x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როდესაც ერთ დღესაც გაიღვიძებ და აღმოჩნდება, რომ დედამიწაზე "ბიტლზის" სიმღერები არ არსებობს
imageახალი რომანტიკული მუსიკალური კომედიის პრემიერა დიდ ბრიტანეთში 28 ივნისს შედგა, მთლიანად მსოფლიო ეკრანებზე ფილმის ნახვა სექტემბრის თვიდან იქნება შესაძლებელი.




მოდით ასეთი რამ წარმოიდგინეთ:ერთ დღესაც, დილით იღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ "ბიტლზის" სიმღერები მთელს მსოფლიოში არავინ იცის და არც არავის მოუსმენია თქვენს გარდა.



დანარჩენი მსოფლიოში ყველაფერი ძველებურადაა-მეგობრები, , გარემო, ყველა პოპულარული როკ-ჯგუფი ადგილზეა.... "ბიტლზის" გარდა, ხოლო გუგლში ძებნის დროს სიტყვა "ბიტლზის" ჩაწერის დროს გიჩვენებს ხოჭოს სურათს, ხოლო მათი წევრების (ჯონი, პოლი..)ნაცვლად რომის პაპს იოანე პავლე II-ს აგდებს.



მუსიკოსი და მომღერალი ჯეკ მალიკი, რომელიც ოცნებობს ვარსკვლავი გახდეს, ერთხელაც ველოსიპედით მოძრაობის დროს ავარიაში მოყვება.




ჯეკი სააავადმყოფოში გაახელს თვალს, მაგრამ რაღაც უცნაურ ალტერნატიულ რეალობაში აღმოჩნდება, გარშემო თითქოს ყველაფერი ძველებურადაა თუმცა მოიცადეთ...


საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ (წინა კბილები ჩამტვრეული აქვს ავარიის შედეგად)ჯეკი აიღებს გიტარას ხელში და იწყებს "ბიტლზის" Yesterday-ის შესრულებას, როდესაც ბოლო აკორდს ჩაათავებს, მეგობრები განცვიფრებულები არიან, ჯეკის მეგობარ გოგონა ელის თვალზე ცრემლი მოადგება.


-ღმერთო ჩემო, როდის მოასწარი ასეთი შესანიშნავი სიმღერის დაწერა?-ეკითხება ელი.

-ეს ჩემი სიმღერა არ არის-გაოცებული ამბობს ჯეკი-ეს პოლ მაკარტნია, "ბიტლზი"!

-ვინ?-გაოცებული კითხულობენ მეგობრები-ასეთი არავინ გაგვიგია.

-როგორ, ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი!ეს იყო უდიდესი ჯგუფი!

-ეგეც არ იყოს რა "Coldplay"-ირონიულად გადახედავენ ჯეკის მეგობრები ერთმანეთს.


ამის შემდეგ ჯეკი იწყებს "ბიტლზის" და მისი სიმღერების ძებნას ინტერნეტში, არავითარი მსგავსი არ არსებობს, ბიჭს საფოლკის პროვინციიდან, რომელიც ბავშვობიდან ოცნებობს ვარსკვლავი გახდეს, წინ უდიდესი პერსპექტივა ეშლება, მიითვისოს "ბიტლზის" სიმღერები, ორჭოფობს და სინდისი ქეჯნის, თუმცა საბოლოოდ მაინც გარისკავს და სასწაულიც დგება!

image

ფილმის რეჟისორია დენი ბოილი, მთავარ როლებს ასრულებენ ჰიმეშ პატელი, ლილი ჯეიმსი და ედ შირანი. მარტო "ბიტლზის" სიმღერების გამოყენების უფლება ფილმის შემქმნელებს10 მილიონი დოლარი დაუჯდათ.



0
23
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0