x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ხალიბები - კოლხური ტომი
ხალიბები - კოლხური ტომი


ხალიბები, იგივე ხალდები მრავალთაგან ერთ-ერთი უძველესი დასავლეთქართველური ანუ კოლხური, ჭანური ტომი გახლდათ. ძველბერძნული წყაროების მიხედვით, ეს ხალხი მოსახლეობდა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. მათზე ინფორმაციას გვაწვდიან მაგალითად ათენელი ისტორიკოსი ქსენოფონტი (ძვ.წ. 427-355) და დიდი ამასიელი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი (ძვ.წ. 64-ახ.წ. 24). აღნიშნულ ავტორებთან ნახსენები ქართველური ხალხი "ხალდები" შესატყვისია "ხალიბების".


ხალიბი. ხალდი


ძველ არმენიულ წყაროებში ხალდების ქვეყანა იხსენიება, როგორც "ხალტიკი". საერთოდ, არმენული წყაროები მთელს ჭანებს მოიხსენიებდნენ, როგორც ხალდებს. ახ.წ. მე-7 საუკუნის არმენიული "გეოგრაფიის" მიხედვით, ჭანეთს ეწოდება "ხალტიკი" (ხალდების ქვეყანა). ამგვარად, ამ პერიოდში "ხალტ" ან "ხალდ" იმ ეთნიკური ჯგუფის არმენიული სახელწოდებაა, რომელიც ქართულ-ბერძნულ სამყაროში წოდებული იყო, როგორც ჭანები და სანები.



ხალიბები - კოლხური ტომი


ჰეროდოტე გვაუწყებს, რომ ხალიბები მდინარე ჰალისის დასავლეთითაც კი იყვნენ გავრცელებულნი და იმ ტერიტორიებზეც მოსახლოებდნენ, უფრო მეტად კი უამრავი ავტორის ცნობით ხალიბების მთავარ სამოსახლო არეალს ტრაპეზუნტის დასავლეთით მდებარე შავიზღვისპირა ზოლის დიდი ნაწილი წარმოადგენდა, ასევე ტრაპეზუნტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მთიანეთი. სტრაბონის ცნობით თვით ფარნაკიაც ხალიბთა ქვეყანაში მდებარეობდა. ანტიკურ სამყაროში ხალიბებს თვლიდნენ რკინის დამუშავების, მეტალურგიის ფუძემდებლებად და სწორედ ხალიბების სახელიდან მოდის ძველბერძნულ ენაში რკინის სახელწოდებაც - "ხალიუფს". სავარადოა, რომ ქართულ ენაშიც სიტყვა "ყალიბი", სწორედ ხალიბების სახელწოდებიდან მოდის.




კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. იბერო-კავკასიური კულტურები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
870
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
870
  
2019, 6 ივლისი, 11:49
კი, მაგ ლეგენდას როგორც ჩანს საკმაოდ კავშირი აქვს კავკასიასთან, პირდაპირ სარმატი (სავრომატი) იყო გვინევერას შეყვარებული - ლანსელოტი.
2019, 1 ივლისი, 14:36
გამოცანა:
ლითონი რომ გამოჭედო,
ცეცხლზე უნდა გაახურო,
დაგჭირდება: საბერველი,
გრდემლი, მარწუხი და - (უ..). :)
2019, 1 ივლისი, 10:41
და მეფე ართურის ლეგენდარული ხმალი ,,ესკ(ხ)ალიბური" არის ხალიბების ნახელავი
0 1 3