხოლოდ მეფის საყვარლის როლი ერგებოდა. რაც უფრო დიდი დრო გადიოდა, მით უფრო მეტად უყვარდებოდა მეფეს და მეტად უნდოდა მიახლოებოდა, მაგრამ ის ძლიერ უარზე იყო და არ იკარებდს მეფეს. ასე გრძელდებოდა 7 წელი. ზუსტად ამ დამოკიდებულებით მოხიბლა და შეაყვარა თავი ანამ და ნელ-ნელ უწვეთებდა იმ იდეას, რომ უნდა გაშორებოდა კატალინას და თვითონ გამხდარიყო ინგლისის დედოფალი, სხვა შემთხვევაში ის მას ვერ დაეუფლებოდა.image

ეკლესიის მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ იქორწინეს 1533 წელს. იმ წელს გაუჩნდათ გოგონა, ინგლისის მომავალი დედოფალი, ელიზაბეტ I, ნაცვლად მოსალოდნელი ბიჭისა. მეფის იმედგაცრუებას საზღვარი არ ჰქონდა.

image

მეორე ორსულობა დამთავრდა წარუმატებლად: ჩვილი ბიჭი დაიბა გარდაცვლილი. მეფე თანდათანობით კი მეუღლის მიმართ გულგრილი გახდა. ანა გამუდმებით ერეოდა პოლიტიკურ საკითხებში, აწყობდა მდიდრულ დღესასწაულებს და ყიდულობდა ძვირფას სამკაულებს მეუღლის არყოფნის დროს. ბოლოს და ბოლოს მეფეს ეს ყველაფერი მოსწყინდა და მისივე ბრძანებით მაისში, 1536 წელს, ანა ბოლეინი დაადანაშაულეს მეუღლის ღალატში და წარდგა სასამრთლოს წინაშე. მას ბრალი წაუყენეს ჯადოქრობასა და ინცესტის ფაქტზე. ვითომ მას ჰქონდა სქესობრივი კავშირი ღვიძლ ძმასთან. ამ ბრალეულობებს კიდევ დაამატეს შეთქმულება მეფის წინააღმდეგ.image

სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უმკაცრესი და უმოწყალო. ანა ბოლეინს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. იმ დროს ინგლისში იყენებდნენ 2 სახის სიკვდილით დასჯას. ესენია: ცოცხლად კოცონზე დაწვა და თავის მოკვეთა. არჩევანი მეფეზე იყო. მან ბრძანა თავი მოეკვეთათ მოღალატე ცოლისთვის, ცულით კი არა, არამედ ხმლით. სპეციალურად საფრანგეთიდან ჩამოიყვანეს ჯალათი, რადგან ინგლისელებმა ხმლით თავის მოკვეთა არ იცოდნენ.

image

სიკვდილით დასჯა შესრულდა 19 მაისს, 1936 წელს. დედოფალმა ჩაიცვა მწვანე აბრეშუმის მდიდრული კაბა, ქვემოდან წითლით მოქარგული. კისერზე დაიკიდა ოქროს ჯვარი, ხელზე კი გაიკეთა თეთრი ხელთათმანი და ბიბლიით ხელში ავიდა ეშაფოტზე. პაპმა წაუკითხა ლოცვა, ანა დავარდა მუხლებზე, ხოლო ჯალათმა აიქნია ხმალი და გააგდებინა თავი დედოფალს. მეფემ, რომელიც ამ ყველაფრის შემყურე იყო, სასჯელის დასრულების შემდეგ ყველას მოუწოდა გართობისკენ.

image

მესამე ცოლი - ჯეინ სეიმური (1508-1537). ის იყო ანა ბოლეინის ფრეილინა. 1533 წელს მეფეს ამ დროსითვის გრძნობები უკვე გაციებული ჰქონდა ანას მიმართ. პარალელურად ურთიერთობები დაიწყო ჯეინთან, რომელიც ხასიათით და გარეგნობითაც იყო ანას საპირისპირო. 19 მაისს თავი მოჰკვეთეს ანას და 20 მაისს მათ მალულად დაიწერეს ჯვარი.

imageჯეინი არ ერეოდა პოლიტიკურ საქმეებში, ის ზრუნავდა მეფესა და მის განწყობაზე. ამიერიდან მისი ცხოვრების მიზანი გახდა მეუღლე, რათა შეექმნა მისთვის შესაფერისი ოჯახური გარემო. „მზად არის დაემორჩილოს და ემსახუროს “- ეს დევიზი აირჩია ახალმა დედოფალმა და მიჰყვა მას სიცოცხლის ბოლომდე. ჯეინი მალევე დარჩა ფეხმძიმედ და გაუჩინა მეფეს დიდი ხნის ნანატრი ტახტის მემკვიდრე, რომელსაც დაარქვა ედუარდი. მშობიარობის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა, სავარაუდოდ, დაინფიცირდა, დაემართა ცხელება და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

imageმეფის აღიარებით, ჯეინ სეიმური იყო მისთვის ყველაზე საყვარელი ცოლი. ის გულწრფელად წუხდა, ტიროდა და გლოვობდა მას.

