x
ფსიქოლოგიური ომი

image
ომი დიდი სისხლიმსღვრელი აქტი გახლავთ, მაგრამ არსებობს ომის ისეთი სახეები, სადაც ძალადობა ან/და მოძალადე არ ჩანს - ყველაფერი ვარაუდს და პროგნოზს ემყარება. ზოგიერთი მეცნიერი მას „უხილავ ჯარისკაცს“ უწოდებს და იგი მასშტაბური ზიანის მომტანია ეროვნული უსაფრთხოებისთვი.

ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა. ეს არის მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას. ამ დარგის განვითარებას ყოველთვის საფუძვლად ედო რაიმე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა, ან პოლიტიკური ძვრა. მისი განხილვა შეიძლება ორი, ძველი და ახალი, მიდგომით – კლასიკური გაგებით მიმართულია ქვეყნის საგარეო საფრთხეების პრევენციაზე, ხოლო თანამედროვე გაგებით იგი, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ემსახურება სოციალური სიმშვიდის უზრუნველყოფას.

დღესდღეობით, ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ფოკუსირებად ელემენტს წარმოადგენს ფსიქოლოგიური ომი - ყველაზე რთულად შესაცნობი საფრთხე, რომლის წარმოშობა, გავრცელება და სამომავლო პროგნოზირება რთულად განსასაზღვრია. განვიხილოთ დეფინიციები.“ფსიქოლოგიური ომი გულისხმობს მტრის წინააღმდეგ პროპაგანდის გამოყენებას, რომელიც სარგებლობს სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერით. იგი მიმართულია მტრის დემორალიზაციისკენ, განსხვავებული აზრის შევიწროებისკენ ან პირიქით, სახელისუფლო ელეტის მიერ ხელშეწყობილი სტერეოტიპების გაძლიერებისაკენ.“[1] - განმარტებიდან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ ფსიქოლოგიურ ომში შეიძლება როგორც გარე აქტორები (მეზობელი სახელმწიფო - საზოგადოება), აგრეთვე შიდასახელმწიფოებრივი აქტორები იყვნენ ჩართულები (მთავრობა - საზოგადოება). საფრთხის კონსტანტაცია, რომ გარე სახელმწიფოს მიერ პროვოცირებული ფსიქოლიგური ომი უფრო საშიშია, ვიდრე ადგილობრივის მიერ წამოწყებული კამპანია, არ გახლავთ მართებული. ორივე მათგანი მიმართული საზოგადოების დესტრუქციისკენ და ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილობრივი მთავრობის მიერ წარმოებული პროპაგანდა, რომელიც კერძო ინტერესებს ემსახურება, შეიძლება მტრის მიერ მართული ფსიქოლოგიური ომის საფარქვეშ მოქმედებად შეიძლება ჩაითვალოს. ეს არც იქნება საფუძველსმოკლებული ჰიპოთეზა, რადგან ვიღებთ ისეთ მოცემულობას, სადაც მთავრობაც და გარე სახელმწიფოც ცდილობს არადემოკრატიული გზით, მანიპულაციებით გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე.

