x
image
გემი დალანდი
არაბი პრინცესას ტრაგიკული სიყვარულის ისტორია,რომელიც სიყვარულის გამო დასაჯეს
ეს მხოლოდ ზღაპრებში ხდება, რომ პრინცესა ცოლად მის ქვეშევრდომს მიჰყვება, რომელიც მთელი გულით შეუყვარდება. სინამდვილეში კი ამ გოგონების ბედი ადრევეა გადაწყვეტილი, ფაქტიურად მათი დაბადებისთანავე. მათთვის მომავალ ქმარს მშობლები ირჩევენ და ამ საკითხში კომპრომისი გამორიცხულია.

მაგრამ მაინც რა მოხდება, თუ პრინცესა უბრალო ახალგაზრდას შეიყვარებს და მოინდომებს მას დაუკავშიროს ბედი?image1960-იან წლებში საუდის არაბეთის მმართველი მოჰამედ იბნ აბდელ აზიზ ალ საუდი უნდა გამხდარიყო, იბნ საუდის, სახელმწიფოს დამაარსებლის მე-6 შვილი. თუმცა, მემკვიდრე პრინცი ქვეყნის მმართველი ვერ გახდა. უფროსი ძმის ზეწოლის გამო ის იძულებული გახდა ტახტი უმცროსი ძმისთვის-ხალიდისთვის დაეთმო.ეს კი იმიტომ მოხდა, რომ მოჰამედი აუტანელი ხასიათით გამოირჩეოდა და არც სპირტიან სასმელებზე ამბობდა უარს. მიუხედავად ამისა, ის ერთერთი გავლენიანი კაცი იყო. მას ხშირად ეკითხებოდნენ რჩევას . გარდა ამისა, სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარი წევრი იყო და სხვადასხვა ცოლებისგან 6 ვაჟი ჰყავდა.

1958 წელს მოჰამედს შვილიშვილი შეეძინა. მას მიშაალ ბინტ ფაჰდ ბინ მუჰამედ ალ საუდი დაარქვეს. გოგონა ნამდვილი ლამაზმანი იყო და მთელი ოჯახი ანებივრებდა. მისთვის აკრძალული არაფერი იყო, ყველა სურვილს უსრულებდნენimageმისი ბიძა, მეფე ჰალიდიც კი სულს არ იშურებდა საყვარელი ძმისშვილისთვის, თუმცა, საყოველთაო სიყვარულმა გოგონა ტრაგიკული აღსასრულისგან ვერ დაიცვა.

მას არ შეეძლო თავისი ცხოვრების განკარგვა.როგორც კი წამოიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს ერთერთ ბიძაშვილზე გაეთხოვებინათ. რომელზე?ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, მთავარი იყო, რომ გვარი გაგრძელებულიყო.


მშობლების გადარწმუნება შეუძლებელი იყო, თუმცა გოგონამ მოახერხა და გამოუცხადა მათ, რომ გათხოვებამდე უმაღლესი განათლების მიღება სურდა. საყვარელ შვილს მათ ამ თხოვნაზე უარი ვერ უთხრეს და სასწავლებლად ლიბანში გაგზავნეს მრავალრიცხოვანი დაცვისა და ამალის თანხლებით. მაგრამ ოცდაოთხსაათიანმა მეთვალყურეობამაც კი ვერ შეაკავა გოგონა სიყვარულისგან. მისი აღტაცების ობიექტი ლიბანში საუდის არაბეთის ელჩის შვილი ჰალიდ ალ შაირ მულჰალალი იყო. თუ სხვა ქვეყნებში ელჩის შვილი ელიტურ საზოგადოებას მიეკუთვნება, საუდის არაბეთში ის უბრალო ადამიანია, თანაც ამ ქვეყანაში ქორწინების გარეშე ნებისმიერი კავშირი ახალგაზრდებს შორის-სიკვდილით ისჯება. რამდენად შორს შეტოპეს ურთიერთობაში ახალგაზრდებმა-ეს უცნობია.თუმცა, ის ფაქტი, რომ პრინცესა მარტო აღმოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად-სკანდალის მიზეზი გახდა.

imageრისკის მიუხედავად, მიშაალი და ჰალიდი ურთიერთობას აგრძელებდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ პრინცესა ყოველთვის უამრავი ადამიანით იყო გარშემორტყმული, ეს ამბავი მალე გახმაურდა.

როცა მიშაალმა გაიაზრა, თუ რამდენად დიდი საფრთხე ელოდა, გაქცევა სცადა. ის წითელ ზღვასთან არსებულ ქალაქ ჯიდში ჩავიდა, თავისი სამოსი წყალში გადაყარა, მერე კი კაცის სამოსი ჩაიცვა და აეროპორტში წავიდა, საიდანაც გაყალბებული დოკუმენტებით აპირებდა გაქცევას, მაგრამ დაცვამ პრინცესა იცნო და ის დააკავეს.imageროცა მიშალი სამშობლოში დააბრუნეს, ის სასამართლოს წინაშე წარსდგა. კანონის თანახმად, პრინცესას “შეცოდება" 4 მოწმეს უნდა დაედასტურებინა, და თუმცა ასეთი მოწმეები არ არსებობდნენ, მიშაალმა თავად აღიარა, რომ ინტიმური კავშირი ჰქონდა შეყვარებულთან. ეს სიმართლე იყო თუ ასე გამოხატა პრინცესამ პროტესტი შარიათის კანონებისადმი-უცნობია. ის დამნაშავედ ცნეს.

ბიძამ, მეფე ჰალიდმა დაიჟინა, რომ გოგონა შეეწყალებინათ, თუმცა აქ საქმეში მიშაალის პაპა, ზემოთ ნახსენები მოჰამედ იბნ აბდელ აზიზ ალ საუდი ჩაერია და გამოაცხადა, რომ დამნაშავე სიკვდილით უნდა დაესაჯათ.image1977 წლის 15 ივლისს ჰალიდი დ მიშაალი ცანტრალურ მოედანზე გაიყვანეს. პროცესს მიშალის პაპა ხელმძღვანელობდა. რადგანაც გოგონა სამეფო ოჯახის წარმომადგენელი იყო, ხალხის მხრიდან ქვების სროლას გადაურჩა. ის მუხლებზე დააყენეს და შემდეგ თავში ესროლეს.

ზოგადად, როცა დამნაშავეს სჯიან, ამ საქმეს გამოცდილ ჯალათს ანდობენ, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჰალიდის ტანჯვა რომ გაგრძელებულიყო, პროფესიონალ ჯალათზე უარი თქვეს და ჰალიდისთვის თავის მოკვეთა მოჰამედის ოჯახის ერთერთ წევრს მიანდეს. შედეგად, მხოლოდ მეხუთე ცდაზე მოხერხდა საბრალო ხალიდისთვის თავის მოკვეთა. საშინელი წარმოსადგენია, თუ როგორ იტანჯებოდა საბრალო კაცი ბოლო წუთებში.

ამ ამბის შემდეგ საუდის არაბეთში ქალთა უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა.მოჰამედ იბნ აბდელ აზიზ ალ საუდმა კი განაცხადა, რომ არასდროს უნანია თუ როგორ მოექცა შვილიშვილს. მისი სიტყვებით, ის ფაქტიც კი, რომ გოგონა მამაკაცთან ერთად იყო ერთ ოთახში, საკმარისი საფუძველი იყო მის დასასჯელად.

0
937
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
937
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0