x
image
melody_inside
დახურული ქალაქი, რომლის შესახებ მსოფლიომ 49 წელი  არაფერი იცოდა
image




ჩერნობილის კატასტროფის გარდა, ჩვენ იშვიათად გვესმის ყოფილ საბჭოთა კავშირში მომხდარ ბირთვულ კატასტროფებზე. თუმცა, ეს კატასტროფები იყო. მთავრობა ფართო საზოგადოებას მკაცრად უმალავდა ამ ფაქტებს. ერთი კონკრეტული ქალაქი-40, პირველი საბჭოთა კომპლექსი იყო პლუტონის წარმოებაში, სადაც სამ ატომურ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. 90-იან წლებამდე ეს ქალაქი რუკაზე არ არსებობდა.






80 000 ადამიანი ცხოვრობს დახურულ ქალაქში, რომლის შესახებ მსოფლიომ 49 წელი არაფერი იცოდა




შორეულ, უკიდეგანო ურალის ტყეების იქით მდებარეობს დახურული ქალაქი ოზერსკი. იდუმალი ადგილი დაცვის და ეკლიანი მავთულხლართის მიღმა, მისტიკური - თითქოს სხვა განზომილებიდან, წერს пишет Bored Panda.



ოზერსკი, ან ჩელიაბინსკი- 40, ბირთვული იარაღის შემუშავების საბჭოთა პროგრამის აკვანი გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.



1945 წელს გულაგის 12 000-მდე ტყვე იყო წამოყვანილი 12 შრომითი ბანაკიდან ბირთვულ-მეცნიერებთან ერთად და დაიწყეს მიწისქვეშა ატომური ობიექტების მშენებლობა. რუსი მსჯვარდებულები დათანხმდნენ მუშაობაზე სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ. მათ მიეცათ შესაძლებლობა ემუშავათ ციმბირში 25 წელი ან 5 წელი ქალაქ-40 –ში. პირველი ატომური რეაქტორი აშენებული იყო 18 თვეში და რაიონის გარშემო, რომელსაც შემდგომ ოზერსკი ეწოდა, აიგო დამატებითი ობიექტები. მშენებლებიდან ცოტამ თუ იცოდა რომ ხელი მოაწერა სასიკვდილო განაჩენს. არავის უცოცხლია ხუთ წელზე მეტი.





image

boredpanda.com



მრავალი ათწლეული ქალაქები, სადაც ასი ათასი ადამიანი ცხოვრობდა, არც ერთ რუკაზე არ იყო. ხოლო მონაცემები ამ მოქალაქეებისა არ ხვდებოდა საბჭოთა საყოველთაო აღწერაში.



სპეციალისტები, რომლებიც კომბინატ №817-ში შედიოდნენ (ასე უწოდებდნენ ადრე „საწარმო გაერთიანება «Маяк»-ს), უმკაცრეს მრავალეტაპიან შერჩევას ექვემდებარებოდნენ.



საიდუმლო ობიექტზე მოხვედრის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში მათ ჩამორთმეული ჰქონდათ ახლობლებთან არა მარტო შეხვედრის, მათთან მიმოწერის უფლებაც კი.

image

boredpanda.com




დაკარგული ქალაქის მცხოვრებლებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი იყვნენ „ბირთვული ფარი და მსოფლიოს მხსნელები“, ხოლო დასახლების იქით მხოლოდ მტრები.



image

boredpanda.com




იმ დროს, როდესაც სსრკს მოქალაქეები შიმშილობდნენ და უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდნენ, ოზერელებისთვის ხელისუფლებამ სამოთხე შექმნა დედამიწაზე, სადაც მათ შეეძლოთ თავიანთი განსაკუთრებული სტატუსით და ზოგიერთი ფუფუნებითაც კი დამტკბარიყვნენ.



ყველას ჰქონდა ბინა, საკვების ფართო არჩევანი- მათ შორის ეკზოტიკური დელიკატესები, როგორიცაა ბანანი, შესქელებული რძე ან ხიზილალა - კარგი სკოლები და საავადმყოფოები, მრავალი გასართობი და კულტურული ღონისძიებები.



მრავალი წლის განმავლობაში საბჭოთა ხელისუფლება მალავდა რადიაციის ექსტრემალურ ზემოქმედებას ქალაქის მოსახლეობაზე და მათ მომავალ შვილებზე.




დასაწყისშივე, ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობდა და მუშაობდა ატომური ელექტროსადგური „მაიაკ“-ის უშუალო სიახლოვეს უკიდურესად საშიშ პირობებში.


image

boredpanda.com



ადამიანებმა დაიწყეს ავადმყოფობა და სიკვდილი: ამის მიზეზი რადიაციის ხანგრძლივი ზემოქმედება იყო.



ჩელიაბინსკ-40 _ის მოსახლეობა იღუპებოდა ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამოც. მაგალითად კიშტიმის ავარია მსოფლიოში ყველაზე საშინელი ატომური კატასტროფა იყო ჩერნობილამდე, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ მაშინ შეძლო მისი დამალვა.