  • მაგალითი:როცა ფიდელ კასტრომ, კუბაზე, ფულხენსიო ბატისტას მთავრობა დაამხო, ამით უარი თქვა თანამშრომლობაზე და საბჭოთა პოლუსი აირჩია.ეს გადატრიალება ტალღასავით მოედო დანარჩენ დომინიონებს და იმდროინდელი პოლიტიკური ფიგურები უკვე გლობალური უსაფრთხოების სიმყიფეზე საუბრობდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა ფილიპინები, რომელიც კუბაზე მომხდარი გადატრიელების გამეორებას აპირებდა. მაშინ, ერთი ქვეყნის სპეც-სამსახურმა ასეთი ზომები მიიღო ფილიპინების წინააღმდეგ - სოციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უდიდესს ნაწილს ვამპირების არსებობის სჯეროდა.ამ მითის გაძლიერებას კი ადგილობრივი უხუცესები უწყობდნენ ხელს. ერთ ღამეში რამდენიმე ათეული ფილიპინელი მოკლეს, ყელზე დაღი დაადეს და შემდგომ, უხუცესების წყალობით გაავრცელეს მითი იმის შესახებ, რომ „ვამპირები ასე დასჯიდნენ მათ, ვინც რევოლუციურ საქმიანობაში იქნებოდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ფსიქოლოგიური ომის ნეგატიური ფუნქცია ორ ნაწილად დაადგინა:მოწინააღმდეგის სურვილის შერბილება განაგრძოს ომი, რაც გამოხატულია დეზინფორმაციების გენერატორების არსებობით. დეზინფორმაციის გენერატორები, ხშირად, პოლიტიკოსები და მაღალი რანგის საჯარო მოხელეები გახლავთ, აგრეთვე საზოგადოებისთვის ნაცნობი პირები. ეს არის უმთავრესი არგუმენტი აგენტურული ქსელი ლუსტრაციის კანონის მომხრეებისთვის. მეორე ფუნქციაა მორალური უპირიტასებოსის მოპოვება და “დამეგობრებული“ ჯგუფების მხარდაჭერის მოპოვება-შენარჩუნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც შეიძლება ფსიქოლოგიური ომის მეორე ფაზად ჩაითვალოს. ხსენებულის მკაფიო მაგალითია ბალტიისპირა ქვეყნებში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და უნგრეთში (მათ შორის საქართველოში) არსებული ჩანასახოვანი ორგანიზაციები, რომელიც რუსეთის ფინანსური ტრანზაქციებით ახერხებენ რესურსების მობილიზაციას. ამის საპირწონედ, შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ ფაქტობრივი გადამოწმების და მტკიცებულებაზე დაყრდნობილი ანალიზითი საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია მიმდინარე ან/და ისტორიული მოვლენის შესახებ.

ყველა ომში გამოყენებულია იარაღი.ვინაიდან ფსიქოლოგიური ომი თავად უჩინარი ფენომენია, მისი ინსტრუმენტებიც, ხშირ შემთხვევაში, არ გახლავთ ხელშესახები.განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

