x
image
_K_
რა ემართება სხეულს, როცა ზედმეტს ვჭამთ - გაითვალისწინეთ!
მართალია, ბევრმა არ იცის ამის შესახებ, მაგრამ ზედმეტის ჭამა ახალგაზრდებში ყველაზე გავრცელებული კვებითი დარღვევაა. მან შეიძლება სერიოზული ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური თუ სოციალური პრობლემები გამოიწვიოს. განსაკუთრებით რთულია ჭამისგან თავის შეკავება ისეთ დღესასწაულებზე, როგორიც ახალი წელი ან მადლიერების დღეა. თუმცა, აუცილებელია, კვება აკონტროლოთ.


სტატიაში გაგაცნობთ 7 პრობლემას, რასაც ზედმეტი ჭამა იწვევს. დაიმახსოვრეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი ბედნიერ ცხოვრებას ნიშნავს!







თავს შეუძლოდ იგრძნობთ.

საკვები, რომელსაც მიირთმევთ, ენერგიით გავსებთ, ნარჩენები კი სხეულიდან გადის. ამ პროცესს მონელება ეწოდება. ზედმეტი ჭამისას სხეულზე ზედმეტი დატვირთვა მოდის, რამაც სხვადასხვა პრობლემები, მათ შორის დიარეა შეიძლება გამოიწვიოს.

ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად უნდა მიეჩვიოთ ნელა ჭამას და საკვების კარგად დაღეჭვას. არ დაგავიწყდეთ საკმარისი რაოდენობის წყლის დალევაც. ამ სიტუაციაში ქოქოსის წყალი ნამდვილი ელექსირის ფუნქციას ასრულებს.


image








ისე დაგცხებათ, თითქოს შუა ზაფხული იყოს.

თუ იმაზე მეტს შეჭამთ, ვიდრე ჩვეულებრივ მიირთმევთ, სხეულის მეტაბოლიზმი დაირღვევა და ისე დაგცხებათ, თითქოს საუნაში იყოთ. სამწუხაროდ, ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. თუმცა, როცა მეტაბოლიზმი თავის საქმეს შეასრულებს, სხეული ნორმალურ ფორმას დაუბრუნდება.

იმისთვის, რომ ამ დროს თავი უკეთ იგრძნოთ, შეგიძლიათ ცივი შხაპი მიიღოთ.

image








მუცელში გაზები დაგროვდება.

როცა საკვებს მიირთმევთ, მასთან ერთად საკმაო რაოდენობის ჰაერსაც ყლაპავთ. რაც უფრო მეტს ჭამთ, მეტია ჩაყლაპული ჰაერის ოდენობაც. გაზების რაოდენობა იზრდება, თუ ნახშირორჟანგის შემცველ გაზიან სასმელს დალევთ. გაზები გამოიყოფა საკვების მონელების დროსაც.

ამიტომაც, სანამ ზედმეტი ჰაერი თქვენი სხეულიდან გამოაღწევს, შესაძლოა თავი არაკომფორტულად იგრძნოთ. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია საკვების ნელა და კარგად დაღეჭვა. თუ ამ დროს შებერილობის შეგრძნება გექნებათ, შესაძლოა სიარულმა თავი უკეთ გაგრძნობინოთ.








მოუსვენრობას იგრძნობთ.

გავრცელებული აზრია, რომ ბევრის ჭამა ადამიანს ძილს ჰგვრის, თუმცა, სინამდვილეში, ამ დროს მოუსვენრობასა და უძილობას იგრძნობთ. თუ თქვენი კერძი ბევრ ნახშირწყალს შეიცავდა, შესაძლოა შუაღამით შიმშილის გრძნობამ გაგაღვიძოთ.

ასეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება, თუ დაძინებამდე არ შეჭამთ. თუმცა, თუ უკვე "შეცდომა" დაუშვით, ჩააბნელეთ საძინებელი ოთახი და ჩართეთ კონდიციონერი, ეს ცოტათი შვებას მოგგვრით და ძილში დაგეხმარებათ.

image







ამასთანავე, შეგაწუხებთ თავბრუსხვევა.

უძილობასთან ერთად ჩვეულებრივი მოვლენაა თავბრუსხვევაც. ეს იმიტომ, რომ ზედმეტი საჭმლის მიღების გამო მეტაბოლიზმის სიჩქარე ხან სწრაფია, ხან - ნელი, ასევეა გულის შეკუმშვების სიხშირეც. სამწუხაროდ, ამ პროცესისგან თავის დასაღწევად ვერაფერს იზამთ.

თავი რომ უკეთ იგრძნოთ, დალიეთ ბევრი სითხე, სანამ თავბრუსხვევა არ გაგივლით.

image







გაღიზიანებული იქნებით და კონცენტრირებას ვერ მოახერხებთ.

თუ გაღიზიანებული და ნერვიული გახდით, ამასთანავე საქმეზე კონცენტრირებას ვერ ახერხებთ, ეს ნიშნებია იმისა, რომ თქვენი ორგანიზმი საკვების მონელებას ცდილობს. ზედმეტის ჭამის დროს სხეული გამოყოფს ჰორმონ ინსულინს, რათა დააგროვოს ზედმეტი შაქარი იმ შემთხვევისთვის, თუ ორგანიზმს შაქრის დაბალი დონე ექნება ან როცა მეტი ენერგია დაგჭირდებათ. სწორედ ამ პროცესის გამო გექნებათ უსიამოვნო შეგრძნებები.

სასაცილო ის არის, რომ ამ ჰორმონის გამო, ზედმეტის ჭამის მერეც კი იგრძნობთ შიმშილს. ეს იმიტომ, რომ სხეული ისევ ითხოვს შაქრის მიღებას. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, მიირთვათ ფოთლოვანი ბოსტნეული ან კვერცხი, რათა შიმშილის გრძნობა დაიკმაყოფილოთ. უარი თქვით არ შეჭამოთ მავნე სწრაფი კვების საჭმელი და ტკბილეული, რაც ასეთ დროს უზომოდ მოგინდებათ.

image








გაგიჩნდებათ ე.წ. ლუდის ღიპი.

ყველაზე შესამჩნევი ცვლილება მუცლის უმნიშვნელო გაზრდა იქნება. შეიძლება, იფიქროთ, რომ თქვენი შარვალი დავიწროვდა და ამიტომ გიჭირთ მისი ჩაცმა, მაგრამ სინამდვილეში ეს ზედმეტი ჭამის ბრალია! თუმცა, როცა საკვებს მოინელებთ, მუცელი ნორმალურ ზომას დაუბრუნდება.

ღიპის თავიდან აცილების უმარტივესი გზა ნელა ჭამაა. იმის გარდა, რომ ამ დროს კერძით უფრო ისიამოვნებთ, ტვინს საკმარისი დრო ექნება იმის გასააზრებლად, რომ დანაყრდით, აღარ გშიათ და დროა, ჭამა შეწყვიტოთ.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. შეიძლება თუ არა წყლის დალევა ჭამის დროს

image


2. საკვები პროდუქტები, რომლებიც ერთად არ უნდა მიირთვათ

image


3. რას ამბობს ცუდი სუნი პირის ღრუში თქვენს ჯანმრთელობაზე

image


0
818
შეფასება არ არის
ავტორი:_K_
_K_
818
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0