შემდგომ, სიკვდილის პირას მყოფმა მეფემ განაცხადა, რომ დაესაფლავებინათ მისი ნამდვილი ცოლის, ჯეინის, გვერდით.

მეოთხე ცოლი - ანნა კლევსკაია (1515-1567). შემდეგი ცოლის არჩევაზე პოლიტუკურმა გათვლებმა იმოქმედა. მას შესთავაზეს ანნა კლევსკაია. ის იყო ძველი არისტოკრატული გერმანული გვარის, ლამარკების, წარმომადგენელი, მაშინდელი მმართველის - ჰერცოგ კლევის ღვიძლი და. მის მფლობელობაში არსებული მიწები შედიოდა წმინდა რომის იმპერიაში.

imageეს ქორწილი ამაგრებდა ურთიერთობას გერმანიის პროტესტანტ დიდგვაროვნებს, ფრანცისკ I-სა და ინგლისის მეფეს შორის. მეფემ ქორწინების აუცილებელ პირობად წააყენა პატარძლის პორტრეტი, რისთვისაც კლევში სპეციალურად გააგზავნეს სამეფო მხატვარი, ჰანს გოლბეინი უმცროსი. პორტრეტით კმაყოფილი მეფე დაუსწრებელ ნიშნობაზეც დათანხმდა. მოუთმენლად ელოდა მეფე თავის ახალ რჩეულს, მაგრამ ინგლისში ჩამოსული პატარძალი (მისი პორტრეტისგან განსხვავებით) ჰენრის კატეგორიულად არ მოეწონა.

imageთუმცა ქორწინება მაინც შედგა 1540 წლის იანვარში და მეფემ მაშინვე დაიწყო მიზეზების ძებნა, რათა თავიდან მოეშორებინა ახალი ცოლი. ივნისში ქორწინება გაუქმდა, მიზეზი კი გახდა ანნას ძველი ნიშნობა ჰერცოგ ლოტარინელთან. ამის გარდა ჰენრიმ განაცხადა, რომ ფაქტიურად ცოლქმრული ურთიერთბა მათ შორის არ ყოფილა. ანნა დარჩა ინგლისში „მეფის დის“ ტიტულით და მოესწრო ჰენრის, მისი ცოლების სიკვდილს და ასევე ელისაბედ პირველის მმართველობას. ეს ქორწინება შედგა თომას კრომველის გარიგებით, რისთვისაც ის სიკვდილით დაისაჯა- თავი მოჰკვეთეს.

image

მეხუთე ცოლი - ეკატერინე ჰოვარდი (1521-1542). ჰოვარდები მე-16 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი საგვარეულოა. ეკატერინე დაიბადა ღარიბ ოჯახში. დედის სიკვდილის შემდეგ აღსაზრდელად გააგზავნეს ახლობელ ჰერცოგინიასთან. მასთან მან მიიღო მწირი განათლება. იზრდებოდა გარყვნილ გარემოში, მალევე გაიჩინა საყვარლები. 1539 წელს ბიძამისის, სერ თომას ჰოვარდის, დახმარებით ხვდება სამეფო კარზე.

imageმეფე მეოთხე ცოლით აღფრთოვანებული არ იყო, მაგრამ მის გვერდით ბევრი ლამაზმანი იწონებდა თავს. ჰენრიმ ლედი ჰოვარდი გამოარჩია და მის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. მალევე, 1540 წლის ივლისში, მათ იქორწინეს.