საწარმო „მაიაკ“_ის ხელმძღვანელობა სდუმდა იმის თაობაზეც, რომ საწარმოო ნარჩენებს ახლომდებარე ტბებში და მდინარეებში ყრიდა, რომლებიც შემდეგ ხვდებოდა მდინარე ობში და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში.


ორმოცი წლის მანძილზე „მაიაკ“_ის თანამშრომლებმა გარემოში 200 მილიონი კიური რადიოაქტიური ნარჩენი დაყარეს, რაც ორ ჩერნობილის აფეთქებას უდრის, თუმცა ხელისუფლება ამას დღემდე უარყოფს.





დღეს ოზერელები აქ ცხოვრებას აღიქვამენ არა როგორც შეზღუდვას - არამედ როგორც პრივილეგიას.



image

boredpanda.com



ისინი თავს „რჩეულებად“ თვლიან და ამაყობენ იმით, რომ დახურულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ, დაოჯახდნენ. აქაა მშობლების, და ზოგის შვილების საფლავებიც კი.


მოსახლეობამ იცის სიმართლე საკუთარ ქალაქზე: წყალი დაბინძურებულია, სოკო და კენკრა მოწამლული, შვილები გაიზრდებიან დაავადებებით.






ოზერსკი და მისი შემოგარენი - პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული რადიოაქტიური რეგიონია რომელსაც „მიწის სასაფლაოსაც“ უწოდებენ.



image

Дмитрий Карпунин/boredpanda.com



დღეს დახურული ქალაქის მოსახლეობას მისი საზღვრების დატოვება შეუძლიათ სპეციალური საშვებით. სურვილის მიხედვით, სამუდამოდ წასვლაც შეუძლიათ. თუმცა ამ უფლებით ცოტა სარგებლობს, ისინი ხომ ამგვარად ყველა პრივილეგიას დაკარგავენ.


ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა, თუმცა არა ყველა, თვლის, რომ ოზერსკის გარშემო არსებული ღობე შექმნილია არა იმისთვის, რომ მათი ნების წინააღმდეგ გააჩერონ ადამიანები, არამედ უცხოებმა ვერ შეძლონ მათ პატარა სამოთხეში შეღწევა.

ეკლიანი მავთულხლართი ქალაქის ლანდშაფტის და თვითშეგნების განუყოფელ ნაწილად რჩება.


2001 წელს რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა 42 დახურული ქალაქის არსებობა, თუმცა სხვადასხვა შეფასებების მიხედვით, კიდევ არსებობს მინიმუმ 15 საიდუმლო ქალაქი.




თქვენ ისურვებდით ასეთ დახურულ ქალაქში ცხოვრებას?




იხილეთ ასევე:


ჰონგკონგის ყველა ცათამბჯენში აუცილებლად არის დიდი ხვრელი. ჰონგ-კონგი, ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ქალაქ-სახელმწიფო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისსპეციალური ადმინისტრაციული რაიონი. ეს არ არის არქიტექტორის უბრალო ახირება! ამ ხვრელებს


ათწლეულების მანძილზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთის დაპყრობამ, ის სანაგვედ გადააქცია. მოხალისეთა გუნდმა გადაწყვიტა ევერესტის დასუფთავებაში დახმარება გაეწია ხელისუფლებისთვის. პირველი ორი კვირის განმავლობაში შეგროვებული იქნა სამი ტონა ნაგავი. cnn სამუშაოს ასრულებს 14 ადამიანი. მათი მიზანია -შეაგროვ...

იაპონელები რატომ არ ეპატიჟებიან სტუმრებს საკუთარ სახლში? როგორ ცხოვრობს ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი საშუალო ფენა? თქვენ თუ იცით, როგორ სახლებში და ბინებში ცხოვრობენ იაპონელები? ფოტობლოგერმა ფსევდონიმით barmoska გადაწყვიტა გაგვიზიაროს საკუთარი ფოტოსურათები. იაპონელები არცთუ ისე ხშირად იწვევენ

1994 წლის 3 თებერვალს შედგა რუსი კოსმონავტის პირველი გაფრენა ამერიკული კოსმოსური ხომალდით . ეს იყო სერგეი კრიკალიოვის გაფრენა ხომალდით დისკავერი . ორბიტაზე ხომალდს სავენტილაციო სისტემა გაუფუჭდა . ამერიკელებს ჰქონდათ ასეთი ინსტრუქცია: ნებისმიერი გაუმართაობის შეტყობინება დედამიწაზე და მითითებების

უნიკალური ისტორიული ფოტოები! ისტორია უნდა გვახსოვდეს არა იმიტომ, რომ ის წავიდა, არამედ იმიტომ, რომ წასვლისას მან დაგვიტოვა შედეგები. ხშირად ადამიანებს არ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოსთვის წარსულის მაგალითები და ასეთივე მომენტებში ისტორია მეორდება მისი ყველაზე უარყოფითი გამოვლინებებით. ამიტომ შეისწავლეთ ისტორია, გამოიტანეთ დასკვნები აწ...

0
2456
14-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
2456
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0