x
image
ნათია ჩხობაძე
არ დაუშვათ ეს შეცდომები ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანისას
ბავშვები უფროსებზე უფრო რთულად ეჩვევეიან ახალ გარემოსა და ადამიანებს.

პირველი დაშორება დედასთან ყოველთვის მტკივნეულად განიცდება მათ მიერ.

ყვირილი, ტირილი, ცრემლები - ეს ხშირად გვხდება, როცა ბავშვი ბაღში მიჰყავთ.

თქვენთვის თავი მოვუყარეთ ფსიქოლოგების მიერ დასახელებულ შეცდომებს, რომლებსაც ხშირად უშვებენ მშობლები.image

  • მიჰყავთ საბავშვო ბაღში ძალიან პატარა ასაკში

  • 1, 5 წლის ასაკში(როცა, დედების უმრავლესობას უმთავრდება დეკრეტული შვებულება) პატარა ადამიანი განიცდის ძალიან დიდ ემოციურ მიჯაჭვულობას მშობლებისადმი. მას უყალიბდება საახლობლო წრის შეგრძნება, სჭირდება მხარდაჭერა. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ დედასა და ბავშვს შორის კავშირის გაწყვეტა 1, 5 წლის ასაკში ორივესთვის საზიანოდა და რეკომენდირებულად ითვლება 3 წლის ასაკიდან ბავშვის საბავშვო ბაღში შეყვანა.image


  • ადარებენ საბავშვო ბაღს სამსახურს
  • image

    ბევრ მშობელს გაუგია ბავშვისგან" არ მინდა ბაღში". ამ დროს მშობლები ბაღს ადარებენ სამსახურს, რაც ცუდი აზრია. ბავშვი ხედავს, რომ სამსახურადნ მშობლები მოდიან დაღლილები, ამიტომ უფრო მეტად აპროსტესტებენ საბავშვო ბაღში სიარულს.


  • აკათებენ შესვენებებს ბაღში სიარულისას
  • თუ ბავშვი არ ავადმყოფობს, მას იმის გამო რომ ადაპტაცია უჭირს, სახლში ნუ დატოვებთ. რამდენიმე დღე სახლში ყოფნა თქვენს შვილს ადაპტაციაში არ დაეხმარება.იფიქრებს, რომ საბავშვო ბაღი არც ისე მნიშვნელოვანია და მისი გაცდენა შეიძლება.


  • უკრძალავენ წაიღონ სახლიდან საბავშვო ბაღში სათამაშოimage
  • როცა ბავშვს მიაქვს სახლიდან სათამაშო, მას აქვს შეგრძნება, რომ სახლის ნაწილი მასთანარის. ასე თავს დაცულად და გაბედულად გრძნობს. უფრო კომუნიკაბელური და აქტიური ხდება.


  • თავს არიდებენ საბავშვო ბაღის შემდეგ მგრძნობიარე თემებსimage
    ყველა ბავშვი, რომელიც ეჩვევა საბავშვო ბაღს თავს გრძნობს დაკარგულად და მარტოსულად. ის ძალიან განიცდის განშორებას მშობლებთან. დედასთან შეხვედრის შემდეგ მას სურს გაუზიაროს სიყვარული და ემოციები. ამიტომ 20-30 წუთი მათ უნდა დაუთმოთ, მოუსმინოთ, მოეფეროთ.


  • უშვებენ ხელიდან ადაპტაციის პერიოდს
  • როცა მშობლები სამსახურში მიდიან, ბავშვები მთელი დღით მიჰყავთ საბავშვო ბაღში. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ბავშვის თავიდანვე მთელი დღით დატოვება დაუშვებელია. ადაპტაცია უნდა მოხდეს საათობრივად. დაიწყოს რამოდენიმე საათით და შემდეგ გავზარდოთ დრო. ასე ნაკლებ მტკივნეულად განიცდება ბავშვის მიერ მშობლებთან დაშორება.image


  • ცუდად მოიხსენიებენ ბავშვებთან აღმზრდელებს
  • ასე ბავშვს საბავშვშო ბაღის შესახებ უარყოფით დამოკიდებულებას ჩამოუყალიბებთ. ის თავს ვერც უსაფრთხოდ იგრძნობს. ამიტომ, არ ღირს ბავშვის თანდასწრებით საბავშვო ბაღის შესახებ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა.

    image

  • ბაღის შემდეგ ხმაურიან ადგილებში მიდიან
  • ბევრი ადამიანის გარემოცვაში ბავშვი სტრესს განიცდის. ბაღის შემდეგ უკეთესია აირჩიოთ მშვიდი, წყნარი ადგილი, რომ განმარტოვდეთ ბავშვთან. შეგიძლიათ სახლში წიგნის წაკითხვით დაკავდეთ, აბაზანაში განტვირთვით და ა.შ.image

  • არ მიყვებიან დღის გეგმას
  • როცა ბავშვი სახლში გეგმის მიხედვით არ ცხოვრობდა, საბავშვო ბაღში მეტ დისკომფორტს განიცდიან. ამიტომ ამას სახლიდანვე მიაჩვიეთ და სტრესი სამომავლოდ შემცირდება.

    image

  • თამაშობენ "დედის გაქრობას"
  • ბავშვი სათამაშოებით ერთობა და დედა იპარება-ნაცნობი სიტუაციაა არა? მაგრამ, მაშინ როცა ბავშვი დედის არ ყოფნას აღმოაჩენს, განიცდის შფოთვას, მარტოობას. ბავშვი ფქირობს, რომ -დედამ მიატოვა.






    0
    56
    2-ს მოსწონს
    ავტორი:ნათია ჩხობაძე
    ნათია ჩხობაძე
    56
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0