ქორწილის მერე ჰენრი შეიცვალა, თითქოს მეფე 20 წლით გაახალგაზრდავდა. სამეფო კარზე განახლდა ტურნირები, წვეულებები და სხვა გასართობები. ჰენრის ახალი დედოფალი იყო ძალიან კეთილი, უბრალო. მეფე ანებივრებდა მას საჩუქრებით და ისიც სიხარულს გამოხატავდა, როგორც პატარა ბავშვი. ჰენრი ეძახდა მას „ვარდს ეკლების გარეშე“. ბედნიერად ცხოვრობდნენ ახლად შეუღლებულნი, თითქოსდა ცხოვრება ცუდს არაფერს მოასწავებდა.

image

მაგრამ ახალგაზრდა ცოლს კარგი წარსული არ ჰქონდა. ქორწილამდე არსებულ საყვარლებს მოუნდათ სამეფო კარზე გამოჩენა. იმის სანაცვლოდ, რომ არ გაახმაურებდნენ ეკატერინეს გარყვნილ წარსულს, ახალ დედოფალს შანტაჟის სახით გამოსთხოვეს სამეფო კარზე ადგილი. ასევე პარალელურად ეკატერინემ გაიჩინა ახალი საყვარელი, გვირგვინოსანი მეუღლის მოსამსახურე ბიჭი, თომას კალპეპერი.

image

როცა მეფეს ცოლის ღალატის შესახება მოახსენეს, ის დაიბნა. რეაქცია ქონდა მოულოდნელი - ცრემლები და იმედგაცრუება. დედოფლის ყველა საყვარელი სიკვდილით დასაჯეს. 1542 წლის 13 თებერვალს ხალხის წინაშე თავი მოჰკვეთეს 21 წლის ეკატერინე ჰოვარდს - ჰენრის მეხუთე ცოლს. საცოდავი იმყოფებოდა ძლიერ შოკირებულ მდგომარეობაში, ამიტომ სასჯელის ადგილას პრაკტიკულად მიიტანეს.

image

სასჯელის შემდგომ, ეკატერინეს სხეული დაასაფლავეს ჰენრის მეორე ცოლის, ანა ბოლეინის, გვერდით, რომელიც მისი ალალი ბიძაშვილი გახლდათ.

მეექვსე - ეკატერინე პარრ (1511-1548). ის გაყვა ჰენრი VIII 1543 წელს 32 წლის ასაკში. მაგ დროისთვის მეფე დეპრესიაში იმყოფებოდა, მას აწუხებდა ჩირქოვანი ჭრილობა და სიმსუქნე. ის თავისით ვეღარ გადაადგილდებოდა და ეს მდგომარეობა წარმოუდგენლად აღიზიანებდა. ეკატერინეს პირველად შეეშინდა, რომ ჰენრიმ მის მიმართ ყურადღება გამოიჩინა. მას ერგებოდა დეპრესიულ ბებერთან ჯდომა და მოვლა, ჭრილობის გადახვევა და მისი მრისხანების გაძლება.

imageმაგრამ ეკატერინეს გამოსავალი არ ჰქონდა, ვერსად ვერ გაექცეოდა მეფეს, ამიტომ მიიღო მისი ხელის თხოვნა. ეს წლები ის მძიმედ ავადმყოფობდა, მაგრამ ცოლი არ აძლევდა საშუალებას დამატებითი მწუხარებისთვის. მისთვის მესამე ქორწილი იყო, ჰქონდა ოჯახური ცხოვრების დიდი გამოცდილება, რომელიც გამორიცხავდა ღალატსა და ეჭვიანობას.

imageმაგრამ მათი ურთიერთობა ბოლომდე მაინც არ იყო მშვიდი. ეკატერინე იყო პროტესტანტი და ცდილობდა, გავლენა მოეხდინა მეფეზე, რათა მხარდაჭერა გამოეცხადებინა პროტესტანტული დაჯგუფებების მიმართ. კონფლიქტურმა სიტუაციამ რელიგიურ დაჯგუფებებს შორის აპოგეას მიაღწია. ბრძანება უკვე მზად იყო ეკატერინეს დაპატიმრებაზე, აკლდა მხოლოდ მეფის ხელმოწერა. ჰენრი VIII გარდაიცვლა 1547 წელს და დარჩა ბრძანება ხელმოუწერელი. ეკატერინე სასწაულებრივად გადაურჩა დაპატიმრებას.

image

მაშასადამე, ჩანს, რომ ჰენრი VIII - ს ცოლები იყვენ აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათისა და გარეგნობის ქალბატონები. ისინი აღმოჩნდნენ ცხოვრების პიკზე, მაგრამ რამდენიმემ ვერ გაუძლო წარმატების გამოცდას, ამიტომაც დასასრულიც ამ ქალბატონების აღმოჩნდა განსხვავებული, ორმა მათგანმა კი სიცოცხლე ეშაფოტზე დაამთავრა. ჰენრი VIII საკმაოდ წარმატებული მმართველი იყო, მაგრამ სასიყვარულო ფრონტზე ის წარუმატებელი აღმოჩნდა.



0
303
შეფასება არ არის
ავტორი:მარ.აფციაური
მარ.აფციაური
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0