  • პირდაპირი სიტყვიერი კომუნიკაცია - ეს პრინციპი შესაძლებელია გავაანალიზოთ პოზიტიური მაგალითით, “თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის“ (sivis pacem, para bellum), ეს ლათინური ფრაზა მართლაც ატარებს დიდ, გლობალური უსაფრთხოებისთვის მახასიათებელ შინაარს, კერძოდ სამხედრო რესურსები, გამოუყენებლობის შემთხვევაშიც კი, მნიშვნელოვნად ზრდის სახელმწიფოს უპირატესობას საერთაშორისო, რეგიონულ და ლოკალურ დონეზე. მაგრამ, თუ ამ ფრაზას, პირდაპირი მნიშვნელობით, ყოფაცხოვრებაში გადმოვიტანთ ასეთ სახეს მიიღებს - თუ გსურს თავისუფლება კანონი დაარღვიე ან უარესი, თუ გსურს დიაბეტის დარეგულირება ტკბილეულს და ალკოჰოლს მიეძალე. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი გაუაზრებელი ფრაზა აძლევს მოტივაციას იმ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ მორალისტებად ყალიბდებიან?! რამდენად არის საფრთხისშემცველი ბუნდოვანი ჰიპოთეზები საზოგადოებისთვის?! ნებისმიერ საჯარო პირი, რომელიც საზოგადოებასთან უშუალო კომუნიკატორია შეიძლება განზრახ ან განუზრახველად ფსიქოლოგიური ომის ინსტრუმენტად იქცეს;
  • საინფორმაციო გამოშვებები - ახალი ამბები ე.წ “Daily News”-ები საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მთავარი ინფორმაციის მომწოდებელი წყაროა, რომელშიდაც შეღწევა თითქმის ყველას შეუძლია. ვინაიდა, მედიაგამოშვებები ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ პროცესებს, შესაძლებელია თავი იჩინოს მტრულად განწყობილი ქვეყნის მიერ პროვოცირებული ფსიქოლოგიური ომის ელემენტებმა, თუმცა მთავრობის მიერ ჩარევის შემთხვევაში გარდაუვალია არ მივიღოთ სახელმწიფოსთვის ხელსაყრელი პროპაგანდა. შესაბამისად, მედიას დიდი ყურადღება და ობიექტურობის მძაფრი შეგრძნება მართებს დაიცვას ბალანსი ფსიქოლოგიური ომების სხვადასხვა პოლუსებს შორის, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში სადაც საბჭოთა მენტალობა ჯერ კიდევ მძლავრადაა და საზოგადოებრივი ღირებულებები ფორმირების პროცესშია;
  • პოლიტიკური და სამხედრო მუქარა - ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ფსიქოლოგიურ ომში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მუქარის ავტორს აქვს ნეგატიური გამოცდილება, ამ მხრივ. მუქარა შეიძლება იყოს ვითარების გასამწვავებლად და არ შეიცავდეს რეალურ საფრთხეს, ქმნიდეს ირაციონალურ შიშებს ან რეალურად ასახავდეს მტრული ქვეყნის სამომავლო გეგმებს.როგორც წესი, სამხედრო მუქარამ შეიძლება სამხედრო და პოლიტიკური წარუმატებლობა განაპირობოს რეგიონში, ამიტომაც მსგავსი მოვლენების საფუძველი ვითარების გამწვავებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი ტიპის მუქარები საზოგადოების ნაწილში შფოთვას იწვევს, რაც ფსიქოლოგიური ომს ნეგატიურ ეფექტიანობას ანიჭებს;
  • ლიფლეტები - იგივე ბუკლეტები, მარკეტინგული ქაღალდის მსგავსი ფურცლები, რომელიც ფსიქოლოგიური ომის იარაღად გამოიყენებოდა მე-20 საუკუნეში. ძირითადად, ოკიპირებულ და აჯანყებულ ტერიტორიებზე, თვითმფრინავიდან ყრიდნენ. მასზე გამოსახული ის იდეა, რომელიც აგრესორს სჭირდებოდა;
  • აქსესუარები და ობიექტები - მაისურები, კეპები, საათები და ჩანთები შეიძლება ფსიქოლოგიური ომის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქცეს, იმ შემთხვევაში, როცა ომის მწარმოებელს სურს თავისი იდეოლოგიური მრწამსი საზოაგადოებისთვის თვალშისაცემი გახდეს.მაგალითად, პოლიტიკის ფსიქოლოგიაში არსებობს ორი დეფინიცია[2] „სცილა“ და “ქარიბდა“. “სცილას“ მომენტში იგულისხმება კონდიცია, როცა საზოგადოება აქტიურ რეჟიმში ეწინააღდმდეგება მოვლენებს, პოლიტიკურად ფხიზელია, ხოლო „ქარიბდას’’ შემთხვევაში გარემო ინდიფერენტული და ნიჰილისტურია. ფსიქოლოგიური ყოველთვის მოტივირებულია „ქარიბდას“ გარემოებაში მოიკიდო ფეხი, რათა საზოგადოებას პოლიტიკურად შეეჩვიოს იმ რესურსს, რაც მიეწოდება აგრესორი სახელმწიფოსგან.
  • დღევანდელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპულ და ამერიკულ ნაწილში, სადაც ადამიანის უფლებები კონსტიტუციითა გათვალისწინებული, რთულია ექვილიმბრიუმის ზღვრისა და “ოქროს შუალედი“ - დადგენა ფსიქოლოგიური ომის ინსტრუმენტის ამოცნობამ და გამოაშკარავებამ შეიძლება კანონდარღვევა გამოიწვიოს, განსაკუთრებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში.ევროპაში, სადაც ძალაუფლებისადმი მიდრეკილება ცუდ ტონად ითვლება, დღემდე მოძრაობს ცვლადი სახელად „ყველაფერი პოლიტიკურია“, რის საფარქვეშაც იმალება კონცეფტი მთავრობის უძლეველობისა და მაცდუნებელი ვითარება, რაც პირველი და მეორე მსოფლიო ომი განმეორების ტოლფასია. ამრიგად, საჭიროა “ქარიბდას“ რეჟიმში მყოფიო საზოგადოება, რომელიც ფსიქოლოგიური ომის წინააღმდეგ ყველა რესურსს გამოიყენებს.

    [1] https://www.britannica.com/topic/psychological-warfare

    [2] ორივე დასახელება მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიიდან, კერძოდ ურჩხულების დასახელებიდან, რომლებიც დღევანდელი სიციილისა და კორსიკის მახლობლად მოცურავე მეზღვაურებს უქმნიდნენ საფრთხეებს.

    0
    110
    შეფასება არ არის
    ავტორი:დავით შაქარიშვილი
    დავით შაქარიშვილი
    110
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0